ჭდე: გადაკეტვა

ფოთში მოსახლეობამ პორტთან მისასვლელი გზა გადაკეტა

ფოთში მოსახლეობამ პორტთან მისასვლელი გზა გადაკეტა

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა ფოთის პორტთან მისასვლელი გზა გადაკეტეს. მათი განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ღია წესით ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთების დამუშავება ხდება, რის გამოც მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ. 100-მდე ოჯახი ჯანმრთელობისათვის საშიში ზონიდან გასახლებას და ადეკვატურ კომპენსაციას მოითხოვს. მათი თქმით, პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნოდ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა პირობა ამ […]

მოსკოვის ცენტრი რკინის ჯებირებით გადაკეტეს

მოსკოვის ცენტრი რკინის ჯებირებით გადაკეტეს

მოსკოვის ცენტრი გადაკეტილია. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები სადაც ჩანს, რომ დღეს დილიდან სპეციალური რკინის ჯებირები დადგეს წითელ მოედანთან და ალექსანდროვსკის ბაღთან. სოციალურ ქსელში წერენ, რომ მოსკოვის ცენტრის გადაკეტვა მოსალოდნელ  საპროტესტო გამოსვლებს უკავშირდება. უკრაინაში მოსკოვის აგრესიული შეჭრის შემდეგ, პუტინის გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეები რუსეთშიც გამოუჩნდნენ. შეიქმნა ანტისაომარი კომიტეტიც. რუსთავი 2

“ასე შევარდნაძის ძაღლობაც კი არ იქცეოდა” – სააკაშვილის მომხრეებმა ტრასა გადაკეტეს

"ასე შევარდნაძის ძაღლობაც კი არ იქცეოდა" - სააკაშვილის მომხრეებმა ტრასა გადაკეტეს

საქალაქო სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება, რის გამოც მძღოლების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს. როგორც ოპოზიციონერი გიგი უგულავა აცხადებს, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა, საქალაქო სასამართლოსთან ცოტა ხნის წინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ბუნებრივად მოხდა, მოქალაქეებმა აღმაშენებლის ხეივნისკენ გადმოინაცვლეს. „ეს მილიციაც აღარაა, რასაც აკეთებენ. ასე იქცევა პირადი ძაღლობა. ეს პოლიციის ქმედება ხომ ნახეთ თქვენ […]

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

“ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. “რიონის ხეობის” მცველები ფილარმონიასთან “რესპუბლიკის მოედნიდან” გადაინაცვლეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დღის 2 საათიდან რუსთაველი გადაიკეტება – რა მარშრუტით იმოძრავებს ტრანსპორტი

დღის 2 საათიდან რუსთაველი გადაიკეტება - რა მარშრუტით იმოძრავებს ტრანსპორტი

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის გამო, 20 ივნისს, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ. მელიქიშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავ ავტომობილებს შეეძლებათ, ლესია უკრაინკას, ჟვანიასა და ჩიტაძის ქუჩებზე გადაინაცვლონ, ხოლო უკუმიმართულებისას, ფურცელაძის, თაბუკაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრაონ. რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება და გადაადგილება შესაძლებელი […]

აქციის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

აქციის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. თავდაპირველად, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ იყო შეზღუდული, თუმცა მას შემდეგ, რაც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აიკრძალა. ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები პარლამენტთან ამ წუთებში მივიდნენ. მსვლელობისას ისინი სკანდირებდნენ სიტყვებს: „საქართველო“ და “შეცვალე”. ასევე, აქციაზე მსვლელობით მივიდნენ თსუ-ს სტუდენტები. აქციის მონაწილეები […]

ხვალიდან თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობა 200 დღით გადაიკეტება

ხვალიდან თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობა 200 დღით გადაიკეტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხვალიდან თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობა 200 დღით გადაიკეტება. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაცნობეთ, რომ თბილისის მერია იწყებს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებული პანდუსის სრულ რეაბილიტაციას. სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 17 ივლისს, 11:00 საათიდან დაიწყება და 200 კალენდარული დღე გაგრძელდება. აღნიშნულთან […]

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. ამ წუთებში, პარლამენტის წინშეკრებილებს სიტყვით გამომსვლელები მიმართავენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. აქციის ორგანიზატორების მოთხოვნა უცვლელია, ისინი დაკავებული პირების გათავისუფლებასა და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

გელათის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

გელათის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის დასახლების მცხოვრებლებმა რამდენიმე წუთით ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს.აქციის მონაწილეები მათი დასახლებისთვის სახელის შეცვლას აპროტესტებენ. მოსახლეობის თქმით, 2013 წლიდან ეს ტერიტორია სოფელ კურსებს მიაკუთვნეს, რამაც პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას საჯარო რეესტრში დოკუმენტების დამზადებისას. აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ დაეცა არსებულ სასტუმროებში ფასები და შემცირდა უძრავი ქონების ღირებულება. აქციის მონაწილეთა თქმით, არაერთხელ მიმართეს მერიას […]

ხურვალეთთან გზა პოლიციამ გადაკეტა

ხურვალეთთან გზა პოლიციამ გადაკეტა

სოფელ ხურვალეთთან მისასვლელ გზაზე მედიისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს არ უშვებენ. ხურვალეთთან დამაკავშირებელ გზაზე პოლიციაა მობილიზებული, თუმცა სამართალდამცავები განმარტებებს არ აკეთებენ, თუ რატომ არ უშვებენ ხურვალეთისკენ მედიისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს. როგორც მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” წევრმა ანა ჭარხალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ადგილობრივმა მცხოვრებმა ლუდა სალიამ აცნობა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს კოტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. “ხშირად […]