ჭდე: გოდერძი

გოდერძიზე ვარდისფერი თოვლი მოვიდა

გოდერძიზე ვარდისფერი თოვლი მოვიდა

სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე თოვლის საფარი ტრადიციული თეთრის ნაცვლად მოვარდისფეროა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. როგორც კურორტის ადმინისტრაციაში ამბობენ, გუშინ, 23 მარტს კურორტზე ყვითელი წვიმა მოვიდა, რომელმაც თოვლს ფერი შეუცვალა. ტალახიანი წვიმის მიზეზი საჰარიდან გავრცელებული ქვიშიანი ქარი გახდა.