ჭდე: გლდანი

გლდანში ძაღლი დაჭრეს

"დღეს დილას სასწაულებრივად გადავურჩი სიკვდილს" - რა მოხდა დიდ დიღომში

სასტიკი დანაშაული თბილისში – გლდანში ძაღლი დაჭრეს. შემთხვევა, 2 იანვარს, დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ძაღლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება 259-ე, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით არის აღძრული.

 „გვიშველეთ! ოთახებში გვივარდება ნიაღვარი…“ – გლდანში მოსახლეობა შველას ითხოვს – ვიდეო

 „გვიშველეთ! ოთახებში გვივარდება ნიაღვარი...“ - გლდანში მოსახლეობა შველას ითხოვს - ვიდეო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო გლდანიდან, სადაც ჩანს, როგორ ჩადის წყალი სადარბაზოში. მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.

თბილისი ენერჯი – გლდანში ავარიის დროს გაზის მილი დაზიანდა, აფეთქების საშიშროება იყო

თბილისი ენერჯი - გლდანში ავარიის დროს გაზის მილი დაზიანდა, აფეთქების საშიშროება იყო

გლდანში მომხდარი ავარია – თბილისი ენერჯის ინფორმაციით, გლდანში დატრიალებული ტრაგედიის დროს გაზის მილი დაზიანდა და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახლა უსაფრთხოება სრულად დაცულია. „გლდანის 5 მ/რ, ვეკუას 119-თან, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულია”, – წერია განცხადებაში. გლდანში მანქანა ქვეითს დაეჯახა, […]

 გლდანში მანქანა ქვეითად მოსიარულე ორსულ ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

გლდანში ქვეითად მოსიარულე ოსსულ ქალს მანქანა დაეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს. არსებული ცნობით, ადგილზე მანქანა გაზის მილებში შევარდა. „გლდანში ზედა კარფურთან ქალს დაეჯახა მანქანა და დაიღუპა ადგილზე, მერე გაზის მილებში შევარდა ეს მანქანა და გაზი ჟონავს ახლა. საშინელება ხდება”, – წერს დემბო ლომიძე.

გლდანში 18 წლის ბიჭმა 2 პირი დაჭრა

გლდანში 18 წლის ბიჭმა 2 პირი დაჭრა

გლდანში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. ირკვევა, რომ სამ ახალგაზრდას შორის კონფლიქტი ე.წ. ბინგოს ხიდებთან დაიწყო, რის შემდგომაც ორი პირი სიტუაციას განერიდა. მესამე პირი – 18 წლის გ.ბ. მათ აედევნა და ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ადგილობრივების თქმით, დაპირისპირების შემდეგ პოლიცია გამოიძახეს. საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა […]

გლდანში მ.წ.-მ უკრაინელის მანქანა გაქურდა

15 წლის მოზარდი 2 მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვისთვის დააკავეს

გლდანში უკრაინის მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ. წ. ავტომობილის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე […]

გლდანში 82 წლის ქალის მკვლელობისთვის მისი ძმის შვილიშვილია დაკავებული

გლდანში 82 წლის ქალის მკვლელობისთვის მისი ძმის შვილიშვილია დაკავებული

უკვე დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ნათესავი, 82 წლის ქალი ჯერ ბასრი საგნით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა- “კურიერის” ინფორმაციით, მსხვერპლის სახლიდან წაღებულია ძვირფასეულობა. 82 წლის ქალის ცხედარი, რომელიც ნახევრად დამწვარია, გადასვენებულია ექსპერტიზაზე. მაშველებს ქალი გამთენიისას სახლში ცეცხლმოკიდებული დახვდათ, მაშველები მეზობლებმა გამოიძახეს, როდესაც სადარბაზოში დაკვამლიანება შენიშნეს. როგორც მეზობლები “კურიერთან” ამბობენ, გარდაცვლილს ზურგის […]

გლდანში პირმა 82 წლის ქალი მოკლა და ტელევიზორი ლომბარდში წაიღო

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისში ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი 82 წლის ქალი ჯერ ბასრი საგნით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნ.ნ. ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის […]

გლდანში მაღაზია „სპარი“ გაძარცვეს

გლდანში მაღაზია „სპარი“ გაძარცვეს

გლდანში მაღაზია „სპარი” გაძარცვეს. ობიექტში გაურკვეველი პირები შეიჭრნენ და ტერიტორიიდან მალევე მიიმალნენ. რა წაიღეს მძარცველებმა, უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაწყო, თუმცა ჯერ დაკავებული არავინაა.

“გლდანში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი 30 წლის იყო… ოჯახი 3 დღის წინ გაიგუდა…” – ტრაგედიის ახალი დეტალები

"გლდანში დედ-მამის და 3 შვილის ცხედრები ნათესავმა აღმოაჩინა... "დუხოვკით" თბებოდნენ" - ტრაგედიის ახალი დეტალები

გლდანში, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით სამი დღის წინ მოხდა და გარდაცვლილები ბინაში დღეს ნახეს. როგორც ოჯახის ახლობელმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, გარდაცვლილი ცოლ-ქმარი 30 წლამდე ასაკის იყო, ერთი ბავშვი სკოლის მოსწავლეა, ორი კი მცირეწლოვანი. “ამ ოჯახის ახლობელი ვარ. ჩემი ახლობელი წინა კვირას შემხვდა – მითხრა, გლდანში ქირით გადავდივართ, 300 ლარს მთავრობა […]