ჭდე: გუდაური

გუდაურში სამაშველო ვეტმფრენი აფეთქდა, არის მსხვერპლი

გუდაურში სამაშველო ვეტმფრენი აფეთქდა, არის მსხვერპლი

უბედური შემთხვევა გუდაურში – ჩამოვარდა სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდა. ცნობილი ხდება, ვერტმფრენში ხუთი პირი იმყოფებოდა. მათგან ორი მფრინავი იყო, სამი კი მაშველი. ასევე, ცნობილია, რომ პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად, ტურისტი გარდაიცვალა და მაშველები სწორედ მის ამოყვანას ცდილობდნენ იმ დროს, როცა ვერტმფრენი კლდეს დაეჯახა და ჩამოვარდა. დეტალებს არკვევენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების […]

გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა

გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა

გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. თვითმხილველების ცნობით, დაშავებულები მაშველებს ამ წუთებში ამოჰყავთ, თუმცა, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ადგილი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ძნელად მისადგომია, რაც დაშავებულების გამოყვანის პროცესს აჭიანურებს. მსგავსი შემთხვევა გუდაურში 16 ივლისსაც მოხდა.მაშინ პარაპლანი ხევში ჩავარდა, რასაც არაბი ტურისტი ემსხვერპლა.

გუდაურთან მოთხილამურის ცხედარი იპოვეს

გუდაურთან მოთხილამურის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა გუდაურის მიმდებარედ, თოვლიდან მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განცხადება გაავრცელა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გუდაურის მიმდებარედ მოქალაქე სრიალებდა გაუკვალავ თოვლში და ახლობლები ვერ ახერხებდნენ მის პოვნას. შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყაზბეგის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მაშველებმა. ახლობლების მიერ მითითებულ […]

გუდაურში კაფე “ვიტამინი” დაიწვა

გუდაურში კაფე "ვიტამინი" დაიწვა

გუდაურში კაფე “ვიტამინი” დაიწვა. როგორც “რუსთავი 2”-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 112-ში შეტყობინება არ შესულა. უწყების ცნობით, ადგილობრივმა მეხანძრე-მაშველებმა კვამლი შენიშნეს, ადგილზე მისულებს კი კაფე დამწვარი დახვდათ. გარდა ამისა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის ტერიტორიაზე ღია ცეცხლი არ არის და  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მკვლელობა გუდაურში – მერაბ კობიაშვილის ცემისთვის პროკურატურამ 6 პირს ბრალი წაუყენა

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

გუდაურში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ 6 პირს ბრალი წაუყენა, – აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდება დაუზუსტდა თავად მერაბ კობიაშვილსაც. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, კობიაშვილის ჯგუფურად ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და […]

“გუდაურში, რესტორან მთვრალ ალუბალში, დადიოდნენ ჩეხი ტურისტები, რომელთაგან 3-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა”

"გუდაურში, რესტორან მთვრალ ალუბალში, დადიოდნენ ჩეხი ტურისტები, რომელთაგან 3-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა"

გუდაურის რესტორანი “მთვრალი ალუბალი” ფეისბუქში წერს: “ძვირფასო სტუმრებო, დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი. ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ თავიანთი ვიზიტის განმავლობაში ყოველ დღე დადიოდნენ რესტორან მთვრალ ალუბალში Mtvrali Alubali . Drunk Cherry ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში , რესტორანი დაკეტილია […]

მკვლელობა გუდაურში – მერაბ კობიაშვილს რამდენიმე ადამიანი ურტყამს – ვიდეო

მკვლელობა გუდაურში - მერაბ კობიაშვილს რამდენიმე ადამიანი ურტყამს - ვიდეო

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ინტერპრესნიუსმა“ ახალი ვიდეოკადრები მოიპოვა. როგორც სააგენტოსთან საუბარში მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ბარის მიმდებარე ტერიტორიას ასახავს, სადაც ინციდენტი მოხდა. ადვოკატის თქმით, კადრებში ჩანს, რომ მერაბ კობიაშვილს არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი ურტყამს. „ამ კადრებში ჩანს, თუ როგორ სცემს 5 ადამიანი მერაბ კობიაშვილს. აქ ჩანს, […]

გუდაურში მკვლელობისთვის დაკავებული აგვისტოს ომის გმირია

გუდაურში მკვლელობისთვის დაკავებული აგვისტოს ომის გმირია

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა. როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მამაკაცი „ყოფილი სამხედრო და აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირია“. „ბრალს, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით, გამომდინარე იქიდან, რომ უტყუარად ჩნდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები. ბრალდებულის მიმართ რამდენიმე ადამიანი ახორციელებდა ძალადობას, ის არაერთხელ […]

მკვლელობა გუდაურში – მედიაში ვიდეო გავრცელდა

მკვლელობა გუდაურში - მედიაში ვიდეო გავრცელდა

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეში მინიმუმ 2 ვიდეო-მრკიცებულება დევს. “მთავარის” მიერ მოპოვებული ექსკლუზიურ კადრებში ჩანს, რომ მკვლელობამდე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელშიც მინიმუმ 6 ადამიანი მონაწილეობდა. კადრში ჩანს მკვლელობაში ბრალდებული. დაპირისპირება 06:00 საათზეა დაწყებული.გუდაურში მოკლული მამაკაცი 28 წლის თამაზ გორთამაშვილია. იგი ერთ-ერთ ღამის კლუბში ბარმენად მუშაობდა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლას წინ სიტყვიერი […]

გუდაურში მომხდარი მკვლელობისთვის მ.კ. დააკავეს

გუდაურში მომხდარი მკვლელობისთვის მ.კ. დააკავეს

გუდაურში მომხდარი მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა 1981 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მული) ბრალდებით, ცხელ კვალზე, გუდაურში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს […]