ჭდე: გიორგი ბერიძე

გიორგი ბერიძემ უიპეშტი უნგრეთის თასის ფინალში გაიყვანა

გიორგი ბერიძემ უიპეშტი უნგრეთის თასის ფინალში გაიყვანა

გიორგი ბერიძის „უიპეშტი“ უნგრეთის თასის ფინალში გავიდა და ეს ქართველი ფეხბურთელის დამსახურებაა! ნახევარფინალში „უიპეშტმა“ სტუმრად „კიშვარდა“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი 54-ე წუთზე 23 წლის ჩვენებურმა გაიტანა. გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა და ზოგადად მაგარ სეზონს ატარებს და უნგრეთის თასზე 4 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ასე რომ ფინალში გასვლაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. უნგრეთის ჩემპიონატში კი 21 […]

17 წლის გიორგი ბერიძეს სასწრაფოდ სჭირდება გულის გადანერგვის ოპერაცია

17 წლის გიორგი ბერიძეს სასწრაფოდ სჭირდება გულის გადანერგვის ოპერაცია

17 წლის გიორგი ბერიძეს სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც მინსკში უნდა ჩატარდეს. ოპერაციისთვის საჭიროა 140 ათასი ლარი, რომლის გადახდის საშუალება ოჯახს არ აქვს. გიორგი ბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დახმარების მსურველებს შეუძლიათ, თანხა ჩარიცხონ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე: საქართველოს ბანკი #GE23BG0000000498356811 ლიბერთი ბანკი #GE25LB0711112359663000 თიბისი ბანკი #GE24TB7624536010300023 მიმღები – მედეა მახარაძე (დედა). 0901200127- ზარის ღირებულება ერთი ლარი. რუსთავი 2

შეკვეთილში ზღვაში 7 წლის გიორგი ბერიძე დაიხრჩო

შეკვეთილში ზღვაში 7 წლის გიორგი ბერიძე დაიხრჩო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მცხოვრები 7 წლის გიორგი ბერიძე უბედური შემთხვევის შედეგად ზღვაში გუშინ წინ დაიხრჩო. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბავშვის დაღუპვის მიზეზი შეკვეთილი-დენდროლოგიური პარკის მიმდებარედ ზღვის სანაპიროს მონაკვეთზე, მაშველების არყოფნა გახდა. ერთ ერთი ადგილობრივის თქმით, გვიან მოსულმა მაშველებმა მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ბავშვი კი დაიღუპა. ბერიძეს დღეს, მშობლიურ სოფელ მთისპირში დაკრძალავენ.