ჭდე: გაზით მოწამვლა

ელენე ფოჩხიძე – “ვბანაობდი და ცუდად გავხდი, მერე ჩემმა ძმამ გონება დაკარგა” – რა მოხდა რუსთავში

57 წლის ბაბუას 6 წლის შვილიშვილი ცემაში შემოაკვდა  

რუსთავში მე-7 მიკრორაიონში CO-თი ერთი ოჯახის 3 წევრი მოიწამლა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შუახნის მამაკაცმა, მისმა 24 და 17 წლის შვილებმა მიიღეს. “სუნი და მსგავსი რამე არ ყოფილა. ვბანაობდი და მაგ დროს გავხდი ცუდად. გამოვედი აბაზანიდან და ჩემს ძმას დავუძახე, რომ წნევა გაეზომა. წამალზე რომ გავუშვი, გონება დაკარგა. ორივე რომ ცუდად ვიყავით მაგ დროს მივხვდით, […]

გლდანში კაზინო ბეთლაივში 5 ადამიანი გაზით მოიწამლა

H1N1-ის ვირუსით გორში 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში, გლდანის კაზინო ”ბეთლაივში”, გაზის გაჟონვის შედეგად, 5 ადამიანი მოიწამლა. ხუთივე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა, – ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების თქმით, მოსახლეობას გაზმომარაგება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება: „გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებისას კომპანია NCC-მ საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა. შედეგად […]

“სტიქაროსანი ბიჭი იყო, ეკლესიური, კარგი ოჯახის შვილი. გაზმა გაგუდაო” – ვინ იყო ქეთევან წამებულზე დაღუპული 19 წლის ლაშა კობახიძე

"სტიქაროსანი ბიჭი იყო, ეკლესიური, კარგი ოჯახის შვილი. გაზმა გაგუდაო" - ვინ იყო ქეთევან წამებულზე დაღუპული 19 წლის ლაშა კობახიძე

ქეთევან წამებულის ქუჩაზე, წინასწარი ინფორმაციით, CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი შვიდივე ადამიანის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. გარდაცვლილთაგან ორი, მამა-შვილია. ქეთევან წამებულის 67 ნომერში ნაპოვნი 7 მამაკაციდან ყველაზე პატარა 19 წლისაა, რომელიც ქუთაისიდან თბილისში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა. როგორც ლაშა კობახიძის ახლობლები აცხადებენ, შემთხვევას გადაურჩა ლაშას ძმა, რომელიც სხვაგან იმყოფებოდა. “სკოლა ახლახანს დაამთავრა, სტიქაროსანი ბიჭი იყო, ეკლესიური, კარგი […]

გორში გაზით მოწამვლით 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა

გორში გაზით მოწამვლით 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა

სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად გორში, სამეფოს ქუჩაზე, 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა. უგონო მდგომარეობაში მყოფი ორი ადამიანი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ნიუპოსტი

რუსთავში გაზით 6 ადამიანი მოიწამლა – 2 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსთავში გაზით 6 ადამიანი მოიწამლა - 2 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსთავში, XIX მიკრო-რაიონში, ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა, co-თი ინტოქსიკაცია მათ შორის 4-მა ბავშვმა მიიღო. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ოჯახის წევრებს ექიმებმა დახმარება ადგილზე გაუწიეს, თუმცა მოზარდების გადაყვანა ბავშვთა საავადმყოფოში აუცილებელი გახდა. ბავშვებს სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს, პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ინფორუსთავი

რუსთავში გაზით 2 ბავშვი მოიწამლა

რუსთავში გაზით 2 ბავშვი მოიწამლა

რუსთავში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მე-12 მიკრო რაიონის #32-ე კორპუსში მოხდა. ორი მცირეწლოვანი ბავშვი რუსთავის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ბავშვებს საშუალო სიმძიმის ინტოქსიკაცია აქვთ და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და […]

რუსთავში 2 ქალი და 4 თვის ჩვილი გაზით მოიწამლნენ

„ესკალატორიდან ჩავდიოდი, როცა ჭერი ჩამოინგრა და ქვეშ მოყვნენ ადამიანები" - ვარკეთილის მეტროში დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ

რუსთავში, მე-12 მიკრო რაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსიდან, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის სიმპტომებით 50 წლისა და 26 წლის ქალები, ასევე 4 თვის ჩვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სავაადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნიუპოსტი

რუსთავში გაზით 10 წლის ტყუპები მოიწამლნენ

რუსთავში გაზით 10 წლის ტყუპები მოიწამლნენ

რუსთავში ბუნებრივი აირით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მე-18 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ათი წლის ტყუპები გაზის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ბავშვები, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ამ დროისათვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. […]

თბილისში გაზით მოწამვლით 1 ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ამაღლების ქუჩაზე მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შესახებ შეტყობინება დღეს დილით შევიდა. ამ ეტაპზე უცნობია როდის მოხდა მამაკაცის და ქალის ბუნებრივი აირით შესაძლო მოწამვლა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.