ჭდე: გაფიცვა

“პირდაპირ ხალხს გადაუარა ავტობუსმა” – რა მოხდა “ბორჯომის” გაფიცვაზე

"პირდაპირ ხალხს გადაუარა ავტობუსმა" - რა მოხდა "ბორჯომის" გაფიცვაზე

“პირდაპირ ხალხს გადაუარა ავტობუსმა” – “ბორჯომის” ქარხანაში თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. შეკრებილები წინ გადაუდგნენ ქარხნის ტერიტორიიდან გამომსვლელ მანქანას და მას გავლის საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილზე შეკრებილები სკანდირებდნენ “ჩამოდი მანქანიდან”. ქარხანასთან მობილიზებულია პოლიცია, რომელიც ცდილობდა მანქანისთვის გზა გაეთავისუფლებინა, რასაც ხმაური მოჰყვა. “გუშინ მოლაპარაკებაზე დაგვპატიჟეს, ვისაუბრეთ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იყო, დღეს გადაუარეს ქალებს, კაცებს, ამ მშიერ ადამიანებს, უსამართლობაა […]

ბორჯომის მუშებს პოლიცია დაუპირისპირდა

ბორჯომის მუშებს პოლიცია დაუპირისპირდა

ხმაური ბორჯომის ქარხანასთან – პოლიცია პროტესტის მონაწილეებს დაუპირისპირდა. სიტუაცია ადგილზე დილიდან  რამდენჯერმე დაიძაბა. სამართლდამცველებმა ქარხნის ტერიტორიიდან “ბორჯომის”  ქარხნის ტრაილერის მძღოლების განრიდება სცადეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ბორჯომის N 1 ჩამომსხმელი ქარხანასთან ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია, თუმცა ადგილზე  სამართალდამცველების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა რჩება. ბორჯომის ქარხნის მუშათა პროტესტი კი გრძელდება. მათი მოთხოვნა არ იცვლება-სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასის 25%-იანი […]

“ბორჯომის” თანამშრომლები გაიფიცნენ

"ბორჯომის" თანამშრომლები გაიფიცნენ

კომპანია “ბორჯომის” ქარხანაში დასაქმებულები გაიფიცნენ. ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხანა პარალიზებულია. გაფიცულები ამბობენ, რომ სამუშაო ადგილებს იქამდე არ დაუბრუნდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მთავარი მოთხოვნებია: ხელფასების მატება, გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა და ძველი ხელშეკრულებების დაბრუნება. “არ შევცვალეთ ხელშეკრულება, საათობრივზე უნდოდათ გადაეყვანათ ჩვენი ანაზღაურება. ჩვენ ფიქსირებული ხელფასი გვინდა შევინარჩუნოთ, ზედმეტს არაფერს არ ვითხოვთ, ორი თვეა ხელფასი არ […]

მაგთიკომში მე-3 დღეა, გაფიცვაა – “ვითხოვთ მიზერული ხელფასების გაზრდას”

მაგთიკომში მე-3 დღეა, გაფიცვაა - "ვითხოვთ მიზერული ხელფასების გაზრდას"

სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომის“  ტექნიკური უზრუნველყოფის თანამშრომლები მესამე დღეა გაფიცულები არიან. ამ დროითვის ქვეყნის მასშტაბით სერვის ცენტრები პარალიზებულია. მაგთის ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები მიზერული ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. – ვითხოვთ ხელფასის მატებას, რომელიც არის მინიმალურ ზღვარს მიღმა. არაფერი არ არის გამოყოფილი. მატება იყო ხელფასების პანდემიამდე დიდი ხნით ადრე, იმის ხარჯზე რომ თანამშრომლები გაუშვეს. სრული ქაოსია კომპანიაში, ვაპირებთ გაგრძელებას გაფიცვის”, […]

“კალაძე ფერარიდან გადმოვიდეს და ნახოს, კარტოფილი რა ღირს” – თბილსერვისი გაიფიცა

"კალაძე ფერარიდან გადმოვიდეს და ნახოს, კარტოფილი რა ღირს" - თბილსერვისი გაიფიცა

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ კომპანიაში უამრავი პრობლემაა, თუმცა, მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის მატებაა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მძიმე პირობებში მუშაობენ – ავტომობილები მოუწესრიგებელი და გაუმართავია, ასევე კომპანია არ უზრუნველყოფს მათ სეზონური უნიფორმებით და ზაფხულშიც ზამთრის ფორმებით უწევთ მუშაობა. თბილსერვის ჯგუფის წევრებმა კომპანიის შესასვლელი გზა გადაკეტეს, ავტომობილებს შესვლის საშუალებას არ აძლევენ და კახა კალაძესთან შეხვედრას […]

