ჭდე: ბომბი

კიევი-თბილისის რეისზე ბორისპოლში ბომბს ეძებენ

კიევი-თბილისის რეისზე ბორისპოლში ბომბს ეძებენ

უკრაინაში ბორისპოლის აეროპორტში თვითმფრინავში, რომელმაც თბილისი-კიევის რეისი შეასრულა, სამართალდამცავები ბომბს ეძებენ. უკრაინული მედიის ცნობით, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა თვითმფრინავიდან ადამიანები 5-5 კაციან ჯგუფებად გამოიყვანეს და თითოეულ მათგანს ძაღლის მეშვეობით ამოწმებდნენ. თბილისი-კიევის რეისის მგზავრთა პირველი ნაწილი, რომელთა მიმართაც უსაფრთხოების ზომები უკვე გატარებულია,  ბორისპოლის აეროპორტის შენობაში გადაიყვანეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს. რუსთავი 2

“თვითმფრინავში ბომბია!” – მგზავრები ბორტიდან გადახტნენ და ცხვირ-პირი დაიმტვრიეს – ვიდეო

"თვითმფრინავში ბომბია!" - მგზავრები ბორტიდან გადახტნენ და ცხვირ-პირი დაიმტვრიეს - ვიდეო

ავიაკომპანია Lion Air-ის კუთვნილ თვითმფრინავში პანიკა მას შემდეგ ატყდა, რაც ერთ-ერთმა მგზავრმა უხეიროდ იხუმრა ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ. ავიაკომპანია ინდონეზიას ეკუთვნის. შეშინებული მგზავრები მყის ლაინერის კუდში განთავსებული ავარიული გასასვლელისკენ გაცვივდნენ და უწესრიგოდ დაიწყეს ხომალდიდან გადახტომა. შედეგად, დაშავდა 11 მგზავრი. ზოგ მათგანს კიდურები აქვს მოტეხილი, ზოგმა კი თავის ტრავმა მიიღო. ადგილზე გამოცხადებულმა სპეციალისტებმა თვითმფრინავი საფუძვლიანად შეამოწმეს, მაგრამ […]

ვეძებთ! – შსს აეროპორტში ბომბის ძებნაზე განცხადებას ავრცელებს

კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელი გიორგი როყვა გაუჩინარდა? - შსს ამას არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბომბის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. „112-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიცის სანაპიროსთან ბომბი აღმოაჩინეს

ნიცის სანაპიროსთან ბომბი აღმოაჩინეს

ნიცის სანაპიროდან, სულ რაღაც 50 მეტრში, ზღვაში 250 კგ. მასის ბომბი აღმოაჩინეს. ასაფეთქებელი მოწყობილობა მყვინთავმა აღმოაჩინა, რომელიც ნიცის სანაპიროსთან, ზღვის ფსკერზე არქეოლოგიურ გამოკვლევებს აწარმოებდა და მოულოდნელად 12 მეტრის სიღრმზე ბომბს წააწყდა. ბომბის წარმომავლობა უცნობია, თუმცა განიხილება ვერსიაც, რომ იგი შესაძლოა ზღვაში მეორე მსოფლიო ომის დროიდან ინახება. ხელისუფლებამ ახლომდებარე ტერიტორიაზე ევუაკუაცია გამოცხადდა. გამნაღველებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, […]

ბომბმა სანკტ-პეტერბურგში სტუდენტს ხელი მოწყვიტა

ბომბმა სანკტ-პეტერბურგში სტუდენტს ხელი მოწყვიტა

სანკტ პეტერბურგში, ვასილიევსკის კუნძულზე მდებარე ბიბლიოთეკასთან, 17 წლის მოზარდს ხელში ბომბი აუფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ”ფონტანკა” ბიბლიოთეკის თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს. აფეთქების შედეგად სანკტ პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტმა მძიმე დაზიანება მიიღო, მას ხელი მოწყდა და სახის ნაწილი დაუზიანდა. დაშავებული მოზარდი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სტუდენტმა მიწიდან რაღაც საგანი აიღო. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა.

მეტეხის ხიდთან ბომბს ეძებდნენ – ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა

მეტეხის ხიდთან ბომბს ეძებდნენ - ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა

რამდენიმე წუთის წინ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს, როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდებარე ტერიტორიაზე ბომბს ეძებდნენ. რამდენადაც ცნობილია, უცნობმა პირმა ჩანთის მსგავსი ნივთი დატოვა, ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა.