ჭდე: ბრალის წაყენება

ხაშურში მკვლელობისთვის 1 პირს ბრალი წაეყენა

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

საქართველოს პროკურატურამ, ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 მაისს, ხაშურის რაიონის სოფელ ხცისის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.ბ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ჯ.პ-ს […]

ლაგუნასთან მკვლელობის საქმეზე კიდევ 4 პირს წაუყენეს ბრალი

კონსტანტინე ქობულია მარლენ მეტონიძეს მარტოს ელოდა, შენობასთან კი სნაიპერი იყო - ლაგუნა ვერეს ტრაგედიის ახალი დეტალები

საქართველოს პროკურატურამ, თბილისში, 2 აპრილს მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდება 4 პირს დაუსწრებლად წარუდგინა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, ქ. თბილისში, კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე სს „საგზაო კომპანია თბილისის“ ოფისის ერთ-ერთ ოთახში, აღნიშნული კომპანიის დირექტორთან გ.ქ.-სთან და მის […]

თიკა კანდელაკს უკრაინის პროკურატურამ ბრალი წაუყენა

თიკა კანდელაკმა დაბადების დღე თბილისსა და მცხეთაში გადაიხადა

უკრაინის პროკურატურამ რუს ტელეწამყვან თინა კანდელაკს ბრალი წაუყენა. “უახლოეს დღეებში უკრაინის პროკურატურა დაიწყებს კანდელაკის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცესს”, – თქვა გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ. ვენედიქტოვა კანდელაკს აფრთხილებს, რომ მას შემდეგ, რაც ის რუსეთს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვდა, შეიძლება, დააკავონ უკრაინაში ექსტრადირების მიზნით. რუსი ტელეწამყვანის წინააღმდეგ ბრალის წაყენების მიზეზი ტელეგრამისარხზე მისი განცხადებები გახდა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, […]

პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დაფარვისთვის 1 პირს ბრალი წაუყენა

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისათვის დაკავებულ ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობითვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, ი.ბ.-სათვის ცნობილი იყო, რომ ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩადენილი ჰქონდათ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა და რომ იძებნებოდნენ პოლიციის მიერ. ამასთან, […]

ნონა ჭაბაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი ბარბაქაძეს ბრალი წაუყენეს

ნონა ჭაბაშვილის მკვლელობისთვის მისი ყოფილი ქმარი გიორგი ბარბაქაძე დააკავეს

ლაგოდეხში, ყოფილი მეუღლის, ნონა ჭაბაშვილის, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარბაქაძეს ბრალი წარუდგინეს. 38 წლის მამაკაცს ბრალი ცოტა ხნის წინ, თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნეს. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და საქმის დეტალებსა და საკუთარ პოზიციას არ ახმოვანებს. „ბრალდება საუბრობს ოჯახურ ძალადობაზე, რასაც თან მოჰყვა მკვლელობა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ჯერჯერობით, პოზიციის […]

პროკურატურამ 15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის საქმეზე 2 არასრულწლოვანს ბრალი წაუყენა

"დათო კრავეიშვილს მამა გარდაცვლილი ჰყავს, მკვლელობამდე დედასთან მაღაზიაში იყო"

საქართველოს პროკურატურამ 15 წლის დავით კრავეიშვილის განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს თბილისში, სანზონის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. “გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა რომელიც შემთხვევის […]

ბინის მეპატრონე ე.ც-ს, რომელშიც თბილისში სააკაშვილი ცხოვრობდა, ბრალი წაუყენეს

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

პროკურატურამ იმ ბინის მეპატრონეს წაუყენა ბრალი, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ, მსჯავრდებულ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით, ე.ც.-ს ბრალდება წარუდგინა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ე.ც.-მ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების […]

პროკურატურამ ფეხბურთელ გოგონათა მწვრთნელს ბრალი წაუყენა

პროკურატურამ ფეხბურთელ გოგონათა მწვრთნელს ბრალი წაუყენა

ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ინფორმაციით, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მამაკაც მწვრთნელს, რომელიც ქალ ფეხბურთელებზე სექსუალურ ძალადობასა და თაღლითობაშია ბრალდებული. ორგანიზაცია წერს, რომ სისხლის სამართლის პროცესის პარალელურად, მწვრთნელის მხრიდან, სექსუალური შევიწროების გამო სასამართლოში სარჩელია შეტანილი, სადაც ფეხბურთელ გოგონებს ასევე ორგანიზაცია იცავს. “2021 წლის 14 აპრილს პროკურატურამ კაც მწვრთნელს ბრალი წარუდგინა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გოგოების მიმართ, დიდი ოდენობის […]

მეგი ბაქრაძის საქმეზე 1 ექთანს და 2 ექიმს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

"მოვუწოდებთ ყველას, რომ გაიკეთონ ვაქცინა" - რას ამბობდა მედდა მეგი ბაქრაძე კომაში ჩავარდნამდე - ვიდეო

საქართველოს პროკურატურამ ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი […]

ზურაბ შავლიაშვილს 11 თვის შვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალი წაუყენეს

"გოგოს პირველი ქმარი მივიდა ბავშვების სანახავად და მას არ უშვებდა სახლში" - გურჯაანში 8 თვის ბავშვის გარდაცვალების ახალი დეტალები

გურჯაანში, 11 თვის ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე, ბრალი მამას, 36 წლის ზურაბ შავლიაშვილს ოფიციალურად წაუყენეს. ბრალის წარდგენის პროცედურა ცოტა ხნის წინ, ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩატარდა. ბრალდებულის ადვოკატის, მინარი მურღვაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ოჯახური ძალადობის გარდა, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვისაც ედება ბრალი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ სურს ამ ამბის დეტალებზე […]