ჭდე: ახალქალაქი

ახალქალაქში ქორწილის კორტეჟე ავარიაში მოჰყვა – დაშავებულია 6 ადამიანი  

რუსთავში სასწრაფოს ეკიპაჟი და სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ

„ტვ პირველის” ინფორმაციით, ავარია მოხდა ახალქალაქი-არაგვას გზაზე – ქორწილის კორტეჟის მანქანა საპირისპიროდ მიმავალ ავტომობილს შეეჯახა, შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. თავდაპირველად ყველა მათგანი ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ოთხი მათგანის თბილისში გადაყვანის აუცილებლობა დადგა, რადგან მათი მდგომარეობა მძიმეა.

„გულის გაჩერება 3-ჯერ დაფიქსირდა…“ – რა მოხდა ახალქალაქის საავადმყოფოში

„გულის გაჩერება 3-ჯერ დაფიქსირდა...“ - რა მოხდა ახალქალაქის საავადმყოფოში

7 აგვისტოს, ახალქალაქის საავადმყოფოში 26 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც 30 ივლისს ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში იმშობიარა. ახალქალაქში, ექიმების 26-საათიანი ბრძოლის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახლობლები ქალის გარდაცვალებაში ახალციხის საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ მშობიარობის შემდეგ ის არ უნდა გაეწერათ. მზისა ზაზაძე ახალქალაქის საავადმყოფოში 6 აგვისტოს, 12:00 საათზე, უკიდურესად მძიმე, შოკურ მდგომარეობაში, ფილტვისმიერი გულის უკმარისობით […]

ახალქალაქში, ერთ-ერთ კლინიკაში 27 წლის ქალი გარდაიცვალა

"გუშინ 54 წლის დედა გარდაიცვალა, დღეს - მისი 31 წლის ვაჟი" - რა მოხდა ბათუმში

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოში მცხოვრები 27 წლის ქალი დღეს ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახის წევრები კლინიკას უყურადღებობაში და უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ახლობლის თქმით, ახალგაზრდამ კლინიკაში ფიზიოლოგიური წესით იმშობიარა და მიუხედავად ჩივილებისა, პაციენტი მაინც გაწერეს სახლში. მდგომარეობის გაუარესების გამო, ახალგაზრდა ქალი გუშინ კლინიკაში გადაიყვანეს, იგი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დღეს კი გარდაიცვალა. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.

ახალქალაქში კაცმა მეზობელი ნაჯახით მოკლა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

მკვლელობა კასპის მუნიციპალიტეტში – სოფელ ახალქალაქში კაცმა მეზობელი ნაჯახით მოკლა. შემთხვევა გუშინ, 12თებერვალს, მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული გ.ა. დააკავა. უწყების ცნობით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, ურთიერთშელაპარაკებისას, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა თანასოფლელს – 1976 წელს დაბადებულ ა.ს.-ს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების […]

ახალქალაქში ციხიდან გამოსულმა მამაკაცმა ყოფილი ცოლი და 3 ადამიანი დაჭრა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

სისხლიანი ანგარიშსწორება ახალქალაქში – მამაკაცმა ოჯახის წევრები და ახლობლები ცივი იარაღით დაჭრა, მათ შორის დაჭრილია 10 თვის ჩვილიც. ბავშვს ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. სისხლიანი დაპირისპირება გუშინ ღამით მოხდა. მძიმეა სიმამრის, სიდედრის და რძლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ მრავლობითი ჭრილობები აქვთ მიყენებული. მათგან 2 თბილისის კლინიკაშია გადმოყვანილი. ციხიდან გათავისუფლებული პატიმარი ყოფილი ცოლის ოჯახში შურისძიების მიზნით შეიჭრა. […]

ახალქალაქში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე, 8 თვის ბავშვი და 2 ადამიანი დაჭრა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში მამაკაცმა ოთხი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ყოფილი მეუღლე და 8 თვის ბავშვი. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. დაჭრის ფაქტზე პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ახალქალაქში სარიტუალო დარბაზი დალუქეს

ახალქალაქში სარიტუალო დარბაზი დალუქეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ახალქალაქში მდებარე სარიტუალო დარბაზი დალუქეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, სარიტუალო დარბაზის ადმინისტრაციამ კვლავ განაგრძო საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა, რის […]

კასპში 25 წლის მამაკაცი მოკლეს

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

მკვლელობა კასპში – ახალქალაქში 25 წლის ბიჭი მოკლეს.  დაჭრილია 2 ახალგაზრდა. ტვ პირველის ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირება ნოსტესა და ახალქალაქის მცხოვრებლებს შორის დაიწყო,რაც მკვლელობით დასრულდა. ახალგაზრდები ერთმანეთს სოფლის ცენტრში დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერები და იდენტიფიცირებულია სავარაუდო მკვლელი. ტვ პირველი

ახალქალაქში ვ.მ.-ს მკვლელობისთვის ა.გ. დააკავეს – ვიდეო

ახალქალაქში ვ.მ.-ს მკვლელობისთვის ა.გ. დააკავეს - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე – ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების და მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით […]

ახალქალაქში მოკლულის ახლობლებმა სახლები გადაწვეს

ახალქალაქში მოკლულის ახლობლებმა სახლები გადაწვეს

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის შემდეგ გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს. როგორც ამირანაშვილმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ამ ეტაპზე ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. „კრიმინალური შემთხვევაა. მკვლელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი ახალქალაქში. ამის შემდეგ გარდაცვლილის ნათესავებმა დაწვეს რამდენიმე სახლი. პოლიციას ამ დროისთვის სრულად აქვს კონტროლზე აყვანილი მდგომარეობა”,- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა. ცნობისთვის, ახალქალაქში რამდენიმე პირს […]