ჭდე: გონების დაკარგვა

ვენა-სტამბოლის ბორტის მფრინავმა დაშვების წინ გონება დაკარგა – რა მოხდა გოკჩენის აეროპორტში

ვენა-სტამბოლის ბორტის მფრინავმა დაშვების წინ გონება დაკარგა - რა მოხდა გოკჩენის აეროპორტში

სტამბოლში, „პეგასუს ეარლაინის“ თვითმფრინავის პილოტმა, საბიჰა გოკჩენის აეროპორტში დაშვებამდე გონება დაკარგა, რის გამოც ლაინერის დაშვება მეორე პილოტს დამოუკიდებლად მოუწია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. პილოტი საავადმყოფოშია გადაყვანილი. რა გახდა პილოტის გონების დაკარგვის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავიაკომპანია „პეგასუს ეარლაინის“ კუთვნილი თვითმფრინავი ვენა-სტამბოლის რეისს ასრულებდა. პრაიმ ტაიმი

რუსთავის მიკროავტობუსში მგზავრმა გონება დაკარგა და გაშავდა

რუსთავის მიკროავტობუსში მგზავრმა გონება დაკარგა და გაშავდა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსში 40 წლამდე მამაკაცი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. გონწასული მამაკაცი გზაზე, ბორდიურზე დასვეს და ეცადნენ მის გონზე მოყვანას თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. თვითმხილველები “ინფო რუსთავთან” აცხადებდნენ, რომ მამაკაცს სავარაუდოდ ნარკოტიკური ნივთიერება ჰქონდა მიღებული, დიდი დოზის გამო გონება დაკარგა და გაშავდა. ტერიტორიაზე სასწრაფო […]

პოროშენკოს გამოსვლისას უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ გონება დაკარგა – ვიდეო

პოროშენკოს გამოსვლისას უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ გონება დაკარგა - ვიდეო

პეტრო პოროშენკოს სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ გონება დაკარგა. ინციდენტი ICTV-ის სტუდიაში პირდაპირ ეთერში მოხდა. თოქ-შოუში უკრაინის პრეზიდენტი აზოვის ზღაში მომხდარ ინციდენტზე საუბრობდა, როდესაც დენისოვა შეუძლოდ გახდა. ომბუდსმენი სტუდიიდან პოროშენკომ და გადაცემის სხვა სტუმრებმა გაიყვანეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დენისოვა დღეში 20 საათს მუშაობს, რათა უკრაინელი მეზღვაურები გაათავისუფლოს. იმედინიუსი

ვაკეში ავტობუსის მძღოლმა სიცხისგან გონება დაკარგა

ვაკეში ავტობუსის მძღოლმა სიცხისგან გონება დაკარგა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე #34 ხაზზე მოძრავი ავტობუსის მძღოლი სიცხისგან შეუძლოდ გახდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მძღოლი ავტობუსს მართავდა, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ შეუძლოდ ძლიერი სიცხისგან გახდა, რის გამოც გონება დაკარგა. ნიუპოსტი

“მაღაზიაში შესვლისას დაუკარგავს გონება, ფიქსირდებოდა გულის გაჩერება” – სასწრაფო დახმარების ბრიგადის მორიგი თავდადება

"მაღაზიაში შესვლისას დაუკარგავს გონება, ფიქსირდებოდა გულის გაჩერება" - სასწრაფო დახმარების ბრიგადის მორიგი თავდადება

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, სოციალურ ქსელში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ 50 წლის მამაკაცის გადარჩენის შესახებ წერს. “ყველა საჭირო სიტუაციაში, სახლსა თუ ქუჩაში, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახება ამჯერად მაღაზიიდან შემოვიდა. ადგილზე მისულ ექიმებს, 50 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იატაკზე მწოლიარე დახვდათ, რომელსაც თვითმხილველების გადმოცემით მაღაზიაში შესვლისას დაუკარგავს გონება. მონიტორზე ფიქსირდებოდა […]

რუსთავის პარკში 15 წლის გოგონამ გონება დაკარგა

რუსთავის პარკში 15 წლის გოგონამ გონება დაკარგა

რუსთავის ცენტრალურ პარკში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით 15 წლის გოგონამ გონება დაკარგა და პარკში ექიმების გამოძახება გახდა საჭირო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი პარკში დროულად მივიდა, პაციენტს ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. გოგონა გონზე მოვიდა, მისი მდგომარეობა დასტაბილურდა და საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ იყო. ინფორუსთავი

რუსთავის ”მაკდონალდსთან” 16 წლის მოზარდმა გონება დაკარგა

რუსთავის ”მაკდონალდსთან” 16 წლის მოზარდმა გონება დაკარგა

16 მარტს რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, “მაკდონალდსთან” სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით 16 წლის ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა, გონება დაკარგა და დაბლა დაეცა. ექიმებმა მოზარდს დახმარება ადგილზე გაუწიეს და მისი კლინიკაში გადაყვანა აუცილებელი არ გახდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდები იყვნენ შეკრებილები, მოზარდის ცუდად გახდომას უძღოდა თუ არა წინ კამათი ან შელაპარაკება, უცნობია. […]