ჭდე: გაიაფება

მარტში 5 პროდუქტი გაიაფდა

რძის ნაწარმი 13.5%-ით გაძვირდა, ხორცი -14.8%-ით, პური - 6.6%-ით, თამბაქო კი - 30.8%-ით

მარტში, გასულ თვეებთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი შედარებით შემცირდა, თუმცა ისევ ორნიშნა ნიშნულზეა. 2022 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.8 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტი […]

საქართველოში ბენზინი გაიაფდა

„დედა არ ჰყავს ქვეყანას…” - “შეხედეთ რა ბენზინს ვასხამთ“ - ვიდეო

საქართველოში ბენზინი გაიაფდა. კერძოდ, თითქმის ყველა ბრენდირებულ ქსელში ბენზინის ფასი სამი თეთრით ნაკლებია. “რომპეტროლში” ევრო რეგულარის ფასი 2.32 ლარია, „ლუკოილში“ ევრო რეგულარის ფასი 2.25 ლარამდე შემცირდა; „სოკარის“ ნანო ევრო რეგულარის ფასი 2.26 ლარია, „ვისოლის“ ევრო რეგულარის ღირებულებამ 2.35 ლარიდან 2.32 ლარამდე დაიწია. ფასები არ შეცვლილა დიზელის საწვავზე. იმედინიუსი

გაზი შეიძლება გაიაფდეს

გაზი შეიძლება გაიაფდეს

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ აბონენტებისთვის 1 მ3 ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის ტარიფი 46.139 თეთრი იქნება, რაც მოქმედ ტარიფზე 46.153 თეთრი (0.014) თეთრით ნაკლებია. ამ ეტაპზე კომისია აღნიშნული სატარიფო დადგენილების პროექტს განიხილავს, რის შემდეგაც კომისიის წევრები მას კენჭს უყრიან.

საქართველოში სასტუმროების მომსახურება იაფდება

საქართველოში სასტუმროების მომსახურება იაფდება

ქვეყანაში სასტუმროების მომსახურება იაფდება. PMCG-ის კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 0,1%-ითაა შემცირებული, წინა თვესთან შედარებით კი – 11,2%-ით. სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასები ნოემბერ-ოქტომბერში ყველაზე მეტად თბილისში (-13.1%), კახეთში (-12.5%) და შიდა ქართლში (-12.5%) შემცირდა. რაც შეეხება წინა წელთან შედარებას, ფასები ორადგილიან ნომრებზე ყველაზე მეტად გურიაში (-14.7%) […]

400 მედიკამენტი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიაფდეს

400 მედიკამენტი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიაფდეს

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 400-მდე დასახელების მედიკამენტი მალე შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიაფდეს. ამ საკითხზე მუშაობა შესაბამისი რეგულაციების გასატარებლად უკვე დაწყებულია. სავარაუდოდ, ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროცესის დასრულებას სექტემბრამდე შეძლებენ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, მედიკამენტების ფასის რეგულირება მოსახლეობის დიდ ნაწილს მნიშვნელოვნად დაეხმარება. „უნდა გავაფართოვოთ წრე, ვინც მოიხმარს ამ პროგრამით მიღებულ მედიკამენტებს და ასევე დავარეგულიროთ ის ფასები რაც […]