ჭდე: ბახმარო

მერსედესი, რომელშიც 1 ოჯახის 6 წევრი იჯდა, ხიდიდან გადავარდა – რა მოხდა ბახმაროს გზაზე

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

სოფელ ქვაბღასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთი ოჯახის 6 წევრი მერსედესით ბახმაროსკენ მიემგზავრებოდა, როცა მანქანა ხიდიდან გადავარდა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის, თუმცა ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. ამ ავტომობილით ოჯახის წევრებთან ერთად 8 თვის ბავშვიც მგზავრობდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაშავებულის გარდა სხვა ყველა მგზავრი ჩოხატაურის კლინიკებში გადაანაწილეს. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

 კურორტ „ბახმაროს“ არსებობას საფრთხე დაემუქრა   

 კურორტ „ბახმაროს“ არსებობას საფრთხე დაემუქრა   

როგორც „გურიის მოამბეს“ მიაწოდეს ინფორმაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჩოხატაურის მერიის თანხმობით, მიმდინარე წლის 19 ნოემბრის დადგენილებით, კომპანია „ორბს“ ნება დართო, მის მიერ დაგეგმილი სამუშაოების განსახორციელებლად, კურორტის ცენტრში, იქ სადაც რამდენიმე ათეული წლებია კურორტზე ტრადიციული დოღი ტარდება, იქვე ჩამომავალ მდინარე ბახვისწყალზე გახსნას ორი კარიერი, ამავე სამინისტრომ კომპანია „ორბის“ მისცა უფლება აღნიშნული კარიერებიდან ამოიღოს […]

მიწის ნაკვეთი ბახმაროში, რომელიც მთავრობამ „ორბი ჯგუფს“ 1 ლარად გადასცა, 7 მილიონ ლარზე მეტი ღირს

მიწის ნაკვეთი ბახმაროში, რომელიც მთავრობამ „ორბი ჯგუფს“ 1 ლარად გადასცა, 7 მილიონ ლარზე მეტი ღირს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 9 ერთეული 43.269 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც „ორბი ჯგუფს“ 1 ლარად საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცა, 7.123.400 ლარი ღირს, – ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, 2018 წლის მდგომარეობით […]

ბახმაროში დამსვენებლებმა პოლიციელი ცემეს – 4 პირი დააკავეს

მამაკაცი, რომელსაც რუსთავში 1 თვე ეძებდნენ, საკუთარ მანქანასთან გარდაცვლილი იპოვეს

ბახმაროში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს პოლიციელი სცემეს. “გურიის მოამბისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. კურორტზე, ერთ-ერთ უბანზე მყოფი დამსვენებლები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბი სუფრასთან მყოფ ახალგაზრდებს შორის დაიწყო. სხვა დამსვენებლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისული სამართალდამცველებიდან კი ერთერთი ჩხუბში მონაწილეებმა სცემეს. ჩხუბის მონაწილე 4 პირია დაკავებული. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ფაქტზე […]

ბახმაროში მეხის დაცემამ კაცი მოკლა

ბახმაროში მეხის დაცემამ კაცი მოკლა

ბახმაროში მეხის დაცემას კაცი ემსხვერპლა.  უბედური შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულის გადმოსვენება ვერ ხერხდება, რადგან უამინდობის გამო ადიდებულია მდინარე ბახვის წყალი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს კალაპოტის გაჭრა. ბახმაროში ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილია. იმედინიუსი

ბახმაროში გერმანელი ტურისტი დაიმტვრა

ბახმაროში გერმანელი ტურისტი დაიმტვრა

ჩოხატაურში, კურორტ ბახმაროში გერმანელი ტურისტი დაშავდა. 43 წლის კაცი სრიალის დროს დაიმტვრა. ამჟამად დაშავებული ტურისტი ბათუმის კლინიკაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. ექიმის განცხადებით, ტურისტს მარცხენა ქვემო კიდურის წვივის ძვლების მოტეხილობა აქვს და ოპერაციას საჭიროებს.

ბახმაროში მანქანის დაგორებამ 60 წლის კაცი მოკლა

ბახმაროში მანქანის დაგორებამ 60 წლის კაცი მოკლა

უბედური შემთხვევა მოხდა ბახმაროში. სანატორიუმის მიმდებარედ 60 წლამდე ასაკის კაცს ავტომანქანა დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით, მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ მანქანის დაგორება გახდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. ჩოხატაურის გამგებლელი ირაკლი კუჭავა აცხადებს, რომ ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია. იმედინიუსი