ჭდე: განცხადება

“დაუშვებელი იყო პოლიციის მაღალჩინოსნის განცხადება ილიას სუიციდის შესახებ”

”ახლა ბაქოში ვარ, კომენტარებს მერე გავაკეთებ” - ზვიად კვაჭანტირაძემ ”ქართული ოცნება” დატოვა

ზვიად კვაწანტირაძემ ილია ელოშვილის ოჯახის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათვამია: “ჩვენს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ორმაგად დიდი ტკივილია ჩვენთვის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვერსია თვითმკვლელობის შესახებ, რასაც ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს, რადგან არანაირი წინაპირობა ან რაიმე ნიშანი იმისა, რომ ილია ყოფილიყო ღრმა დეპრესიულ მდგომარეობაში არ არსებობდა. გასულ სამშაბათს, 31 მაისს, მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგ იგი გავიდა სამსახურში. ამას […]

“ვიდეომასალაში აღბეჭდილი არც ერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი” – საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს ეკლესიას ტყეების საკუთრებაში გადაცემა არ მოუთხოვია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ, სამონაზვნო პირებს შორის დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალაში ფიგურანტი არცერთი პირი ბერად აღკვეცილი არ არის და ისინი მორჩილები არიან. ამის შესახებ საპატრიაქრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეკლესიის სახელით ჩადენილი მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია. „სოციალურ ქსელში გავრცელდა ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას […]

მოსამართლეთა ნაწილი საქართველოს პარლამენტისგან განმარტებებს ითხოვს

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

მოსამართლეთა ნაწილი საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართავს და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებების შესახებ განმარტებებს ითხოვს. წერილში ნათქვამია: „27 დეკემბერს, მოსამართლეებმა, მედია საშუალებებით შევიტყვეთ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ინიცირებულია ცვლილებები, რომლითაც მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას არსებითი საფრთხე ექმნება. აღნიშნული ცვლილებებით მარტივდება მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, მოსამართლეთა ნებართვის გარეშე მივლინება, დასაშვები ხდება მოსამართლეთა სანქცირების მიზნით მათი […]

საპატრიარქო პრაიდის კვირეულზე – “მიუღებელია საელჩოთა და ევროპარლამენტარების მკვეთრი ჩარევა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში”

უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება საპატრიარქოს - EMC-ს კვლევა

საქართველოს საპატრიარქო  პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მრევლს  პრაიდის გასაპროტესტებლად  შეკრებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია უცხოელი დიპლომატების მხარდამჭერი განცხადებები პრაიდის მიმართ. “იმედი გვქონდა, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის არჩევანს არ უგულებელყოფდნენ, მაგრამ ბოლო დღეების მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ზეწოლაც ხორციელდება ქვეყანაში. ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა […]

“ბავშვების დაჩოქება სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა” – მანდატურის განცხადება

"ბავშვების დაჩოქება სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა" - მანდატურის განცხადება

ლაგოდეხში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ბულინგის ფაქტს მანდატურის სამსახური ეხმაურება და აცხადებს, რომ სკოლის ტერიტორიაზე კონფლიქტი არ მომხდარა, თუმცა როგორც კი მანდატურებისთვის მომხდარის შესახებ გახდა ცნობილი, მათ მყისიერად შეატყობინეს პოლიციას. მანდატურის სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ ძალადობის/ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით, გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ინციდენტში მონაწილე პირებთან დაკავშირებით რაიმე […]

ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო მინისტრები – “ნიკა მელიას დაკავებით შეშფოთებულნი ვართ”

ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო მინისტრები - "ნიკა მელიას დაკავებით შეშფოთებულნი ვართ"

ლიეტუვის საელჩომ საქართველოში ფეიბუქის გვერდზე ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. მათი შეფასებით, ნიკა მელიას დაკავება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობისთვის ძირის გამოთხრის რისკს ქმნის. “ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას იმოქმედონ თავშეკავებულად, დეესკალაცია გაუწიონ სიტუაციას და მოძებნონ […]

აშშ-ის საელჩო – “ვაფასებთ ხელისუფლების და ოპოზიციის თავშეკავებას”

აშშ-ის საელჩომ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების გამო შეშფოთება გამოთქვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშეა და ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. “შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს […]

კალაძე ოპოზიციას – “ქუჩიდან პროცესი მოლაპარაკების ფორმატში გადავიტანოთ”

მოდით განვაგრძოთ მუშაობა, რათა არცერთი ადამიანის, არც თქვენი და არც ჩვენი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს! , – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებაშია ნათქვამი. „ყველამ ვიცით, რომ ქართული დემოკრატია ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გამოუცდელია. ჩვენ მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობის ჯერ კიდევ ხანმოკლე ისტორიის მანძილზე, მას ბევრი გამოცდა შეხვდა. დემოკრატიული ქვეყნის […]

“არც პარლამენტი, არც მეორე ტური” – გრიგოლ ვაშაძემ განცხადებას განმარტება დაუმატა

გრიგოლ ვაშაძე - "16 დეკემბერს თელავში მშვიდობიან აქციას ჩავატარებთ"

გრიგოლ ვაშაძემ დამატებითი განმარტება გააკეთა საკუთარ მიმართვაზე. “ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერი წერს: “1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; 2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; 3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ; 4. ერთხელ და სამუდამოდ […]

შსს – “43 მძევალი გავათავისუფლეთ, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება”

"პოლიციამ ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას" - ყველა მძევალი თავისუფალია

შსს-მ რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდში საქართველოს ბანკის ძარცვის შესახებ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა: “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას. შინაგან საქმეთა […]