ჭდე: ბრაზილია

ბრაზილიაში წყალდიდობას 35 ადამიანი შეეწირა

ბრაზილიაში წყალდიდობას 35 ადამიანი შეეწირა

ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში წყალდიდობას სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს. წყალდიდობა პარასკევს და შაბათს მოსულმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. როგორც მედია წერს, ეს რეგიონში ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მეოთხე დიდი წყალდიდობაა. იპნ

ბრაზილიის მოქალაქემ 1 კგ „კოკაინი” თბილისში სხეულით შემოტანა

სპეცოპერაცია თბილისში – დაკავებულია 4 ნარკორეალიზატორი. ინფორმაცია, ამის შესახებ “ნიუპოსტს” შსს-მ განუცხადა. უწყების ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, საქართველოში 1 კილომდე ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი” სხეულით შემოჰქონდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია 80 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი”. ასევე ამოღებულია 250 გრამამდე “მეტადონი”. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების […]

ბრაზილიაში კლდის ჩამონგრევას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში კლდის ჩამონგრევას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში, ტბაზე კლდის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად ნავებზე მყოფი სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, კიდევ სამი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, დაშავდა 32 პირი, მათგან 9 კლინიკაშია მოთავსებული. ნგრევა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა. ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს მომენტი, როდესაც კლდე იშლება. როგორც მედია წერს, მინას გერაისის შტატში რამდენიმე დღეა წვიმს, რამაც კლდეები უფრო […]

საშინელი ავარია ბრაზილიაში – ავტობუსის და სატვირთოს შეჯახებას 41 ადამიანი შეეწირა

საშინელი ავარია ბრაზილიაში - ავტობუსის და სატვირთოს შეჯახებას 41 ადამიანი შეეწირა

ბრაზილიაში სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო ავტომანქანის შეჯახების შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სან-პაულოს შტატში, ქალაქების – ტაგუაისა და ტაკაურიუბას შორის მდებარე ავტომაგისტრალზე მოხდა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 37 იყო. დაშავდა 15 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში 53 მგზავრი იყო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. იპნ

დიდი შეტაკება ბრაზილიის ციხეში – 57 ადამიანი დაიღუპა

დიდი შეტაკება ბრაზილიის ციხეში - 57 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში, პარას შტატში, მუნიციპალიტეტ ალტამირას ციხეში ამბოხება მოხდა. პატიმრებმა ციხის ნაწილი დაიკავეს, ამბოხების შემდეგად 57 ადამიანია დაღუპული. თავდაპირველად მათ ორი ზედამხედველი აიყვანეს მძევლად, თუმცა შემდეგ ისინი გაუშვეს. უწესრიგობა დაახლოებით 5 საათი გრძელდებოდა. შეტაკება ნარკოტიკებით მოვაჭრე ორ დაჯგუფებას შორის მოხდა. პატიმრების ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მხუთავი აირით დაიხრჩო. იპნ

მოურინიომ შესაძლოა ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს

ჟოზე მოურინიო შესაძლოა რომელიმე ფრანგულ გუნდში ვიხილოთ

ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ტიტეს თანამდებობიდან გაანთავისუფლებენ, თუ მან კოპა ამერიკა ვერ მოიგო. გავრცელებული ინფორმაციით ბრაზილიაში უკვე ჰყავთ შერჩეული ტიტეს სავარაუდო შემცვლელი და ის ჟოზე მოურინიოა, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედიდან წამოსვლის შემდეგ ისევ თავისუფალია. მოურინიოს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ასეთ შემოთავაზებაზე ის სავარაუდოდ უარს არ იტყვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოურინიოს ნაკრები არასოდეს გაუწვრთნია თავის […]

ნეიმარს მუხლი ისევ აწუხებს

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი გახდა

ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე მუხლის ტკივილი იგრძნო და ვარჯიში დროზე ადრე დაასრულა. ნეიმარს შესაძლოა მუხლის ტრავმა გაუმიზეზდა, რადგან მას ეს ტრავმა დიდიხანია აწუხებს და ამის გამო ნეიმარმა წლევანდელ სეზონში 2 თვე გამოტოვა. ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ამჟამინდელი დაზიანება, მაგრამ ნეიმარს სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს. კოპა ამერიკა 14 ივნისს აიღებს სტარტს და ის ბრაზილიაში ჩატარდება, […]

რონალდინიოს პროკურატურამ სამი მანქანა ჩამოართვა

რონალდინიოს პროკურატურამ სამი მანქანა ჩამოართვა

რონალდინიოს პრობლემები ბრაზილიაში გრძელდება. პროკურატურამ ბრაზილიელ ლეგენდას მისი კუთვნილი სამი ავტომობილი ჩამოართვა, რადგან რონალდინიომ თავის დროზე მისთვის დაკისრებული 2 მილიონი არ გადაიხადა. ამის გამო მას ბრაზილიის პასპორტიც ჩამოართვეს და ახლა უკვე მის ქონებაზეც გადავიდნენ. ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ გაგრძელდება ეს ამბავი და თვითონ რონალდინიო კომენტარს არ აკეთებს. დაახლოებით ერთი თვის წინ რონალდინიომ განაცხადა რომ მას […]

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი გახდა

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი გახდა

ბრაზილიის ნაკრების ახალი კაპიტანი ნეიმარი იქნება, რომელიც ამ პოზიციაზე ტიაგო სილვას შეცვლის. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ, რომლის თქმითაც ნეიმარი მორალურად გაიზარდა და მას შეუძლია ბრაზილიის ნაკრებს უკაპიტნოს. ამ თემაზე ნეიმარმაც ისაუბრა და თქვა რომ მისთვის ეს დიდი პატივია და მას კარგად ესმის რა პასუხისმგებლობა აქვს კაპიტანს. ნეიმარი ორი წლის წინ […]

ბრაზილიელი რონალდო საავადმყოფოდან გაწერეს

ბრაზილიელი რონალდო საავადმყოფოდან გაწერეს

მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა რონალდო საავადმყოფოდან გაწერეს და ის თავს კარგად გრძნობს. რონალდო იბიცაზე იმყოფებოდა, როდესაც ის მოულოდნელად ცუდად გახდა და ყოფილი ფეხბურთელი ადგილობრივ დაავადმყოფოში გადაიყვანეს. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და რონალდომ გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობაც გადაუხადა: ”რამდენიმე დღე საავადმყოფოში მომიწია ყოფნა, მაგრამ ამჟამად ყველაფერი კარგად არის. ყველა ადამიანს მადლობას ვუხდი, ვინც ჩემს მიმართ თანადგომა გამოხატა”–განაცხადა […]