ჭდე: ახალციხე

ახალციხეში ყოფილი მეუღლის ინტიმური ფოტოების სოციალურ ქსელში გავრცელებისთვის 36 წლის კაცი დააკავეს

ახალციხეში ყოფილი მეუღლის ინტიმური ფოტოების სოციალურ ქსელში გავრცელებისთვის 36 წლის კაცი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების ხელყოფის ბრალდებით ახალციხის მუნიციპალიტეტში 1987 წელს დაბადებული ო.ა. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, 1987 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ო. ა.-მა, ყოფილ მეუღლეს მობილური ტელეფონი წაართვა, და საკუთარ მობილურ ტელეფონში დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაიტანა. აღნიშნულის შემდეგ, ყოფილ მეუღლესთან უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით ინტიმური შინაარსის ფოტოები დაზარალებულის […]

ახალციხეში 8 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

მეორე კლასელს ავტომობილი დაეჯახა

ახალციხეში, სოფელ წნისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 8 წლის ბავშვს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის კლინიკაში გადაიყვანა. მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად […]

ახალციხეში ფოცხოვში გოგონა ჩავარდა

ახალციხეში ფოცხოვში გოგონა ჩავარდა

ახალციხეში 10 მაისს დაახლოებით, 12:30 საათზე მდინარე ფოცხოვში გოგონა ჩავარდა. თვითმხილველების თქმით, იგი გამვლელმა ამოიყვანა. ამ დროისთვის, ის კლინიკა „იმედში“ იმყოფება. კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გოგონა შოკურ მდგომარეობაშია. „ჩვენთან შემოიყვანეს გოგონა, სკოლის მოსწავლეა. შოკურ მდგომარეობაშია, უტარდება კვლევები, ამ ეტაპზე, სხვას ვერაფერს გეტყვით“,- აცხადებს გიორგი ბარძიმაძე. სამხრეთის კარიბჭის ფოტო

ახალციხეში 57 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხეში 57 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხეში, 57 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ის ხანძარმა იმსხვერპლა. მამაკაცი ბინაში მარტო ცხოვრობდა და ის მსგავსი შემთხვევისგან ადრე ერთხელ უკვე გადაარჩინეს. ცეცხლი ბინაში, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. “ხშირად სვამდა ბიძაჩემი, ერთხელ უკვე გადავარჩინეთ უბედურ შემთხვევას. გარდა დაგვხვდა რომ მოვედით. ახლა პოლიციაა სახლში და გამოკითხვას აწარმოებს,” – გარდაცვლილის ახლობელი. რუსთავი […]

ახალციხის შესასვლელში 60 ტრაილერია გაჩერებული

ახალციხის შესასვლელში 60 ტრაილერია გაჩერებული

უამინდობის და უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა სამცე-ჯავახეთში. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო 60 ტრაილერი ახალციხის შესასვლელშია გაჩერებული. ტრაილერის მძღოლები ძირითადად: საქართველოდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და შუა აზიიდან არიან. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. რუსთავი 2

ახალციხეში მანქანა ხევში გადავარდა – 2 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხის გზაზე, სოფელ ანდრიაწმინდაში მანქანა, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, აქედან 1-ის მდგომარეობა მძიმეა. “მთავარი არხის” ვებგვერდი დეტალებს შსს-ში არკვევს. მთავარი

ახალციხეში სატვირთო მსუბუქ მანქანას შეეჯახა

ახალციხეში სატვირთო მსუბუქ მანქანას შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში – სოფელ აგარაში ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი. შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. მთავარი

ახალციხეში ქელეხის შემდეგ კოვიდ 19-ით 41 ადამიანი დაინფიცირდა

ახალციხეში ქელეხის შემდეგ კოვიდ 19-ით 41 ადამიანი დაინფიცირდა

ახალციხეში ქელეხის შემდეგ 41 ადამიანი კოვიდით დაინფიცირდა, მათ შორის 2 ორსული და 7 ბავშვია. 5 პირი კლინიკაშია გადაყვანილი, დანარჩენები კი მკურნალობას სახლში აგრძელებენ. – იყო ქელეხი, 84 წლის ქალს პატივი ვეცით, გავასვენეთ, რაც ძვირად დაგვიჯდა. მას მერე, 9 აგვისტოდან, დაიწყო უკვე ქელეხის კლასტერი. სულ დღევანდლამდე დასნებოვნდა 19 ოჯახის 41 წევრი. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – […]

ახალციხელი მასწავლებლები ბიძინა კულუმბეგოვმა და სხვა ექიმებმა აცრეს

ახალციხელი მასწავლებლები ბიძინა კულუმბეგოვმა და სხვა ექიმებმა აცრეს

გაეროს ბავშვთა ფონდის ფარგლებში კოვიდ 19-ის ვაქცინაციის შესახებ კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა – ამჯერად, ახალციხის სკოლების 60-მდე მასწავლებელსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები შეხვდნენ და ვაქცინაციის მნიშვნელობის და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრის შემდეგ დამსწრეთა უმრავლესობამ ჩაიტარა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის […]

ახალციხეში მერსედესმა ქვეითი გაიტანა

ახალციხეში მერსედესმა ქვეითი გაიტანა

ახალციხეში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ახალციხე-ადიგენის გზაზე მოხდა. “მერსედესის” მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს შეეჯეხა, შეჯახება იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ამ დროისთვის იდენტიფიცირებული არ არის, მისი ვინაობის დადგენას პოლიცია ცდილობს. ცხედარი ახალციხის პროზექტურაში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯუფი, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რუსთავი 2