ჭდე: გაგარინის მოედანი

გაგარინის აღმართზე ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

გაგარინის აღმართზე ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, გაგარინის აღმართზე ვეფხისა და მოყმის ძეგლთან ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად გზის საფარის მოყინვა სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მძღოლი ადმინისტრაციული ჯარიმით დაჯარიმდა. კვირა

გაგარინზე ორმოში ჩავარდნილი მუშა მაშველებმა ამოიყვანეს – ვიდეო

გაგარინზე ორმოში ჩავარდნილი მუშა მაშველებმა ამოიყვანეს - ვიდეო

თბილისში, გაგარინზე, აკაკი გახოკიძის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოების დროს ორმოში ჩავარდნილი მუშა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. ის საავადმყოფოშია უკვე. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ორმოში იყო და წყლის მილი გაყავდა, რა დროსაც ორმო ჩამოიშალა, ქვის ფილები ჩამოცვივდა და მუშა მოიყოლა, ორმო კი წყლით გაივსო.

გაგარინის მოედანზე რესტორანში მოქალაქე დაჭრეს

გაგარინის მოედანზე რესტორანში მოქალაქე დაჭრეს

გაგარინის მოედანზე ერთ-ერთ რესტორანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი მოქალაქე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ასევე სამი ადამიანი. დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან შსს-ს წარმომადგენლები. მიმდინარეობს რესტორნის პერსონალის გამოკითხვა. მომხდართან დაკავშირებით შსს-ში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა. კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ რესტორნის ადმინისტრაციაშიც.