ჭდე: გომბორის უღელტეხილი

გომბორის უღელტეხილზე ისევ ხანძარია

გომბორის უღელტეხილზე ისევ ხანძარია

გომბორის უღელტეხილზე ისევ ხანძარია. ცეცხლის რამდენიმე კერა სოფელ რუსიანის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარს და ბუჩქნარს უკიდია. ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია რა ფართობზე ცეცხლი მოდებული. ამინდის გაურესების შემთხვევაში, ცეცხლი შესალოა ტყის მასივზეც გავრცელდეს.

გომბორის უღელტეხილზე მანქანა გადავარდა

გომბორის უღელტეხილზე მანქანა გადავარდა

ავარია მოხდა გომბორის უღელტეხილზე.მსუბუქი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. “კურიერის” ინფორმაციით დაშავდა მძღოლი.ადგილზე მობილიზებულია სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო სამედიცონო დახმარების ჯგუფები. მაშველები გადავარდნილი მანქანიდან მამაკაცის ამოყვანას ცდილობენ.

რა ხდება გომბორის უღელტეხილზე – შსს-ს განცხადება

რა ხდება გომბორის უღელტეხილზე - შსს-ს განცხადება

კახეთში მოსული უხვი ნალექის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. საავტომობილო მოძრაობას გომბორის უღელტეხილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ. კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ. გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანით გადაადგილება ამინდის გაუმჯობესების შემდეგ აღდგება.