ჭდე: ბათუმის შემოვლითი გზა

დავით ბერიძეს, ნინო ბერიძეს და მავილე ველიაძეს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ

დავით ბერიძეს, ნინო ბერიძეს და მავილე ველიაძეს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ

ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს რამდენიმე მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) უფლება მიენიჭა. ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც ბათუმს აღმოსავლეთიდან უვლის, მთელ სიგრძეზე გადის ხელვაჩაურის რაიონში. გზის უმეტესი ნაწილი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას გაივლის. პროექტი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთის (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე არსებული საავტომობილო გვირაბის სამხრეთ […]

ბათუმის შემოვლითი გზის მუშები გაიფიცნენ

ბათუმის შემოვლითი გზის მუშები გაიფიცნენ

ბათუმში შემოვლითი გზის სამუშაოების შემსრულებელი ერთ-ერთ თურქულ კომპანიაში დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. ისინი სამუშაო საათების გაზრდას აპროტესტებენ, ამბობენ, რომ სამუშაო დრო ერთი საათით გაეზარდათ, თვეში ორი დღე ისვენებენ და ანაზღაურება შეუსაბამოა. გაფიცულები ავტობანზე დასაქმებულებისთვის ხელვაჩაურში კოტეჯებსა და ოფისებს აშენებენ. შეკრებილები შრომითი უფლებები დარღვევაზე საუბრობენ და საგზაო დეპარტამენტისგან, როგორც სამუშაოების დამკვეთისგან დახმარებას ითხოვენ. იმედინიუსი

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტს აზიის განვითარების ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი ერთობლივად აფინანსებენ. ახალი 14 კილომეტრიანი ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი მოიცავს ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის აშენებას. ასევე, 19 სახიდე გადასასვლის, 4 სატრანსპორტო კვანძის, 5 გვირაბისა და 57 წყალგამტარი მილის მშენებლობას. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, ახალი ავტომაგისტრალი კი აჭარის საკურორტო […]