ჭდე: ბათუმის ბულვარი

მამუკა მდინარაძე – “ნაციონალები ბოროტების გამოვლინებაა, ისინი ვირუსის მხარეს დგანან”

მამუკა მდინარაძე - "პარლამენტში ასამბლეის სხდომა აღარ გაგრძელდება"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების შეკრებას ეხმაურება. მამუკა მდინარაძე აღნიშნულ ხალხმრავალ შეკრებას „ბოროტებისა და მავნებლობის კიდევ ერთ გამოვლინებად“ აფასებს. „ბოროტებისა და მავნებლობის კიდევ ერთი გამოვლინება. მორიგ ჯერზე ამტკიცებენ, რომ „ნაცები“ ვირუსის მხარეს დგანან!“- წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა, სადაც აჭარის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა.

ნაციონალების ხალხმრავალი აქცია ბათუმის ბულვარში – ოპოზიციამ დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

ნაციონალების ხალხმრავალი აქცია ბათუმის ბულვარში - ოპოზიციამ დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

16 ოქტომბერს, ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართა. ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც ბათუმის ბულვარში შედგა, აქციას მოქალაქეები ძირითადად პირბადეების გარეშე ესწრებოდნენ. აქციაზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარადგინა: ლევან ვარშალომიძე – საქართველოს პარლამენტში, გიორგი კირთაძე – აჭარის უმაღლეს საბჭოში, გია აბულაძე – ხელვაჩაურის, ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში და ამავე მუნიციპალიტეტების […]

ბათუმის ბულვარში 17 წლის ბიჭი დაჭრეს

ბათუმის ბულვარში 17 წლის ბიჭი დაჭრეს

9 ივლისს ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრთან 17 წლის ბიჭი დაჭრეს. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა კლინიკაში. როგორც კლინიკაში გვითხრეს, დაჭრილი საავადმყოფოში შეიყვანეს მუცლის წინა კედლის შემავალი ღია ჭრილობებით. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. „17 წლის ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მუცლის წინა კედლის შემავალი ღია ჭრილობით შემოიყვანა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. უტარდება ოპერაცია”,- აცხადებენ კლინიკაში.

ბათუმის ბულვარის მოწყობაზე 6.9 მლნ ლარი დაიხარჯება

ბათუმის ბულვარის მოწყობაზე 6.9 მლნ ლარი დაიხარჯება

წელს, ტურისტულ სეზონს ბათუმის ბულვარი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. 2018 წლის პროგრამული ბიუჯეტის მიხედვით, ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვასა და განვითარების ხელშესაწყობად, 6 949 297 ლარია გათვალისწინებული. როგორც bm.ge-ს „ბათუმის ბულვარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ბულვარში უკვე მოეწყო იაპონური ბაღი, განახლდა საბავშვო მოედნები და ატრაქციონები. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანაპიროს გასწვრივ არსებულ სასეირნო ბილიკს. ჯამში 2100 კვ. მ. […]

ბათუმის ბულვარში კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის ბულვარში კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის ბულვარში კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება. ბულვარის ხელმძღვანელის მოადგილე გოჩა მჟავანაძე “საქმის კურსთან”აცხადებს, რომ ბულვარში მოეწყობა დეკორატიული ფილები და მიწისქვეშა კომუნიკაციები. ასევე საფეხმავლო ბილიკებზე მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები, გამოცვლება სანათები და მოხდება ზოოკუთხეში განთავსებული ვოლიერების შეცვლა. პროექტის ნაწილი ტურისტული სეზონის დაწყებამდე განხორციელდება, მეორე ნაწილი კი – შემოდგომაზე. გოჩა მჟავანაძის ინფორმაციით, კვირის ბოლოს იგეგმება […]