ჭდე: ბენიამინ ნეთანიაჰუ

ნეთანიაჰუ – „ომი ისრაელის გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს”

ნეთანიაჰუ - "ჰამასის ლიდერები ვერსად გაგვექცევიან, ჩვენ მათ ყველგან მივაგნებთ"

„ომი ისრაელის გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს” – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. „ომი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე, საერთაშორისო ზეწოლისა და იმ აუტანელი საფასურის მიუხედავად, რომელსაც ომი ჩვენი დაღუპული შვილების სახით ჩვენგან მოითხოვს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თვითიზოლაციაშია

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თვითიზოლაციაშია

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თვითიზოლაციაშია – ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს. მედიის ცნობით პრემიერი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მის ერთ-ერთ თანაშემწეს COVID-19 დაუდგინდა. პრემიერს და მის გარემოცვას შესაბამისი ტესტები უკვე ჩაუტარდათ და პასუხს ელოდებიან. ნიუპოსტი

ნეთანიაჰუმ ნეტა ბარზილაისთან ერთად ქათმის ცეკვა შეასრულა – ვიდეო

ნეთანიაჰუმ ნეტა ბარზილაისთან ერთად ქათმის ცეკვა შეასრულა - ვიდეო

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მუსიკაური კონკურსის, ევროვიზია-2018-ის გამარჯვებულთან, ნეტა ბარზილაისთან ერთად ქათმების ცეკვა შეასრულა. ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი მისი Facebook-ის გვერდზე ქვეყნდება. ნეტამ კონკურსის ფინალში, სადაც სიმღერა Toy (სათამაშო) შეასრულა, ჟიურისა და მაყურებლისგან 529 ქულა მიიღო და გამარჯვება მოიპოვა. „ევროვიზია-2018“ წელს ლისაბონში ჩატარდა. https://www.facebook.com/netanyahurus/videos/1884804324872675/

ისრაელი იუნესკოს დატოვებას აპირებს

ისრაელი იუნესკოს დატოვებას აპირებს

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობას იუნესკოს დატოვების პროცედურის დაწყება დაავალა. მისი დავალებით, ისრაელის ელჩი იუნესკოში ისრაელის გასვლის შესახებ ოფიციალური განცხადებას საშობაო არდადეგების შემდეგ წარადგენს. ისრაელის პრემიერმა პროცედურის დაწყების შესახებ განკარგულება გენერალურ ასამბლეაში იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციის ხმათა უმრავლესობით მიღების შემდეგ გასცა. იუნესკოს წესდების თანახმად, ისრაელი ორგანიზაციიდან გასვლას 2018 წლის ბოლოსთვის დაასრულებს.

თბილისის სინაგოგაში შეკრებილებს ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმართა

თბილისის სინაგოგაში შეკრებილებს ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმართა

თბილისის მთავარ სინაგოგაში, ხანუქის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მყოფებს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეოზარის მეშვეობით მიმართა. მან ღონისძიებაზე დამსწრეებს დღესასწაული მიულოცა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის მერი კახა კალაძე, დიპლომატიური კორპუსი, რაბინები და ებრაული თემის წარმომადგენლები ესწრებიან. – ჩვენთვის, ქართველებისთვისაც, ხანუქას დღესასწაული სიმბოლურია, ორ მოძმე ერს შორის არის უამრავი რამ საერთო, […]