ჭდე: გაძევება

სლოვაკეთი 35 რუს დიპლომატს აძევებს

სლოვაკეთი 35 რუს დიპლომატს აძევებს

სლოვაკეთი 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ინფორმაციას  Reuters-ი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. „ეს ნაბიჯი არის გარდაუვალი რეაგირება იმაზე, რომ რუსეთის საელჩოს პერსონალი განაგრძობს საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას, სლოვაკეთის ინტერესებს და რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორობას“, – ნათქვამია სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, იურაი ტომაგას განცხადებაში. სლოვაკური მედიის ცნობით, 35 დიპლომატის გაძევებით რუსეთის […]

ჩეხეთი 18 რუს დიპლომატს აძევებს

ჩეხეთი 18 რუს დიპლომატს აძევებს

ჩეხეთი 18 რუს დიპლომატს აძევებს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბისმა გაავრცელა. საქმე ეხება ქვეყანაში 2014 წელს მომხდარ აფეთქებას, რომელშიც, ჩეხეთის მთავრობის განცხადებით, რუსეთის დაზვერვის სამსახურის მონაწილეობა იკვეთება. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, იან ჰამაჩეკის თქმით, ხსენებულ 18 დიპლომატს, რომლებიც კრემლის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ, ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი აქვთ. ოფიციალურმა მოსკოვმა ჩეხეთის მთავრობის ბრალდებებს აბსურდი უწოდა. აფეთქება, რომელზეც […]

იტალიამ 2 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

იტალიამ 2 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

იტალიამ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი, რომლებიც ჯაშუშურ საქმიანობაში იყვნენ ჩართული, ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა. იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფეისბუქში წერს, რომ რუსეთის ელჩს იტალიური მხარის პროტესტი გადასცა და ამ „ამ უკიდურესად სერიოზულ საქმეში მონაწილე ორი ოფიციალური პირის გაძევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.“ მანამდე იტალიაში რუსეთის ელჩი სერგეი რაზოვი […]

პრემიერი მატოვიჩი – სლოვაკეთი 3 რუს დიპლომატს გააძევებს ხანგოშვილის გერმანიაში მკვლელობასთან დაკავშირებით

პრემიერი მატოვიჩი - სლოვაკეთი 3 რუს დიპლომატს გააძევებს ხანგოშვილის გერმანიაში მკვლელობასთან დაკავშირებით

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი იგორ მატოვიჩი ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას განმარტავს. „როდესაც მე, რამდენიმე დღის წინ ვიყავი ინფორმირებული რუსეთის საელჩოს ზოგიერთი თანამშრომლის საქმიანობის შესახებ და ჩვენი ვიზების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით გერმანიაში მკვლელობისთვის, მე მაშინვე უყოყმანოდ მივხვდი, რომ ასეთი ქმედებების უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება“ – განაცხადა მატოვიჩმა, რომლის კომენტარსაც საინფორმაციო სააგენტო „TASR“ ავრცელებს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის […]

ბულგარეთმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

ბულგარეთმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

ბულგარეთმა რუს დიპლომატს, რომელიც ჯაშუშობაშია ბრალდებული, ქვეყანა დაატოვებინა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სპეციალური პროკურატურისგან ინფორმაციის მიღებისთანავე, დიპლომატი სამინისტროში დაიბარეს. „ბულგარეთმა რუსეთის ინსტიტუტებს მოუწოდა, თავისი თანამშრომელი დღევანდელი დღის ბოლომდე გაეწვიათ. პიროვნებამ ქვეყნის ტერიტორია უკვე დატოვა“, – განაცხადეს ბულგარეთის საგარეო უწყებაში. პროკურატურის ცნობით, გასული წლის სექტემბრიდან სოფიაში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი, ბულგარეთის […]

საბერძნეთიდან ქართველების გაძევებას აპირებენ – “გვექცევიან, როგორც მათხოვრებს”

საბერძნეთიდან ქართველების გაძევებას აპირებენ - "გვექცევიან, როგორც მათხოვრებს"

საბერძნეთის ხელისუფლება საქართველოს ათობით მოქალაქეს დეპორტაციისთვის ამზადებს – ამის შესახებ “კურიერს”  საბერძნეთიდან შეატყობინეს. „კურიერს“ ერთ-ერთ ემიგრანტი დაუკავშირდა. როგორც ათენში მცხოვრები ქართველი ამბობს, ის ამ დროისთვის ათენის ე.წ. სადეპორტო თავშესაფარში იმყოფება და ქვეყნიდან გამოძევებას ელოდება. მისი თქმით, პირობები არის საკმაოდ გაუსაძლისი და ათობით ქართველი საბერძნეთიდან გამოძევების მოლოდინშია. ქართველი ემიგრანტის თქმით, პოლიტიკურ თავშესაფარზე საბერძნეთის უარი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებამ გამოიწვია. მისივე განცხადებით, როდესაც საქართველოს […]

სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს

სააკაშვილი - "უკრაინაში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან შევალ"

უკრაინის სასაზღვრო სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთშია გაძევებული. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ოლეგ სლობოდიანმა გამოცემა Громадське-ს განუცხადა. „დიახ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაფრინდა“, – აღნიშნა მან. დღეს კიევში მდებარე რესტორან „სულუგუნში“ ნიღბიანმა პირებმა მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავება სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა განახორციელა.

უკრაინიდან რუსი ჟურნალისტი ანა კურბატოვა გააძევეს

კიევში რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა გაიტაცეს

რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა უკრაინიდან გააძევეს და ქვეყანაში სამი წლით შესვლა აუკრძალეს. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა ალიონა გიტლიანსკაიამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა. „რუსი პროპაგანდისტი ანა კურბატოვა, რომელთან მიმართებაშიც მიღებულია გადაწყვეტილება იძულებით გააძევონ უკრაინიდან, გადაკვეთა უკრაინა-რუსეთის საზღვარი. მას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამი წლით შემოსვლა ეკრძალება. გადაწყვეტილება მიღებულია კურბატოვას საქმიანობიდან გამომდინარე, რომელიც ზიანს […]