ამერიკის ვისკონსინის შტატში ქალი დაეხმარა მაჩვს, რომელსაც თავი ბოთლში ჰქონდა გაჭედილი. მომხდარის ვიდეოჩანაწერი ბრენდი მაკნეილმა ფეისბუქში საკუთარ გვერდზე განათავსა. ვიდეორგოლი 3 დღეში 7.400-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. ინტერნეტ-მომხმარებლების უმრავლესობამ გოგონას არა მხოლოდ თამამი და კეთილშობილი უწოდა, არამედ იღბლიანიც, ვინაიდან მაჩვს მისთვის თავისი უსიამოვნო სუნი არ შეუსხურებია, რასაც ეს ცხოველი ყოველთვის მოიმოქმედებს, როგორც კი რაიმე საფრთხეს იგრძნობს.