ჭდე: ბარსელონა

ბარსელონასთან 2 მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს

ბარსელონასთან 2 მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს

ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს, სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სამგზავრო მატარებლის მძღოლი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 85 ადამიანი, აქედან საჭირო გახდა 8-ის ჰოსპიტალიზაცია, დანარჩენს კი დახმარება ადგილზე გაუწიეს. ინციდენტი სანტ ბოი დე ლობრეგატის სადგურზე, ბარსელონადან დაახლოებით 14 კმ-ში მოხდა, სადაც სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა და სამგზავრო […]

“ერთი ძმა გარდაცვლილი ნახეს კართან” – ბარსელონაში ძმები მატარაძეები დაიღუპნენ

"ერთი ძმა გარდაცვლილი ნახეს კართან" - ბარსელონაში ძმები მატარაძეები დაიღუპნენ

ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ ბარ­სე­ლო­ნა­ში, სამ­ტრე­დი­ე­ლი ძმე­ბი, გი­ორ­გი და საბა მა­ტა­რა­ძე­ე­ბი ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუპ­ნენ. რო­გორც AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლო­ბე­ლი უყ­ვე­ბა, ძმე­ბი ხან­ძრის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­ულ დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბას ემსხვერ­პლნენ. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ტა­რა­ძე­ე­ბი 2 თვეა, რაც ბარ­სე­ლო­ნა­ში სა­მუ­შა­ოდ წა­ვიდ­ნენ. “ბარ­სე­ლო­ნა­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ. კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. თა­ვად მე­ო­რე სარ­თულ­ზე იყ­ვნენ, ეძი­ნათ და კვამლმა და ხმა­ურ­მა გა­აღ­ვი­ძა, მაგ­რამ გვი­ა­ნი იყო. ერთ-ერთი ძმა კარ­თან ნა­ხეს გარ­დაც­ვლი­ლი… ალ­ბათ, […]

“ბარსელონაში სუპერ ბიჭი მყავს” _ ალექსანდრა პაიჭაძე ესპანეთში ისვენებს

"ბარსელონაში სუპერ ბიჭი მყავს" _ ალექსანდრა პაიჭაძე ესპანეთში ისვენებს

ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, განსაკუთრებით კი „ინსტაგრამზე“. იგი მომხმარებლებს საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს ხშირად უზიარებს. ამჯერად ტელეწამყვანი ფოტოებს ესპანეთიდან აქვეყნებს. როგორც ჩანს, იგი ბარსელონაში იმყოფება. „ბარსელონაში მყავს საყვარელი სტილისტი, წერს, სუპერ ბიჭი“ – ამბობს ალექსანდრა და სტილისტთან ვიზიტის ვიდეოსაც აქვეყნებს. პრაიმ ტაიმი

დღეს! – მამარდაშვილი ბარსელონას წინააღმდეგ

დღეს! - მამარდაშვილი ბარსელონას წინააღმდეგ

დღეს, 20 თებერვალს, ევროპის TOP 5 ლიგაში არაერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება, თუმცა ქართველი გულშემატკივრებისთვის დღის მატჩი “მესტალიაზეა” ჩანიშნული – გიორგი მამარდაშვილმა და “ვალენსიამ” “ბარსელონას” უნდა უმასპინძლონ. ქართველი მეკარე “ღამურებს” მშვენივრად დაუბრუნდა, თუმცა ბორდალასის გუნდი ამ სეზონში საკმაოდ ბევრს უშვებს და არასტაბილური დაცვის ხაზი ჰყავს… ხავის “ბარსელონა” ჯერჯერობით მძლავრი არაა, მაგრამ სეზონის სტარტთან შედარებით, უკეთეს ფორმაშია […]

დანი ალვეში ბარსელონაში ბრუნდება

დანი ალვეში ბარსელონაში ბრუნდება

ბრაზილიელი დანი ალვეში ბარსელონაში ბრუნდება. ამის შესახებ ბარსელონას ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა რამდენიმე წუთის წიმ გამოაცხადა. დანი ალვეში ბარსელონაში რამდენიმე წლის განმავლობაში თამაშობდა, რომლის დროსაც გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო. 38 წლის დანი ალვეში თავისუფალი აგენტია, რამდენიმე კვირის წინ მან თავად განაცხადა, რომ ბარსელონაში დაბრუნების სურვილი ჰქონდა. გუნდის მთავარ მწვრთნელად ჩავი ერნანდესის დანიშვნის შემდეგ დანი ალვეშის სურვილი […]

