ჭდე: ბათუმის სტადიონი

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის ტრიბუნების გადახურვა დასრულდა

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის ტრიბუნების გადახურვა დასრულდა

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის ტრიბუნების გადახურვა დასრულებულია. როგორც შპს „სტადიონში“ გვითხრეს, მცირე დეტალებია დარჩენილი და გადახურვის სამუშაოები დაახლოებით ორ-სამ კვირაში მთლიანად დასრულდება. მოედნის ტრიბუნების გადახურვისთვის გერმანული წარმოების კომპოზიტური მემბრანაა გამოყენებული. მემბრანა, ოღონდ სხვა ტიპის, იქნება ასევე გამოყენებული სტადიონის გვერდითა ფასადებზე. ამჟამად ფასადზე ლითონის კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. სტადიონის სახურავის, ასევე, ფასადის ფერი დარჩება თეთრი. „მემბრანის ქვეშ […]

ბათუმში მშენებარე სტადიონიდან 35 წლის კაცი ჩამოვარდა

ბათუმში მშენებარე სტადიონიდან 35 წლის კაცი ჩამოვარდა

დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, მშენებარე სტადიონიდან 35 წლამდე კაცი გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, კაცს მრავლობითი დაზიანება აქვს და ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ბათუმელებს“ უთხრეს, კაცს დაზიანებული აქვს ფილტვი და ნეკნები, მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში ოპერაციას უტარებენ. მშენებელი კომპანია „ანაგის“ ინფორმაციით, დაშავებული მშენებლობაზე ხელოსნად მუშაობდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის […]

ბათუმის სტადიონს შპს ”ანაგი” ააშენებს

ბათუმის სტადიონს შპს ''ანაგი'' ააშენებს

შპს “სტადიონის” სატენდერო კომისიამ სტადიონის მშენებელი კომპანია გამოავლინა, გამარჯვებულად შპს “ანაგი” დასახელდა. სახელმწიფო შესყიდვების საიტზე გამოქვეყნებული ​დოკუმენტაციის მიხედვით, შპს “ანაგმა” 2017 წლის 22 დეკემბრამდე ხელშეკრულება უნდა გააფორმოს და წარადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი გარანტია,  გარანტიის თანხაში გათვალისწინებული უნდა იქნას სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა. “განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობა ან/და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა გამოიწვევს […]