ჭდე: ბაიერნი

მანუელ ნოიერმა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბაიერნის ახალი კაპიტანი მანუელ ნოიერი იქნება

მიუნხენის ბაიერნის მეკარემ მანუელ ნოიერმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ის ბაიერნის ფეხბურთელი 2024 წლის ჩათვლით იქნება. ახალი კონტრაქტის მიხედვით ნოიერის ყოველთვიური ანაზღაურება თითქმის მილიონი ევრო იქნება და ის ბაიერნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ნოიერი ერთი პერიოდი არ ჩქარობდა კონტრაქტის გახანგრძლივებას, მაგრამ როგორც ჩანს ხელფასის გაზრდამ თავისი გავლენა იქონია მის გადაწყვეტილებაზე. ნოიერი ბაიერნში 2011 წელს […]

ტომას მიულერი – “ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია“

ტომას მიულერი - “ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია“

ბაიერნის შემტევმა ტომას მიულერმა ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა და თქვა რომ მის გუნდს ისევ შეუძლია ამ ტურნირის მოგება, რადგან ბაიერნში ძლიერი პროფესიონალები არიან შეკრებილნი: “ ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგა 2013 წელს მოვიგე და იმ შეხვედრას არასოდეს დავივიწყებ. ძალიან მინდა რომ ის შეგრძნება ისევ განვიცადო და ჩვენ ეს შეგვიძლია. იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგა მალე განახლდება და ყველა […]

ფელიპე კოუტინიოს ინგლისში დაბრუნება სურს

კოუტინიომ ბაიერნზე პირველი კომენტარი გააკეთა

ბარსელონას ბრაზილიელ ნახევარმცველს ფელიპე კოუტინიოს ბარსელონაში დაბრუნება არ სურს და ის სხვა გუნდში გადასვლას განიხილავს.  ამჟამად კოუტინიო არენდის წესით ბაიერნში თამაშობს, მაგრამ მიუნხენურ გუნდს მისი გამოსყიდვა არ უნდა, ამიტომ ზაფხულში ბრაზილიელი სავარაუდოდ გუნდს შეიცვლის. მისი შეძენით ლონდონის ტოტენჰემია დაინტერესებული და თვითონ ფეხბურთელიც ინგლისში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის. ტოტენჰემის გარდა, კოუტინიოს ყიდვა ჩელსისაც სურს, თუმცა კოუტინიო […]

სამუელ უმტიტი შესაძლოა ბაიერნის ფეხბურთელი გახდეს

ბაიერნი ზიდანის ვარიანტს განიხილავს

ბარსელონას ცენტრალური მცველის სამუელ უმტიტის შეძენით მიუნხენის ბაიერნია დაინტერესებული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბაიერნი მზად არის უმტიტის ტრანსფერში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ ბარსელონა ჯერჯერობით უმტიტის გაყიდვას არ აპირებს. უმტიტის ტრავმების გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ის ხშირად თამაშობს ბარსელონას ძირითად შემადგენლობაში, ამიტომ კატალონიელები მას იოლად არ შეელევიან. თვითონ უმტიტიმაც განაცხადა რომ მას ბარსელონას […]

სკანდალი ბუნდესლიგაში – ჰოფენჰაიმის და ბაიერნის მატჩი შეწყდა – ვიდეო

სკანდალი ბუნდესლიგაში - ჰოფენჰაიმის და ბაიერნის მატჩი შეწყდა - ვიდეო

დღეს გერმანიის ბუნდესლიგის მატჩში ჰოფენჰაიმსა და ბაიერნს შორის დიდი სკანდალი მოხდა. შეხვედრის 75-ე წუთზე, როდესაც სტუმრები, ბაიერნის ფეხბურთელები, 6-0-ს იგებდნენ, მსაჯმა შეხვედრა შეწყვიტა და გუნდები გასახდელში გაიყვანა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ტრიბუნებზე ბაიერნის ქომაგების მიერ გამოფენილი დიდი ბანერი გახდა, რომელზედაც ჰოფენჰაიმის მფლობელის, დიტმარ ჰოპის, შეურაცხმყოფელი სიტყვები იყო დაწერილი. შეხვედრის განახლების შემდეგ ორივე გუნდის მოთამაშეებმა, პროტესტის ნიშნად, […]

