ჭდე: ბრალის წარდგენა

პროკურატურამ ძმებ კაკულიებს ბრალი წარუდგინა

ძმები კაკულიები დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, ორ პირს ძმებ დავით და გუგა კაკულიებს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ფაქტი გახსნეს. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 27 მაისს, არაყიშვილისა და ფალიაშვილის […]

“მძინარე მამას მამის პისტოლეტიდან ესროლა, მძინარე დედას – სხვა პისტოლეტიდან” – ვაზისუბანში დ.ბ-ს ბრალდება წარუდგინეს

შემზარავი დანაშაული ვაზისუბანში - შვილმა მშობლები მოკლა და მერე ცეცხლი წაუკიდა

პირს, რომელმაც ვაზისუბანში მშობლები მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა, ბრალდება წარუდგინეს. პროკურატურის ცნობით, მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მშობლების მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ბ.-მ წლების […]

დეტექტივს, რომელსაც წყნეთში პიროვნება შემოაკვდა, ბრალი წარედგინა

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

საქართველოს პროკურატურამ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს დეტექტივს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 18 აპრილს, თბილისში, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი დეტექტივი და სამმართველოს უფროსი სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის შესახებ […]

წალენჯიხელ გელა აბულაძეს ბრალი წარუდგინეს

წალენჯიხელ გელა აბულაძეს ბრალი წარუდგინეს

წალენჯიხის საკრებულოს წევრს, პარტიიდან „საქართველოსთვის“, გელა აბულაძეს ბრალი წარუდგინეს. როგორც მისმა უფლებადამცველმა, ლაშა თოდუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გელა აბულაძე ბრალს არ აღიარებს. „გელა აბულაძეს ბრალი წარედგინა 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სრული აბსურდია. გელა აბულაძე არ აღიარებს მოცემულ ბრალდებას. ის აპირებს მის ხელთარსებული ყველა სამართლებრივი შესაძლებლობის გამოყენებას, რათა დამტკიცდეს მისი უდანაშაულობა სასამართლო პროცესებზე. […]

პროკურატურამ ყალბი 50 და 100 ლარიანების დამზადების და გასაღებისთვის 2 პირს ბრალდება წარუდგინა

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურების დამზადებისა და გასაღებისთვის ორ პირს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ყალბი კუპიურების დასამზადებელი მოწყობილობები და გასასაღებლად გამზადებული 34 ერთეული ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურები იქნა ამოღებული. „საქართველოს პროკურატურამ ყალბი ფულის დამზადების და გასაღების ფაქტზე ბ.ც.-ს და ლ.ჩ-ს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს […]

ადვოკატი ჯავახიშვილი – “ფოთში ჩვილის გარდაცვალებაზე დაკავებულ დედას ბრალი წარედგინა”

ადვოკატი ჯავახიშვილი - "ფოთში ჩვილის გარდაცვალებაზე დაკავებულ დედას ბრალი წარედგინა"

ფოთში, ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ დედას ბრალი უკვე წარედგინა. კერძოდ, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებულის უფლებებს საზოგადოებრივი ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი იცავს. მისი თქმით, ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს. „შევხვდი ბრალდებულს. მასთან შეხვედრაზე დეტალებს ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით. ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გაცნობებთ სამწუხაროდ, ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს. […]

პროკურატურა – “ქმარმა ორსულ ცოლს 30-მდე ჭრილობა მიაყენა”

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ორსული მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას […]

სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს

სააკაშვილი - "2003 წელს შევარდნაძე ამათზე ბევრად მაგრად იდგა და გაყალბების საბუთებიც ნაკლები გვქონდა"

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ადვოკატ ბექა ბასიალაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება გმირობის აქტია და არ შეიძლება “იდგეს საკითხი მესაზღვრემ პასპორტი შეამოწმა თუ არა”. “ეს არის დასტური, ეს არის ” ქართული ოცნების” მიერ აღიარებული მიხეილ სააკაშვილის გმირობის დოკუმენტი. მიხეილ სააკაშვილმა შეგნებულად, საიმისოდ, რომ “ოცნების” ხელისუფლებას, ამ […]

გუდაურის საბაგიროს ავარიის საქმეზე 3 წლის მერე 2 პირს ბრალდება წარუდგინეს

გუდაურის საბაგიროს ავარიის საქმეზე 3 წლის მერე 2 პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, 2018 წლის 16 მარტს გუდაურში, ე.წ „საძელე“-ს მთაზე მომხდარი საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მემანქანე-ოპერატორებს ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში ე.წ „საძელე“-ს მთაზე განთავსებული საბაგირო გზა ელექტრო ენერგიის […]

ნიკა წურწუმიას ბრალი წარუდგინეს

ნიკა წურწუმიას ბრალი წარუდგინეს

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის გამო დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალი წარუდგინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ წურწუმიას ადვოკატმა გიორგი ბარდაველიძემ განუცხადა, ნიკოლოზ წურწუმია 236-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება მოეხსნა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ადვოკატის განმარტებით, წურწუმიას ბრალად ედება ორი ან ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდება. „წურწუმია დუმილის უფლებას ამ დრომდე იყენებს. რაც შეეხება უშუალოდ იმას, რომ […]