ჭდე: გაქცევა

საფრანგეთში ზოოპარკიდან 9 მგელი გაიქცა

საფრანგეთში ზოოპარკიდან 9 მგელი გაიქცა

საფრანგეთში ვოლიერიდან 9 მგლის გაქცევის გამო ზოოპარკი დროებით დაიხურა. შემთხვევა ლაბესონიეს კომუნაში მოხდა. მგლებმა უსაფრთხოების ბარიერები დააზიანეს და ღობეზე გადაძვრნენ, თუმცა მათ ზოოპარკის ტერიტორია არ დაუტოვებიათ. ოთხი მგელი შესაძლო საფრთხის გამო ადგილზე მოკლეს, ხუთი მათგანი კი გალიაში დააბრუნეს. შემთხვევის შედეგად ზოოპარკის არცერთი თანამშრომელი და სტუმარი არ დაშავებულა. რუსთავი 2

ესპანეთში პალმას აეროპორტიდან 24 მგზავრი გაიქცა

ესპანეთში პალმას აეროპორტიდან 24 მგზავრი გაიქცა

ესპანეთის ქალაქ პალმაში მდებარე აეროპორტში ათობით რეისი შეფერხდა. მიზეზი 24 მგზავრის მიერ აეროპორტიდან გაქცევისა და მიგრაციის მიზნით ქვეყანაში არალეგალური შეღწევის მცდელობა იყო. აეროპორტის მუშაობა ოთხი საათის განმავლობაში შეჩერდა,  მგზავრები მაროკოდან თურქეთისკენ მიფრინავდნენ. თვითმფრინავი ქალაქ პალმაში მას შემდეგ დაეშვა, რაც საგანგებო სამსახურში მგზავრისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შესახებ ცრუ შეტყობინება შევიდა. ამ დროისთვის დაკავებულია 12 ადამიანი, 12 გაქცეულ მგზავრს კი […]

“მოდი აბა დამეწიე!” – ბათუმში მამაკაცი პატრულს გაექცა – ვიდეო

"მოდი აბა დამეწიე!" - ბათუმში მამაკაცი პატრულს გაექცა - ვიდეო

ბათუმში პატრულმა ახალგაზრდა მამაკაცი გააჩერა, რომელსაც პირბადე არ ეკეთა. – ერთი წუთით, მობრძანდით, – მიმართა მამაკაცს პატრულმა. ის არ დაემორჩილა და გაშორდა, თან დაუძახა: – მოდი დამეწიე, მოდი. რის შემდეგაც მამაკაცი გაიქცა. პატრულმა 1 წამს იფიქრა და მამაკაცს გამოეკიდა.

ლევან სუხუმსკი რუსეთის სასამართლოდან გაიქცა _ “საპირფარეშოში გაყვანა ითხოვა და გაუჩინარდა”

ლევან სუხუმსკი რუსეთის სასამართლოდან გაიქცა _ "საპირფარეშოში გაყვანა ითხოვა და გაუჩინარდა"

45 წლის “კანონიერი ქურდი” ლევან აბულაძე, კრიმინალურ წრეებში ცნობილი, როგორც “ლევან სუხუმსკი”, ვლადიმირის საოლქო სასამართლოდან გაიქცა. მანამდე ლევან აბულაძემ პირადი დოკუმენტების გაყალბებისა და ნარკოტიკების შენახვისთვის ოთხწლიანი სასჯელი მოიხადა. 14 სექტემბერს “კანონიერი ქურდის” წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 210.1 მუხლით, რაც “სისხლის სამართლის იერარქიაში უმაღლესი თანამდებობის დაკავებას” გულისხმობს, ლევანს 8-დან 15 […]

