ჭდე: გზის გადაკეტვა

პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. თავდაპირველად სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. თუმცა მოგვიანებით ნება დართეს, რომ მოძრაობა გადაეკეტათ. იპნ

რუსთავში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

რუსთავში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ადგილობრივები რუსთავიდან თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ მიმართულებით ტრანსპორტი არ მოძრაობს, რადგან კომპანია ინტერტრანსმა ე.წ. თეთრი მიკროავტობუსების მოძრაობა აკრძალა. ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები კი საკმარისი რაოდენობით არ არის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. პირველი არხი

ხელჩართული ჩხუბი ჩუმლაყში – ოპოზიციის ავტოკოლონას გზა გადაუკეტეს

ხელჩართული ჩხუბი ჩუმლაყში - ოპოზიციის ავტოკოლონას გზა გადაუკეტეს

ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება ჩუმლაყში. თელავისაკენ მიმავალ ოპოზიციის კოლონებს გზა გადაუკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა. საპატრულო პოლიციას ბლოკირებული აქვს მთავარი მაგისტრალი, მანამდე ოპოზიციის კოლონებს გზა გადაუკეტეს გომბორის უღელტეხილზეც, ამიტომ მათ სვლა ალტერნატიული გზით განაგრძეს, თუმცა ჩუმლაყშიც მაგისტრალი გადაკეტილია. რუსთავი 2

ოპოზიციის ავტოკოლონას გომბორის უღელტეხილთან პოლიციამ გზა გადაუკეტა

ოპოზიციის ავტოკოლონას გომბორის უღელტეხილთან პოლიციამ გზა გადაუკეტა

ოპოზიციის კოლონას გომბორის უღელტეხილთან საპატრულო პოლიციამ გზა გადაუკეთა. სამართალდამცველები თქმით, გომბორის უღელტეხილზე გადაადგილებას უფლებას დღეს მხოლოდ სამთავრობო მანქანებს აძლევენ. „არ მოძრაობს არავინ, ცოტა ხანი შეფერხებაა. არავინ არ გადაადგილდება. არ მიდის არცერთი მანქანა,“ – ამბობს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. გზებზე დაწესებულ შეზღუდვას ოპოზიციის ლიდერების პროტესტი მოჰყვა. ამის მიუხედავად, საპატრულო პოლიციამ ოპოზიციას გზა მაინც არ გაუხსნა. ოპოზიციის წარმომადგენლების […]

ქობულეთში გზა გადაკეტეს

ქობულეთში გზა გადაკეტეს

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სოფელში გზის რეაბილიტაციას, წყლისა და გაზის მიწოდებას სთხოვენ. მათი განცხადებით, ქობულეთის მერიას პრობლემის შესახებ არაერთხელ აცნობეს, თუმცა უშედეგოდ. აქციის მონაწილეებმა ამ წუთებში პროტესტის ნიშნად სოფელთან მისასვლელი გზა გადაკეტეს. ადგილზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქობულეთის საკრებულოს დეპუტატებიც იმყოფებიან. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ბონდო თედორაძემ განაცხადა, ქობულეთის […]

მთავარ პროკურატურასთან გზა გადაიკეტა

მთავარ პროკურატურასთან გზა გადაიკეტა

მთავარ პროკურატურასთან და მის მიმდებარედ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. პოლიციას გადაკეტილი აქვს პროკურატურასთან მისასვლელი საავტომობილო გზა, ხოლო აქციის მონაწილეები პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც ტროტუარზე, ასევე საავტომობილო გზაზე დგანან. ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს, 19:00 საათზე, საზოგადოებას პროკურატურასთან მისვლას სთხოვს. განცხადება სარალიძემ პროკურატურასთან გააკეთა, სადაც ამ წუთებში მხარდამჭერებთან ერთად […]

რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებმა სრულად გადაკეტეს – ”მადლობა პოლიციას”

რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებმა სრულად გადაკეტეს - ”მადლობა პოლიციას”

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტა. აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას მადლობა გადაუხადეს მათი მოთხოვნის შესრულებისთვის. პარლამენტის შენობასთან აქცია  „ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორები ამ წუთებში სიტყვით გამოდიან და ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ. თბილისში აქციის მხარდასაჭერად ქუთაისიდან და ბათუმიდანაც მიემართებიან […]

ქუთაისში გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

ქუთაისში გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

ქუთაისში გარემოვაჭრეებსა და ქალაქის მერს გიორგი ჭიღვარიას შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მოვაჭრეების ნაწილმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი მერიის მიერ გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ. გზის გადაკეტვამდე მოვაჭრეები მერს შეხვდნენ. მათი ნაწილი მერის შეთავაზებას დათანხმდა, რაც გულისხმობს იმას რომ ახალ ფართში სამი თვე ქირის გადასახადს არ გადაიხდიან, ადგილები კი ლოტოტრონის პრინციპით გადანაწილდა. მოვჭრეთა მეორე […]

ნიკა მელიამ და მისმა მომხრეებმა სამეგრელოში გზა გადაკეტეს

ნიკა მელიამ და მისმა მომხრეებმა სამეგრელოში გზა გადაკეტეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შეკრებილმა მოსახლეობამ ზუგდიდთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა. მანამდე, აქციის მონაწილეები პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან ნიკა მელიასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. ინტერპრესნიუსი

ზესტაფონში სოფელ აჯამეთის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ზესტაფონში სოფელ აჯამეთის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ზესტაფონში სოფელ აჯამეთის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქციას მართავს. 200-მდე ადგილობრივმა საავტომობილო გზა გადაკეტა. “პირველს” ადგილობრივებმა უთხრეს, რომ ისინი არ დაიშლებიან, სანამ საკითხი არ მოგვარდება. აქციის გამო მოძრაობა შეფერხებულია. შესაბამისად, ავტომობილებს გადაადგილება შეზღუდული აქვთ. მომიტინგეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ არ მისულან. ადგილობრივები წლებია, დაზიანებული გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.