ჭდე: გარდაბანი

გარდაბნის ერთ-ერთ სო­ფელ­ში შვილმა მამა მოკლა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შვილ­მა მამა მოკ­ლა. და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბას წინ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა უძღო­და. შემ­თხვე­ვა გუ­შინ, 11 მა­ისს მოხ­და. მა­მა­კა­ცი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს. საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

გარდაბანში მკვლელობისთვის ი.კ. დააკავეს

15 წლის მოზარდი 2 მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული ი.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული ი.კ. და მისი თანასოფლელი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული რ.მ. ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა […]

„20-მდე მთვრალი კაცი უმიზეზოდ გვირტყამდა” – სისხლიანი გარჩევა გარდაბანში

„20-მდე მთვრალი კაცი უმიზეზოდ გვირტყამდა" - სისხლიანი გარჩევა გარდაბანში

სისხლიანი გარჩევა ქორწილში – გარდაბანში მამედოვების ოჯახი ამტკიცებს, რომ პატარძლის ნათესავები სასტიკად გაუსწორდნენ. მათი თქმით,  ჩხუბის დროს  ოჯახის 4 წევრი, მათ შორის სამი წლის ბიჭს გამეტებით ურტყამდნენ. “პირველების” ინფორმაციით, მესამე დღეა სასტიკად ნაცემი ნოდარ მამედოვი უგონო მდგომარეობაშია და ექიმები ამ წუთებშიც მამაკაცის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. მისი ახლობლების მტკიცებით, არმატურებით ცემის შემდეგ, მას პატარძლის ნათესავებმა მანქანაც კი დააჯახეს. […]

ფოლადა ზაკეტოვის დაჭრისთვის გარდაბანში პოლიციამ 3 პირი დააკავა

გარდაბანში 27 წლის ფოლადა ზაკეტოვი ჩაცხრილეს - ახალი დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფოლადა ზაკეტოვის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი – 1995 წელს დაბადებული ფ.ა., 1998 წელს დაბადებული ე.მ და 2001 წელს დაბადებული ქ.ო. დააკავეს. ფ.ა.-ს და ქ.ო.-ს ბრალი ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა -შენახვა-ტარებასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად […]

გარდაბანში 27 წლის ფოლადა ზაკეტოვი ჩაცხრილეს – ახალი დეტალები

გარდაბანში 27 წლის ფოლადა ზაკეტოვი ჩაცხრილეს - ახალი დეტალები

რუსთავი-გაჩიანის გზაზე მომხდარი კრიმინალური ფაქტის შესახებ “ტვ პირველმა” დამატებითი დეტალები გაარკვია. “პირველების” კორესპოდენტის ცნობით, გარდაბანში ჩაცხრილული პირი 27 წლის ფოლადა ზაკეტოვია. ახალგაზრდა რუსეთში ცხოვრობდა და ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული. ზაკეტოვი სამრეცხაოსა და მანქანების ნაწილების ბიზნესს ფლობს. ოჯახი არ გამორიცხავს, რომ შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაც სწორედ მის საქმიანობას უკავშირდებოდეს. არსებული ინფორმაციით, ზაკეტოვს აედევნენ, ცეცხლი კი მაშინ გაუხსნეს, როცა ის  მეგობართან სოფელ […]

37 წლის მამაკაცს გარდაბანში 20 ტყვია ესროლეს

გარდაბანში მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა გარდაბანში დაჭრილი 37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. შემთხვევა სოფელ ყართაკლიაში მოხდა. მამაკაცს ცეცხლი უცნობმა პირმა გამვლელი მანქანიდან გაუხსნა და 20-მდე ტყვია ესროლა. რეანიმატოლოგ ირმა სულაქველიძის განმარტებით, მდგომარეობა რჩება კრიტიკული და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ,,პაციენტი 37 წლის, სტაციონარში მოყვანილი იქნა ახლობლების მიერ. აღენიშნებოდა თავის არეში თხემის მიდამოში დიდი ზომის ჭრილობა. თავის არეში არის […]

გარდაბანში მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

გარდაბანში მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში სროლა იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ესროლეს და მიიმალნენ. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. სოფელ ყარათაკლიაში შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გარდაბანში მტკვარში 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

გარდაბანში მტკვარში 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

გარდაბანში, მდინარე მტკვარში 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. მოზარდს  3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის სათავზაოდ მეგობართან ერთად იმყოფებოდა, როდესაც წყალში ჩავარდა.

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ “ქართული ოცნება” და საკრებულო დატოვა

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ "ქართული ოცნება" და საკრებულო დატოვა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თავმჯდომარის მოადგილემ რაფი ორუჯოვმა თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვების მიზეზად კი პარტია “ქართული ოცნებისა” და მისი პოლიტიკური შეხედულებების აცდენა დაასახელა. “პატივცემულო თანამემამულენო, ძვირფასო მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ა/წ 14 ივლისს მე, საკუთარი ნებით, დავტოვე პარტია “ქართული ოცნების” რიგები, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და საკრებულოს წევრობა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ […]

გარდაბნის ტბაში მაშველებმა 2 მოზარდის ცხედარი იპოვეს

გარდაბნის ტბაში მაშველებმა 2 მოზარდის ცხედარი იპოვეს

გარდაბანში, თბოელექტროსადგურთან არსებულ ხელოვნურ ტბაში, 2 მოზარდის ცხედარი იპოვეს. 15-16 წლის მოზარდები ტბაში საცურაოდ შევიდნენ და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგნლები იყვნენ მობილიზებულები.