გლდანში სამარშრუტოები გაიფიცნენ

გლდანში სამარშრუტოები გაიფიცნენ

“სასწრაფოდ მოვითხოვთ ყვითელი სამარშუტო ტაქსების პირად საკუთრებაში გადმოცემას” – სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ ყვითელი სამარშუტო ტაქსები საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ, თუმცა აღარ გადასცემენ. დღეს მძღოლების ნაწილი გლდანში მეტრო ახმეტელთან შეიკრიბა. ისინი ხელფასის მომატებასაც მოითხოვენ. – ლურჯი მიკროავტობუსების შემოსვლის შემდეგ ძალიან კაბალური პირობებია, დაბალი ხელფასები, მძღოლის სრული დაუფასებლობა. ჩვენი მოთხოვნაა, რაც შეიძლება […]

გლოვოს კურიერებმა მუშაობა შეწყვიტეს

გლოვოს კურიერებმა მუშაობა შეწყვიტეს

“გლოვოს” კურიერებს ისევ პრობლემები აქვთ. კომპანიის თანამშრომლებს ბონუსების სისტემა მოუხსნეს, რასაც კურიერები ზარალზე გაყავს. კურიერების განცხადებით, მათი მუშაობა უკვე აზრს კარგავს. აქციაზე კომპანიის ხელმძღვანელი მივიდა, რომლის თქმითაც,  გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება. “გლოვოს” თანამშრომლები აცხადებენ, რომ მუშაობას მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ბონუსების სისტემა აღდგება. ამას ემატება ის რისკი, რომელიც მათ პროფესიას ახლავს თან, საკმაოდ ხშირია […]

“ნათია თურნავამ მოგვატყუა” – რუსთავის აზოტის 300 თანამშრომელი გაიფიცა

"ნათია თურნავამ მოგვატყუა" - რუსთავის აზოტის 300 თანამშრომელი გაიფიცა

დღეს, 27 აპრილს დილიდან “რუსთავის აზოტის” თანამშრომლები გაიფიცნენ. ამ დროისთვის, დაახლოებით, 300 ადამიანია გაფიცული, ისინი ხელფასის გაზრდას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, დილიდან ცდილობენ ხელმძღვანელობასთან გასაუბრებას, თუმცა მათთან ამ დრომდე არავინ მისულა. “მთავარი შესასვლელი დაკეტილია, მუშა-მოსამსახურეების ნაწილი გამოსულია, სოციალურ პირობებზეა ლაპარაკი, ხელფასზე, არავინ ყურადღებას არ აქცევს დილიდან აქ ვდგავართ, საშუალო ხელფასი 600 ლარსაც არ სცდება, არც […]

“ნებისმიერ დეპუტატს ამ მინისტრს გავუცვლი ჩემს 2 ოთახიან ბინას” – ჭიათურის ყველა მაღარო გაიფიცა

"ნებისმიერ დეპუტატს ამ მინისტრს გავუცვლი ჩემს 2 ოთახიან ბინას" - ჭიათურის ყველა მაღარო გაიფიცა

ჭიათურაში არსებული 13-ვე მაღარო გაჩერებულია. “ჯორჯიან მანგანეზის” 3. 700 თანამშრომელი დღეიდან, 23 აპრილიდან სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობს და მერიასთან აქციას მართავს. ისინი ამბობენ, რომ მძიმე სამუშაოს შესრულება მიზერულ თანხად უწევთ და ანაზღაურებას 50%-ით გაზრდას ითხოვენ. ​ – ჯოჯოხეთში შევდივართ, სამოთხეში გამოვდივართ, 20 წელი გახდა, რაც ვმუშაობ, 20 წელია, რაც ვებრძვი ამ კომპანიას, არაფერი მოგვარებულა ამ […]

“ბოლტ ფუდის” კურიერები გაიფიცნენ – “რატომ დაგვიკელით ტარიფი?!”

"ბოლტ ფუდის" კურიერები გაიფიცნენ - "რატომ დაგვიკელით ტარიფი?!"

“ბოლტ ფუდის” კურიერები გაიფიცნენ. ისინი სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და სამსახურიდან კურიერების გათავისუფლება გააპროტესტეს. მთავარის ცნობით, კურიერები გათავისუფლებულების უკან დაბრუნებას ითხოვენ და მოთხოვნის შეუსრულებლობამდე პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. გარდა ამისა, ისინი აპროტესტებენ ტარიფის 20%-ის შემცირებას. ხვალ კურიერები 13:00 საათზე მასშტაბურ გაფიცვას გეგმავენ.