ჭდე: ბულგარეთი

ბულგარეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას წყვეტს

ბულგარეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას წყვეტს

ბულგარეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას წყვეტს. შეზღუდვა ბულგარეთში ქონების მფლობელებსაც შეეხებათ. ინფორმაცია რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციამ გაავრცელა. ბულგარეთის საკონსულომ მათ აცნობა, რომ გადაწყვეტილება “ამჟამინდელი საგანგებო სიტუაციის გამო” მიიღეს. მანამდე, 5 აგვისტოს, რუსეთმა ბულგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების 14 თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. თავის მხრივ, რუსეთის ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ბულგარეთიდან 70 რუსი დიპლომატის […]

ბულგარეთში ავტობუსი დაიწვა – 45 ადამიანი დაიღუპა

ბულგარეთში ავტობუსი დაიწვა - 45 ადამიანი დაიღუპა

ბულგარეთის დასავლეთ ნაწილში, ავტომაგისტრალზე მოძრავ სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, დაღუპულია მინიმუმ 45 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. ამასთან, 7 ადამიანი სხვადასხვა სახის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამგზავრო ავტობუსს ჩრდილოეთ მაკედონიური სანომრე ნიშნები ჰქონდა და დაღუპულებისა და დაშავებულების უმეტესობა ჩრდილოეთ მაკედონიიდან არიან. იპნ

სად მოხდა რუსეთის ჯაშუშების  ფიასკო და რა საიდუმლოს ხელში ჩაგდება სურდა  ГРУ-ს

სად მოხდა რუსეთის ჯაშუშების  ფიასკო და რა საიდუმლოს ხელში ჩაგდება სურდა  ГРУ-ს

ბულგარეთში უმსხვილესი ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, რომელიც ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მუშაობდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ასეთი მასშტაბური ჯაშუშური ქსელის გამოვლენა  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა. ირკვევა, რომ ჯაშუშების ჯგუფი მუშაობდა როგორც უშუალოდ საკუთარი სახელმწიფოს, ასევე, ნატო-სა და ევროკავშირის  წინააღმდეგაც. ბულგარეთის სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ ეს აგენტურული ქსელი რუსეთის საელჩოს მეშვეობით, რუსეთის ГРУ-ს მიერ იმართებოდა […]

რატომ გააძევეს ბულგარეთიდან 2 რუსი დიპლომატი

რატომ გააძევეს ბულგარეთიდან 2 რუსი დიპლომატი

ვინ არიან დიმიტრი იაროშენკო და ალექსანდრ ხვატოვი 24 იანვარს ბულგარეთმა გადაწყვიტა მორიგი ორი რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევება. ეს კვლავ ჯაშუშობისა და დიპლომატებისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო მოხდა. რუსეთის საგარეო სამინისტრო და კრემლი შოკირებულები არიან, რადგან უმცროსმა სლავმა ძმებმა 3 თვის წინაც ქვეყნიდან რუსი დიპლომატი ვლადიმერ რუსიაევი გაუგდეს. აშკარაა, რუსი დიპლომატების უკანონო და დანაშაულებრივ საქმიანობაზე რეაგირება ბალკანეთში […]

ბულგარეთმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

ბულგარეთმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

ბულგარეთმა რუს დიპლომატს, რომელიც ჯაშუშობაშია ბრალდებული, ქვეყანა დაატოვებინა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სპეციალური პროკურატურისგან ინფორმაციის მიღებისთანავე, დიპლომატი სამინისტროში დაიბარეს. „ბულგარეთმა რუსეთის ინსტიტუტებს მოუწოდა, თავისი თანამშრომელი დღევანდელი დღის ბოლომდე გაეწვიათ. პიროვნებამ ქვეყნის ტერიტორია უკვე დატოვა“, – განაცხადეს ბულგარეთის საგარეო უწყებაში. პროკურატურის ცნობით, გასული წლის სექტემბრიდან სოფიაში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი, ბულგარეთის […]

ქართველმა ჰოკეისტებმა ბულგარეთს 5:3 მოუგეს – ვიდეო

ქართველმა ჰოკეისტებმა ბულგარეთს 5:3 მოუგეს - ვიდეო

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის მეორე ტურში საქართველო დივიზიონის ფავორიტს – ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ამის შესახებ 1TV წერს. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და პირველი პერიოდის მოგება ბულგარელებმა ერთშაიბიანი სხვაობით – 2:1 მოახერხეს. მეორე პერიოდში ქართველებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს, მეტოქეს სამი შაიბა გაუტანეს და 4:2 გავიდნენ წინ. ბოლო […]