ჭდე: ბოლივია

სტუდენტები მოაჯირს მიაწვნენ, რომელიც მოწყდა – 5 სტუდენტი დაიღუპა – ვიდეო

სტუდენტები მოაჯირს მიაწვნენ, რომელიც მოწყდა - 5 სტუდენტი დაიღუპა - ვიდეო

5 სტუდენტი დაიღუპა ბოლივიაში მეოთხე სართულზე მოაჯირის მოწყვეტის შედეგად. შემთხვევა ერთ-ერთ უნივერსიტეტში სტუდენტების შეკრების დროს მოხდა. მოაჯირის ჩამოვარდნის შედეგად მაღალი სართულიდან 8 ადამიანი გადავარდა. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარს სამართალდამცველები იძიებენ. რუსთავი 2

ბოლივიაში ავტობუსს ლოდი დაეცა – 17 ადამიანი დაიღუპა

ბოლივიაში ავტობუსს ლოდი დაეცა - 17 ადამიანი დაიღუპა

17 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა ავტობუსზე კლდის ნაშალი მასალის დაცემის შედეგად. ინციდენტი ბოლივიაში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს სამგზავრო ავტობუსში დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. იმედინიუსი

ბოლივიამ არგენტინას 2–0 მოუგო

ბოლივიამ არგენტინას 2–0 მოუგო

ბოლივიის დედაქალაქ ლა პასში ბოლივიის ნაკრებმა არგენტინას უმასპინძლა და სახელოვანი მეტოქე 2–0 დაამარცხა. შეხვედრაში გოლები ხუან კარლოს არსემ და მარსელო მორენომ გაიტანეს. არგენტინა თავისი ლიდერის და კაპიტანის ლიონელ მესის გარეშე თამაშობდა, რომელმაც 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და ბოლივიასთან მატჩის გარდა ის თავისი ნაკრების მომავალ 3 შეხვედრასაც გამოტოვებს. ამის მიზეზი ის არის, რომ მესიმ ჩილესთან მატჩის […]