ჭდე: გიორგი სოზაშვილი

გიორგი სოზაშვილი დააკავეს

გიორგი სოზაშვილი დააკავეს

ბიზნესმენი გიორგი სოზაშვილი დაკავებულია. სამართალდამცველებმა ის მას შემდეგ აიყვანეს, რაც ის ვაკე-საბურთალოს პოლიციასთან, მისი კუთვნილი ავტომობილიდან პირადი ნივთების ამოსაღებად მივიდა. დაკავებას წინ სოზაშვილსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ბიზნესმენს სამართალდამცველების დაუმორჩილებლობაში სდებენ ბრალს. მისი მეუღლე კი პოლიციელებს სოზაშვილის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. პოლიციაში რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ, ბიზნესმენი ჯერ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, შემდეგ კი პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. ადვოკატი სოზაშვილთან შეხვედრას დღეს გეგმავს. […]

გიორგი სოზაშვილი ხალხს 9 საათზე პარლამენტთან ეძახის – ”ნაფეტვრებში დაგვცხრილეს, ახლა კი მილიონიანი ტექნიკა წაიღეს!”

გიორგი სოზაშვილი ხალხს 9 საათზე პარლამენტთან ეძახის - ”ნაფეტვრებში დაგვცხრილეს, ახლა კი მილიონიანი ტექნიკა წაიღეს!”

ლისის ტბაზე მდებარე ბიტკოინების დატა-ცენტრში კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. მათ ტერიტორიიდან გაიყვანეს ე.წ. მოძრავი ავტობუსი დატა-ცენტრი, რომელიც კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს. ბიზნესმენი, კომპანია სალვუს დეველოპმენტის დამფუძნებელი, გიორგი სოზაშვილი, აცხადებს, რომ ტექნიკა ძვირადღირებულია და ის, დაახლოებით, მილიონი დოლარი ღირს. დატა-ცენტრის მფლობელი გიორგი სოზაშვილი ფიქრობს, რომ ეს ბიზნესზე ზეწოლის მაგალითია. მისი თქმით, მას კონკრეტული პირები ამგვარი მეთოდებით უსწორდებიან. „აღვწეროთ-მეთქი და […]

სროლა ლისის ტბაზე – ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა – ცენტრის მფლობელი გიორგი სოზაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

სროლა ლისის ტბაზე - ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა - ცენტრის მფლობელი გიორგი სოზაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

ლისის ტბაზე მდებარე ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა. უკვე ოთხი საათია, სერვერი, სადაც კრიპტოვალუტის გამომუშავება ხდება, გათიშულია. სამართალდამცავებმა დატა ცენტრიდან ამოიღეს მთელი ტექნიკური მოწყობილობა და მოხდა სისტემების დემონტაჟი. რუსთავი 2-ის ცნობით, კრიმინალური პოლიციის შესვლას წინ უძღოდა შეიარაღებული თავდასხმა. მისი მფლობელი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, სროლის დროს გიორგი სოზაშვილი სასერვეროში იმყოფებოდა. ადგილიდან სამართალდამცავებმა წაიღეს ეგრეთ წოდებული […]

“სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებელი გიორგი სოზაშვილი გოგიტა დალაქიშვილის საქმეზე დაიკითხა – ჩანაწერი მის სახლშია გაკეთებული

"სალვუს დეველოპმენტის" დამფუძნებელი გიორგი სოზაშვილი გოგიტა დალაქიშვილის საქმეზე დაიკითხა - ჩანაწერი მის სახლშია გაკეთებული

“სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებლის, გიორგი სოზაშვილის დაკითხვა 27 იანვარს გვიან ღამით დასრულდა. დაკითხვა კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენების ბრალდებით დაკავებული გოგიტა დალაქიშვილის საქმეს უკავშირდებოდა. აუდიო ჩანაწერში, რომელის გაყიდვასაც დალაქიშვილს ედავებიან, სავარაუდოდ, სწორედ სოზაშვილის ხმა ისმის, რასაც თავადაც ადასტურებს და აცხადებს, რომ ჩანაწერი მის სახლშია გაკეთებული, თუმცა არ იცის, თუ როგორ ჩაიწერა და საიდან მოხვდა ეს ჩანაწერი […]

გიორგი სოზაშვილი: “ჩემი ბიზნესი შსს-ს მაღალჩინოსანმა, სოსო სიგუამ მიითვისა”

გიორგი სოზაშვილი: "ჩემი ბიზნესი შსს-ს მაღალჩინოსანმა, სოსო სიგუამ მიითვისა"

“სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებლი ირწმუნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა მას ზეწოლით ნუცუბიძის ფერდობზე მშენებარე ობიექტი გადააფორმებინეს.ბიზნესმენმა შსს-ს მაღალჩინოსანი სოსო სიგუა მისი ბიზნესის მითვისებაში ღიად დაადანაშაულა. უფრო კონკრეტულად საქმე ეხება “სალვუს დეველოპმენტის” ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას “სალუს საბურთალოს”. – 14 მარტს ერთ-ერთი ჩვენი კომპანია თაღლითურად მიითვისეს, თაღლითურმა ჯგუფმა, რის შესახებაც განვაცხადეთ ჩვენ შესაბამის უწყებებში და დღემდე არანაირი […]

გიორგი სოზაშვილი: „დამირეკეს და მითხრეს, რომ მე იმიტომ მიკეთებენ ამას, რომ „რუსთავი 2“-ს ვაფინანსებ“

გიორგი სოზაშვილი: „დამირეკეს და მითხრეს, რომ მე იმიტომ მიკეთებენ ამას, რომ „რუსთავი 2“-ს ვაფინანსებ“

– დამირეკეს და მითხრეს, რომ მე იმიტომ მიკეთებენ ამას, რომ „რუსთავი 2“-ს ვაფინანსებ – ეს განცხადება, “სალვუსდეველოპმენტის” მფლობელმა გიორგი სოზაშვილმა გვიან ღამით საპატრულო საგამოძიებო განყოფილების დატოვების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, თებერვალში მის კომპანიაში საგადასახადო ინსპექცია შევიდა, რის შემდეგაც მას ღიად მიანიშნეს, რომ ტელეკომპანიასთან ურთიერთობა შეეწყვიტა და „რუსთავი 2“-ში რეკლამა აღარ განეთავსებინა. – დამირეკეს და მითხრეს, რომ მე იმიტომ მიკეთებენ […]