ფრენკ ლამპარდი: ”ბაიერნმა პირწმინდად გვაჯობა”

ლამპარდი მალე ჩელსის მთავარი მწვრთნელი გახდება

ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ბაიერნთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისმა გუნდმა შეხვედრა პირწმინდად წააგო. ლამპარდის აზრით მის ფეხბურთელებს უბრალოდ გამოცდილება არ ეყოთ: ”ბაიერნმა შეცდომები არ გვაპატია და ეს გასაკვირი არ არის, რადგან მათ ძალიან მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავთ. პირველი ტაიმი ცუდად არ გვითამაშია, თუმცა მეორეში უკვე აღარაფერი გამოგვდიოდა, ამიტომ შედეგი ლოგიკურია. მიუნხენში რამის […]

კოუტინიოს ბაიერნიდან წასვლა სურს

კოუტინიომ ბაიერნზე პირველი კომენტარი გააკეთა

ფელიპე კოუტინიო ბაიერნში უკმაყოფილოა, რადგან ის ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება და მხოლოდ შეცვლებზე შემოდის ხოლმე. ამის გამო კოუტინიოს ბაიერნის დატოვება სურს და ბრაზილიელი ბარსელონაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. შეგახსენებთ რომ კოუტინიო ისევ ბარსელონას ეკუთვნის და ის ბაიერნში ორწლიანი იჯარით თამაშობს. ჯერჯერობით ბარსელონას კოუტინიოს დაბრუნება არ სურს, მაგრამ შესაძლოა იანვარში კატალონიელებმა აზრი შეიცვალონ.

ბაიერნი და არსენ ვენგერი ვერ შეთანხმდნენ

არსენ ვენგერი შესაძლოა მილანის მწვრთნელი გახდეს

მიუნხენის ბაიერნი კვლავ მწვრთნელის გარეშეა, რადგან ისინი ვერ შეუთანხმდნენ არსენ ვენგერს, რომელთანაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ვენგერი უკვე წელიწადზე მეტია გუნდის გარეშეა, მას შემდეგ რაც მან 2018 წელს არსენალი დატოვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვენგერი ბაიერნში ძალიან მაღალ ანაზღაურებას ითხოვდა და ბაიერნმა მას უარი უთხრა. მიუნხენელები მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ერთ-ერთ კანდიდატურად ჟოზე მოურინიოსაც განიხილავენ.

ტომას ტუჰელმა ბაიერნს უარი უთხრა

ტომას ტუჰელმა ბაიერნს უარი უთხრა

მიუნხენის ბაიერნი დროებით მწვრთნელის გარეშეა, მას შემდეგ რაც ნიკო კოვაჩი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. ბაიერნმა უკვე რამდენიმე სპეციალისტს შესთავაზა ვაკანტური თანამდებობა და ერთ-ერთი მათგანი ტომას ტუჰელია, რომელიც ამჟამად პსჟ-ს უდგას სათავეში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტუჰელმა უარი განაცხადა, რადგან ადრე ის დორტმუნდის ბორუსიაში მუშაობდა, რომელიც ბაიერნის პრინციპული მეტოქეა. ბაიერნი ჟოზე მოურინიოს კანდიდატურასაც განიხილავს, თუმცა ამ უკანასკნელს ეს არ […]

ნიკო კოვაჩი ბაიერნის მწვრთნელი აღარ არის

ნიკო კოვაჩს ბენფიკასთან წაგების შემთხვევაში ბაიერნიდან გაუშვებენ

მიუნხენის ბაიერნი დროებით მწვრთნელის გარეშე დარჩა. ნიკო კოვაჩს აინტრახტთან გამანადგურებელი მარცხი არ აპატიეს და თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. აინტრახტთან ბაიერნმა 1:5 წააგო და მიუნხენელები სატურნირო ცხრილში ამჟამად მეოთხე ადგილზე არიან. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს კოვაჩის ადგილს და ამ თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატია. კანდიდატებს შორის არიან მასიმილიანო ალეგრი და ჟოზე მოურინიო, თუმცა ოფიციალურად ისინი ამას არ ადასტურებენ. ნიკო […]