ჭდე: ბოტანიკური ბაღი

ბოტანიკურ ბაღში მესამეკლასელი ბავშვის მიერ დაფიქსირებული გიურზა ნაპოვნია

ბოტანიკურ ბაღში მესამეკლასელი ბავშვის მიერ დაფიქსირებული გიურზა ნაპოვნია

ბოტანიკურ ბაღში, 18 ოქტომბერს, ვიზიტორების მიერ დაფიქსირებული გიურზა ნაპოვნია. ამის შესახებ “ნიუპოსტს” საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღიდან აცნობეს. “19 ოქტომბრიდან, აღნიშნულ ტერიტორიაზე 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მონიტორინგი ბაღის ჰერპეტოლოგის მიერ, რის შედეგადაც გიურზა იპოვეს და დღეს ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ქვეწარმავალი ამჟამად სპეციალისტის დაკვირვების ქვეშაა”- აცხადებენ ბოტანიკურ ბაღში.

ბოტანიკურ ბაღში 35 წლის მამაკაცი მოკლეს

მამაკაცი, რომელსაც რუსთავში 1 თვე ეძებდნენ, საკუთარ მანქანასთან გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა, განიხილება სხვა ვერსიებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტის შესწავლის მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. მამაკაცის ცხედარი გუშინ საღამოს აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ორი ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გარდაცვლილი […]

ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები დირექტორს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ

ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები დირექტორს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ

ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები აცხადებენ, რომ თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირდათ, ხოლო თანამდებობებზე დირექტორი თავის მეგობრებსა და ნათესავებს ნიშნავს. მებაღეები ბოტანიკური ბაღის დირექტორს შეხვდნენ და ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით დაპირებები მიიღეს. „ორი წელია გვპირდება, რომ იქნება ხელფასების დამატება ამის მაგივრად შეიქმნა სრულიად უსარგებლო დეპარტამენტი, განაწილდა დიდი ხელფასების იმ დეპარტამენტში,“- ამბობს ბაღის თანამშრომელი. დირექტორი ირაკლი არჩაია ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაციაზე […]

ბოტანიკურ ბაღში წავკისისწყლის ხეობის განვითარების პროექტი იწყება – კალაძემ ივანიშვილს მადლობა გადაუხადა

ბოტანიკურ ბაღში წავკისისწყლის ხეობის განვითარების პროექტი იწყება - კალაძემ ივანიშვილს მადლობა გადაუხადა

წავკისისწყლის ხეობის განვითარების პროექტი იწყება, რომელიც სათავგადასავლო მარშრუტების, ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტი ფონდი ქართუს დაფინანსებით განხორციელდება. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პროექტი ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო მარშრუტისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას ითვალისწინებს, რაც ბაღს დამატებით ფუნქციას შესძენს. პროექტის განხორციელება ასევე, ბოტანიკური ბაღის ხელმისაწვდომობისა და ტურისტული პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს. – ზოგადად, ბოტანიკური ბაღი […]