ჭდე: ბათუმის დელფინარიუმი

ბათუმში დელფინარიუმთან მამაკაცი მოკლეს, ქალი კი დაჭრეს

ბათუმში დელფინარიუმთან მამაკაცი მოკლეს, ქალი კი დაჭრეს

ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრილია. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაჭრილი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო დაჭრილი პირი ქალია. რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და ფაქტს სწავლობენ.

ბათუმის დელფინარიუმში სელაპი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმში სელაპი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმის ფეხფარფლიანთა განყოფილებაში, სამხრეთამერიკული ზღვის ლომების ოჯახში, პედროსა და მარის შვილი შეეძინათ. მამა პედრო 13 წლისაა, დედა კი 12 წლის. ინფორმაციას ამის შესახებ დელფინარიუმი ავრცელებს „ამ უნიკალურ კადრებზე, პატარა რამდენიმე წუთის დაბადებულია. ხედავთ როგორ ზრუნავს დედა ახალშობილზე. დედა და შვილი მათთვის სპეციალურად მომზადებულ სივრცეშია, სადაც ჩვენი მწვრთნელების და ვეტერინარის 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ არიან. […]