ხავი ბარსელონას მთავარ მწვრთნელად დაინიშნა – მისი პრეზენტაცია 8 ნოემბერს კამპ ნოუზე მოხდება

ხავი 1 კვირაში ბარსელონას ჩაიბარებს

ბარსელონამ ხავი ერნანდესთან შეთანხმებას მიაღწია და ის გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნა. ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ხავი ბარსელონას ამ სეზონში და მომდევნო 2 სეზონში უხელმძღვანელებს. ხავი ტოვებს ყატარის კლუბ ალ სადს, რომლის ხელმძღვანელებთანაც ბარსელონამ მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა. უახლოეს მომავალში ხავი ბარსელონაში ჩაფრინდება, 8 ნოემბერს კი მისი პრეზენტაცია შედგება. ეს კამპ ნოუზე მოხდება, სადაც დასწრება თავისუფალი იქნება. პრეზენტაციის […]

ბარსელონაში ქართველ კრიმინალებს კასპელი ძმები ლიპარტელიანები მეთაურობდნენ

ბარსელონაში ქართველ კრიმინალებს კასპელი ძმები ლიპარტელიანები მეთაურობდნენ

ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაცია სამოქალაქო გვარდიამ და კატალონიის პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩაატარა. მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში დაკავებულია საქართველოს რვა და რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე. დაჯგუფება ბარსელონაში 40-მდე სახლის ძარცვაზეა პასუხისმგებელი. ქართველების დაკავება ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. პრესა წერს, რომ ბარსელონაში გამოვლენილი დანაშაულებრივი ქსელის სათავეში ქართველი ძმები იდგნენ. დაჯგუფებას ქართველი ძმები ხელმძღვანელობდნენ, […]

ხავი 1 კვირაში ბარსელონას ჩაიბარებს

ხავი 1 კვირაში ბარსელონას ჩაიბარებს

“ბარსელონას” ისტორიაში ახალი ერა იწყება – გუნდს მალე მისი ლეგენდა ხავი ჩაიბარებს. კატალონიური “სპორტის” ცნობით, ხავის “ბარსას” მწვრთნელად დანიშვნა გადაწყვეტილია, ეს ამბავი ნაღდია და წყალი არ გაუვა. 41 წლის ხავი დღეს “ალ სადის” ხელმძღვანელობას შეხვდა და წასვლაზე მოელაპარაკა. კატარულმა კლუბმა მას დარჩენილი ორი მატჩის ჩატარება სთხოვა, ასე რომ, ოფიციალური განცხადება 4 ნოემბრამდე არ გაკეთდება. ხავიმ […]

სერხი ბარხუანი ბარსელონას დროებითი მთავარი მწვრთნელი გახდა

სერხი ბარხუანი ბარსელონას დროებითი მთავარი მწვრთნელი გახდა

“ბარსელონა ბ”-ს მწვრთნელი სერჟი ბარხუანი “ბლაუგრანას” დროებით ჩაიბარებს. სპეციალისტი გუნდის თავკაცი მანამ იქნება, სანამ ჟოან ლაპორტა სხვა კანდიდატურასთან შეთანხმებას არ მიაღწევს. შეგახსენებთ, გუშინ, “რაიო ვალეკანოსთან” მარცხის შემდეგ, რონალდ კუმანი გაათავისუფლეს.

ბარსელონამ კუმანი მოხსნა

კუმანი ბარსელონაში დარჩა

ბარსელონამ გუნდის მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტმა კუმანს ამიშ შესახებ რაიო ვალეკანოსთან 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ აცნობა. კუმანი გუნდს დღეს, 28 ოქტომბერს, გამოეთხოვება. “ბარსელონა კუმანს მადლობას უხდის გაწეული სამუშაოსთვის და მომავალში წარმატებას უსურვებს” – ნათქვამია  კლუბის განცხადებაში.