“მამის ნახვა მინდოდა” – გორის ჰოსპიტლიდან კოვიდპაციენტი გაიქცა

"მამის ნახვა მინდოდა" - გორის ჰოსპიტლიდან კოვიდპაციენტი გაიქცა

,,მამის ნახვა მინდოდა” – განუცხადა პაციენტმა პოლიციას, რომელსაც საკუთარ სახლში, სოფელ ქიწნისში მიაკითხეს. ოფიციალურად დადასტურდა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ორი დღის წინ, ღამით გაიქცა. გაქცევის ფაქტი დაადასტურა რეგიონის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, სიმონ გულედანმა. დაინფიცირებული მამაკაცი, რომელიც ჰოსპიტლიდან სახლში მამის სანახავად წავიდა, კორონავირუსის არსებობაში დარწმუნებული არაა. კოვიდინფიცირებული პაციენტი პოლიციამ და ეპიდემიოლოგებმა რამდენიმე საათის […]

სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიეტუვაში გაიქცა

სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიეტუვაში გაიქცა

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში გადავიდა, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა. „სვეტლანა ტიხანოვსკაია უსაფრთხოდაა, ის ლიეტუვაში იმყოფება,“- წერს ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. 10 აგვისტოს საღამოს, ტიხანოვსკაიას მომხრეებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთან კავშირი დაკარგეს მას შემდეგ, რაც ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) ეწვია. მოგვიანებით, კანდიდატის შტაბის […]

თბილისის ზოომაღაზიიდან პითონი გაიქცა – “დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, შეცდომის უფლება არ გვქონდა”

თბილისის ზოომაღაზიიდან პითონი გაიქცა - "დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, შეცდომის უფლება არ გვქონდა"

ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თბი­ლის­ში პი­თო­ნი და­ი­ჭი­რეს. ინ­ფორ­მა­ცია მათ “ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დზე გავ­რცელ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­ა­გენ­ტო­ში გუ­შინ სა­ღა­მოს გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნი­დან შე­ვი­და, რის შემ­დე­გად იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც პი­თო­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­აც კი გან­ხორ­ცი­ელ­და. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­თო­ნი მე­პატ­რო­ნეს ერთ-ერთი ზო­ო­მა­ღა­ზი­ი­დან გა­ექ­ცა. “გუ­შინ, სა­ღა­მოს და­ახ­ლო­ე­ბით 19:30-ზე მო­ნი­ტო­რინ­გის ცხელ ხაზ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­მო­ვი­და. საკ­მა­ოდ აღელ­ვე­ბუ­ლი, შე­ში­ნე­ბუ­ლი ხმით მა­მა­კა­ცი დახ­მა­რე­ბას […]

პარაგვაის ციხიდან 75 პატიმარი გაიქცა

პარაგვაის ციხიდან 75 პატიმარი გაიქცა

პარაგვაის ციხიდან სულ მცირე 75 პატიმარი გაიქცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრებმა მიწისქვეშა გვირაბი გათხარეს,რომლის მეშვეობითაც საპატიმროს თავი დააღწიეს. CNN-ის ინფორმაციით, გაქცეულთა უმრავლესობა ბრაზილიის კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან. შს მინისტრის ცნობით, გაქცეულები „ძალიან საშიში“ ადამიანები არიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანმა ბრაზილიაში გადასვლა უკვე მოახერხა.

საბერძნეთის ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა

საბერძნეთის ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა

საბერძნეთის, კერძოდ, კრეტას პოლიციამ 28 წლის მამაკაცზე ძებნა გამოაცხადა, რომელიც ირაკლიოს პოლიციის სამმართველოს დაკავების იზოლატორიდან გაიქცა. ის საქართველოს მოქალაქეა. გავრცელებული ინფორმაციით, მას პირადობის დამადასტურებელი ბერძნული მოწმობა ჰქონდა. ის ციხიდან გუშინ შუადღეს გაიქცა, ხოლო ხელისუფლებამ მაშინვე მიიღო ზომები, რათა მისი ადგილსამყოფელი დაადგინონ. საქართველოს მოქალაქე გასულ პარასკევს ქურდობის ბრალდებით დააკავეს. პოლიცია დაკითხვას აწარმოებს 28 წლის მამაკაცის სახლში, სადაც […]