ჭდე: გაყიდვა

საბერძნეთში ქართველები ყალბ პისიარ ტესტებს 10 ევროდ ყიდდნენ

საბერძნეთში ქართველები ყალბ პისიარ ტესტებს 10 ევროდ ყიდდნენ

საბერძნეთში პოლიციამ დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინა, რომლებსაც ბრალად კორონავირუსზე PCR ტესტის გაყალბებული ცნობების გაყიდვა ედებათ. ბერძნული მედიის ცნობით, უცხოელების ჯგუფი, რომელთა შორის უმეტესობა ქართველები არიან, ყალბ ცნობებს სახელმწიფო საავადმყოფოში მომვლელად მუშაობისთვის იყენებდა. “ფაქტი მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც ერთ-ერთმა მედდამ საავადმყოფოს ადმინისტრაციას წარუდგინა კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი, თუმცა თანამშრომლები მიხვდნენ, რომ ის ყალბი იყო. ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურებს ეცნობათ […]

“გასაყიდად გლოკის 7 ცალი იარაღი და მჭიდები მისცა” – პოლიციამ 2 პირი დააკავა

"გასაყიდად გლოკის 7 ცალი იარაღი და მჭიდები მისცა" - პოლიციამ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ე.კ. და 1994 წელს დაბადებული თ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე დააკავეს. დანაშაული 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ხ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების მიზნით ე.კ.-ს 7 ცალი “გლოკის” […]

საქართველოში წელს ბზა არ გაიყიდება

საქართველოში წელს ბზა არ გაიყიდება

წელს პირველად, მრევლი ბზის შეძენას ვერ შეძლებს. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და საგანგებო რეჟიმის გამო, ვაჭრობა აკრძალულია. საქართველოს მასშტაბით, ბზა არსად არ გაიყიდება. ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. სასულიერო პირები ამბობენ, რომ თუკი ადამიანს ბზა სახლში ექნება, მათ შეუძლიათ ტაძარში მიიტანონ და მამაოები აკურთხებენ. “ძალიან ბევრ ადამიანს სახლში აქვს ბზა. ვინც მოიტანს ამ ბზას ვაკურთხებთ. […]

ახალშობილის 13.000 დოლარად გაყიდვის ფაქტზე მისი დედა და 6 პირი დააკავეს

ახალშობილის 13.000 დოლარად გაყიდვის ფაქტზე მისი დედა და 6 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არასრულწლოვანით ვაჭრობის-ტრეფიკინგის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს. „დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან, ერთ – ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის. ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, […]

პ.გ. სამხედრო ფორმების გაყიდვისთვის დააკავეს

პ.გ. სამხედრო ფორმების გაყიდვისთვის დააკავეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თავდაცვის ძალების თანამშრომელმა პ.გ.-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მატერიალური საშუალებების გაცემის (მიღების) შესახებ უწყისებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის უშუალო გამგებლობას დაქვემდებარებული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ფეხსაცმელები და ფორმები. „პ.გ. […]

ქართლის ქარის ელექტროსადგური 14.25 მილიონ დოლარად იყიდება

ქართლის ქარის ელექტროსადგური 14.25 მილიონ დოლარად იყიდება

სს „საქართველოს ენერგერგეტიკის განვითარების ფონდი“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ აცხადებენ საჯარო აუქციონს შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ 100%–იანი წილის (შემდგომში „წილი“) გაყიდვის მიზნით. საზოგადოების საკუთრებაშია გორის/ქარელის მუნიციპალიტეტში, ქარის ელექტროსადგურის ქუჩის მიმდებარედ, ჯამში 11 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ, 20.7 მგვტ. დადგმული სიმძლავრის „ქართლის ქარის ელექტროსადგური“, რომელიც მოიცავს 3.45 მგვტ. სიმძლავრის 6 ტურბინას, პლატფორმებს, ფუნდამენტებს, […]

„ქალაქგარეთ უფრო მოთხოვნადია პატარა სახლები პატარა ეზოთი“ – რა ღირს უძრავი ქონება თბილისის შემოგარენში

„ქალაქგარეთ უფრო მოთხოვნადია პატარა სახლები პატარა ეზოთი“ -  რა ღირს უძრავი ქონება თბილისის შემოგარენში

თბილისის შემოგარენში დაბებსა და სოფლებში უძრავი ქონების შეძენა სტაბილურად მოთხოვნადია. მოსახლეობა ქალაქგარეთ აგარაკების შეძენას ჯანსაღი გარემოსა და დედაქალაქთან სიახლოვის გამო ირჩევს. როგორც თავად რეალტორები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, უძრავი ქონების შეძენისას ყველაზე პოპულარული ადგილებია – წყნეთი, წავკისი და საგურამო. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ღირს კერძო სახლები ქალაქგარეთ და როგორ ბინებზეა მოთხოვნა. როგორც პორტალ SS.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ვგებულობთ, […]

6 თვეში რაჭა-ლეჩხუმში 19 მიტოვებული სახლი გაიყიდა – ყველაზე იაფი 1.500, ყველაზე ძვირი 8.000 ლარი ღირდა

6 თვეში რაჭა-ლეჩხუმში 19 მიტოვებული სახლი გაიყიდა - ყველაზე იაფი 1.500, ყველაზე ძვირი 8.000 ლარი ღირდა

2018 ივნისიდან დღემდე რაჭა-ლეჩხუმში უკვე 19 მიტოვებული სახლი გაიყიდა. „დაკარგული სამოთხე“ – ეს ის სოციალური კამპანიაა, რომლის ავტორი ლექსო ჩარკვიანი სოფლებში მიტოვებულ სახლებს ეძებს და მათ „გაცოცხლებას“ ამავე სახელწოდების Facebook-ის გვერდის საშუალებით ცდილობს. კერძოდ, სახლებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაციას საჯარო რეესტრი აგროვებს. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს სახლის გაყიდვის სურვილი აღმოაჩნდება, ფოტოებს სოციალურ ქსელში ტვირთავს, დანარჩენს კი […]

ბინა, რომელშიც ქეით მიდლტონი გათხოვებამდე ცხოვრობდა, 1.95 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყიდება

ბინა, რომელშიც ქეით მიდლტონი გათხოვებამდე ცხოვრობდა, 1.95 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყიდება

ბინა, რომელშიც დიდი ბრიტანეთის პრინცის ცოლი ქეით მიდლტონი გათხოვებამდე ცხოვრობდა, 1.95 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყიდება. ამის შესახებ Stars Post-ი წერს. აპარტამენტი ლონდონის პრესტიჟულ უბანში მდებარეოებს და ის ფორმალურად ქეით მიდლტონის მშობლებს ეკუთვნით. ცოლ-ქმარმა ბინა 2002 წელს 780 000 ფუნტ სტერლინგად შეიძინა. ბინაში 3 საძინებელი, მისაღები და სამზარეულოა.

ქართული მატყლი ევროკავშირში იყიდება

ქართული მატყლი ევროკავშირში იყიდება

„ქართული მატყლის კომპანიას“ საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში გააქვს. კომპანიის დამფუძნებლის ზაურ კულიევის განცხადებით, მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებსა და კონტროლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ევროკავშირში მატყლის შეტანას N142/2011 რეგულაცია განსაზღვრავს, რომელიც მწარმოებლისგან დაუმუშავებელი მატყლის დაცული და დალუქული სახით გაგზავნას პირდაპირ გადამამუშავებელ კომპანიებში მოითხოვს. ზაურ კულიევის განცხადებით, მატყლზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით შემცირდა. კომპანიისთვის მნიშვნელოვან პრობლემას ლარის […]