ჭდე: ბერტ რეინოლდსი

მსახიობი ბერტ რეინოლდსი გარდაიცვალა

მსახიობი ბერტ რეინოლდსი გარდაიცვალა

ფლორიდაში 82 წლის ასაკში მსახიობი ბერტ რეინოლდსი გარდაიცვალა. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ს მსახიობის აგენტმა ერიკ კრიტცერმა განუცხადა. მედიის ინფორმაციით, რეინოლდსის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. წლების მანძილზე მას გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. 2010 წლის თებერვალში მან ოპერაცია გადაიტანა. რეინოლდსი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო.