ჭდე: გამოცდა

“პარასკევს, 13 რიცხვში, 13 საათსა და 13 წუთზე გამოცდა დავნიშნე…” – არჩილ გამზარდია

არჩილ გამზარდია - "6 თვის წინ, ამ წუთებში, მამაჩემი ჯერ კიდევ სუნთქავდა..."

არჩილ გამზარდიამ ფეისბუქში დაწერა: “რამდენიმე წლის წინ, პარასკევს, 13 რიცხვში, ილიაუნიში, შუალედური გამოცდა დავნიშნე 13 საათსა და 13 წუთზე. ყველაზე ათეისტი სტუდენტებიც ჯვრებით, ხატებით და ნაკურთხი წყლით მოვიდნენ გამოცდაზე. რაც ლექტორებს ამავი გვაქვს სტუდენტების რწმენაში გაძლიერებაში, ბევრ მღვდელს არ ჰქონია.”

მასწავლებელთა გამოცდაზე 10 440 აპლიკანტიდან 7 706 ჩაიჭრა

მასწავლებელთა გამოცდაზე 10 440 აპლიკანტიდან 7 706 ჩაიჭრა

2020 წლის მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე 10 440 აპლიკანტი გავიდა, საიდანაც გამოცდა წარმატებით 2 734 აპლიკანტმა ჩააბარა. რაც, იმას ნიშნავს, რომ ზღვარი 7706-მა აპლიკანტმა ვერ გადალახა. „გამოცდებზე გამოვიდა10 440 აპლიკანტი. მათგან  მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2 734 აპლიკანტმა გადალახა“, – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 2020 წლის სერტიფიცირების გამოცდაზე 11 908 აპლიკანტი იყო […]

გაშვილებულმა ტყუპმა ძმებმა ერთმანეთი თელავში გამოცდაზე იპოვეს

გაშვილებულმა ტყუპმა ძმებმა ერთმანეთი თელავში გამოცდაზე იპოვეს

გაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს წლების შემდეგ თელავის საგამოცდო ცენტრში შეხვდნენ. imedinews-ის ინფორმაციით, ლუკა კულულაშვილი, რომელიც თელავის მე-9 სკოლაში სწავლობს, გამოცდას გუშინ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდა. გამოცდის დაწყებამდე მას თანაკლასელებმა უთხრეს, რომ ერთი ახალგაზრდა ძალიან ჰგავდა და ურჩიეს თანატოლი თავად ენახა. ლუკამ იმ დროს არ იცოდა, რამდენად ახლოს იყო ახალგაზრდა, რომელიც ბოლოს მისი ტყუპისცალი აღმოჩნდა. […]

“უმაღლესში თუ ვერ ჩავაბარე, საქმრო ხომ მაინც შემრჩება” – გორში გამოცდაზე ნინო დალაქიშვილს სიყვარული აუხსნეს

"უმაღლესში თუ ვერ ჩავაბარე, საქმრო ხომ მაინც შემრჩება" - გორში გამოცდაზე ნინო დალაქიშვილს სიყვარული აუხსნეს

გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას თქვა, რომ მას საგამოცდო პროცესზე სიყვარული აუხსნეს. ნინო დალაქიშვილი ამბობს, რომ ბიჭს არ იცნობს და პირველად მხოლოდ სექტორში ნახა. ,,გამოცდის დროს ჩემმა მუცელმა რაღაცნაირი ხმა გამოსცა. გვერდით მაგიდაზე მჯდომმა ბიჭმა კი მკითხა მშიერი ხომ არ ვიყავი. მე ვუპასუხე კი თქო და მითხრა, რომ ძალიან საყვარელი ვიყავი და გამოცდის შემდეგ […]

2020 წლიდან ზოგადი უნარების ჩაბარება ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულო აღარ იქნება

2020 წლიდან ზოგადი უნარების ჩაბარება ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულო აღარ იქნება

2020 წლიდან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება და გამოცდები მხოლოდ სამ საგანში ჩატარდება. ყველა აბიტურიენტისთვის სავალდებულო იქნება ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები, მესამე საგანი კი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება. ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში, ისტორიას.

ზუგდიდში გამოცდებზე თაგვები შეიპარნენ

ზუგდიდში გამოცდებზე თაგვები შეიპარნენ

ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, პირველ სექტორში გამოცდების მიმდინარეობისას ორი თაგვი შეიპარა. ერთ-ერთი აბიტურიენტის თქმით, აღნიშნულის გამო, სამუშაო პროცესი 3-4 წუთით შეფერხდა. “სანამ დამკვირვებლებმა დაუძახეს ცენტრის წარმომადგენლებს და გაიყვანეს ეს თაგვები, რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღება მიიქცია. ზოგმა რამდენიმე წუთით შეწყვიტა წერა, ზოგმა – არა”, – განაცხადა აბიტურიენტმა. საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ქირიას თქმით კი, აღნიშნულის გამო […]

დღეს მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო

დღეს მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო

დღეს, 09:00 საათზე, საქართველოს 1 500-ზე მეტ სკოლაში გამოსაშვები გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, გამოცდებისათვის 48 000-ზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული. მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში (ქართული, უცხო ენები, ისტორია, მათემატიკა) ჩააბარებენ. გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური გამსვლელი ქულაა 5.5. შეფასების ათვლა წყება 5 ქულიდან და ზღვრის […]