ჭდე: ბათუმის აეროპორტი

თბილისის და ბათუმის აეროპორტებში ყაზახეთის და თურქეთის მოქალაქეებს არადეკლარირებული ფული უპოვეს

თბილისის და ბათუმის აეროპორტებში ყაზახეთის და თურქეთის მოქალაქეებს არადეკლარირებული ფული უპოვეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ყაზახეთისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ო.რ.-ს და ზ.ს.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, 46.300 დოლარი და 113.500 არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული […]

სტამბოლი-ბათუმის ბორტი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა

სტამბოლი-ბათუმის ბორტი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ქარის გამო თვითმფრინავი ვერ დაეშვა. ბათუმი-სტამბოლის რეისმა ქალაქს რამდენიმე წრე დაარტყა, თუმცა დაფრენა ვერ შეძლო. „საგანგაშო არაფერია, თვითმფრინავი ამ წუთებში [12:30 სთ] ცდილობს დაფრენას“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. მანამდე, 12:00 საათზე, აეროპორტში უპრობლემოდ დაჯდა კიევი-ბათუმის თვითმფრინავი. საბოლოოდ, აღნიშნული რეისი ტრაბზონის აეროპორტში დაეშვა.

ბათუმის აეროპორტიდან კიევისა და სტამბულის მიმართულებით ფრენები გადაიდო

ბათუმის აეროპორტიდან კიევისა და სტამბულის მიმართულებით ფრენები გადაიდო

უამინდობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევისა და სტამბულის მიმართულებით ფრენები გადაიდო. როგორც მგზავრებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, მათ რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა რეისი ვერ შესრულდა და თვითმფრინავიდან მგზავრთა ჩამოყვანის პროცედურები მიმდინარეობს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების გადადების მიზეზად მოსალოდნელ ძლიერ ქარს ასახელებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული ქალაქების მიმართულებით ფრენა, სავარაუდოდ, ხვალ განხორციელდება. ინტერპრესნიუსი

ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავს დაფრენისას ბორბალი დაეშვა

ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავს დაფრენისას ბორბალი დაეშვა

“ბათუმელების” ინფორმაციით, 2 დეკემბერს ბათუმის აეროპორტში ავიაკომპანია TURKISH AIRLINES-ის თვითმფრინავს ერთი ბორბალი დაეშვა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მგზავრმა უთხრა, რომელიც თავად იმყოფებოდა თვითმფრინავში. მისი თქმით, დასაფრენ ზოლზე დაშვება ავარიული არ ყოფილა. აეროპორტში იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურიც, სადაც „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აეროპორტში უსაფრთხოების გამო იმყოფებოდნენ და ეს არ ყოფილა განსაკუთრებული ინციდენტი. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბათუმელებს“ ინფორმაცია დაუდასტურეს. ნიუპოსტი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბავშვი დაიბადა – ბათუმი-მოსკოვის რეისის მგზავრს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბავშვი დაიბადა - ბათუმი-მოსკოვის რეისის მგზავრს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბავშვი დაიბადა. ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, Ural Airlines-ის მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა ნაადრევი მშობიარობა გაფრენის დარბაზში, დაეწყო. მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო. მშობიარობის პროცესში ექიმს „ტავის“ პერსონალი ეხმარებოდა. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ. ავიანიუსი