ჭდე: გურია

შსს – „ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის”

უკრაინაში ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს. ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სტიქიის ზონაში რჩება და საგანგებო შტაბს უწევს კოორდინაციას. გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან […]

„გვიშველეთ! გული გამისკდება მგონია, საშინელი მდგომარეობაა, საშინელი!“ – სტიქია გურიაში

„გვიშველეთ! გული გამისკდება მგონია, საშინელი მდგომარეობაა, საშინელი!“ - სტიქია გურიაში

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი. როგორც ირკვევა, დაღუპული თორნიკე ჩხარტიშვილია. ამ დროისთვის, დაკარგულ კიდევ ორ ადამიანს ეძებენ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები. ლანჩხუთში ეძებენ კიდევ ერთ მოზარდს. „მეშვიდე კლასელია იურა გუჯაბიძე, ნეტავ, […]

გურიაში უკრაინელი ქალი გააუპატიურეს

გურიაში უკრაინელი ქალი გააუპატიურეს

გურიაში 44 წლის უკრაინელი ქალი სიგარეტით აწამეს და გააუპატიურეს. ახალგაზრდა, რომელიც ომის საშინელებებს გამოექცა, სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ქალი უგონო მდგომარეობით ლანჩხუთის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა პაციენტის მდგომარეობა იმდენად კრტიკული იყო, რომ ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ,,ტვ პირველის” ინფორმაციით, ქალი უკრაინის ქალაქ ხერსონში ცხოვრობდა და საქართველოში 4 დღის წინ შემოვიდა. დაზარალებულს ამ დრომდე ექსპერტიზა არ ჩატარებია.

გურიაში 5 შვილის მამა დაიღუპა – მანქანა ტრაქტორს შეეჯახა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

დღეს, 7 მაისს, ღამის 2 საათზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სოფელ დვაბზუში. მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა, რომელიც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს და უკვე თვეებია გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დგას. ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ხუთი შვილის მამა, რომელიც ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობს. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მამაკაცი ოზურგეთის კლინიკაში მრავლობითი ( თავის, გულ-მკერდისა და მუცლის არეში) დაზიანებით გადაიყვანეს. ჩაუტარდა სასწრაფო […]

“შეძრწუნებულია მთელი სოფელი” – გურიაში 63 წლის ქალი ხანძარს ემსხვერპლა

"შეძრწუნებულია მთელი სოფელი" - გურიაში 63 წლის ქალი ხანძარს ემსხვერპლა

ოზურგეთში სოფელ გურიანთაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარს 63 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. _სკამიც არ დარჩა, ისეა დამწვარი ყველაფერი. ასეთი საშინელება არ გვინახავს. ცეცხლი ისე მძვინვარებდა, წამებში დაიწვა ყველაფერი. შეძრწუნებულია მთელი სოფელი, _ უთხრა თვითმხილველმა „გურია ნიუსს“. ქალის ცხედარი სახლის პირველ სართულზე იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.

გურიაში ავარიაში 15 წლის მოზარდი დაიღუპა

გურიაში ავარიაში 15 წლის მოზარდი დაიღუპა

გურიაში, ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა და სახლში მიდიოდა, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან მოძრავი მიკროავტობუსი დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

გურიაში და-ძმა კოვიდ 19-ით გარდაიცვალა

გურიაში და-ძმა კოვიდ 19-ით გარდაიცვალა

“ტვ პირველის” ინფორმაციით, ოზურგეთში, სოფელ ბახვში და-ძმა კოვიდინფექციით გარდაიცვალა. ოზურგეთის საზოგადობერივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მაია ქუტიძის თქმით, კოვიდი ჯერ დას დაუსასტურდა,  ძმა, მოგვიანებით დაინფიცირდა და დღეს გარდაიცვალა: – ორივე ბათუმის, ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. და რომ გარდაიცვალა მაშინ დაუდასტურდა ძმას, თუნცა, ორი დღე, დაკრძალვამდე სახლში იყო და მერე გადაიყვანეს ბათუმში. ტვ პირველი

გურიის ახალ გუბერნატორად 38 წლის გიორგი ურუშაძე დაინიშნა

გურიის ახალ გუბერნატორად 38 წლის გიორგი ურუშაძე დაინიშნა

გურიას ახალი გუბერნატორი ჰყავს. სახელმწიფო რწმუნებულის პოსტი 38 წლის გიორგი ურუშაძეს ჩააბარეს. ის ბიზნესმენია მამამისი კი მმართველი “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. უკვე ყოფილი გუბერნატორი გიორგი სახოკია თანამდებობიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გადაყენების მიზეზი  გიორგი გახარიასთან ახლო ურთიერთობა გახდა. სახოკია გუბერნატორად თებერვალში, მაშინდელმა პრემიერმა გახარიამ დანიშნა. ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ქართულ ოცნებაში” მოახლოებული არჩევნებისთვის ემზადებიან, ადმინისტრაციული […]

გურიაში ქალმა, 3 შვილთან ერთად, 30 საფლავი გაძარცვა

გურიაში ქალმა, 3 შვილთან ერთად, 30 საფლავი გაძარცვა

გურიაში სასაფლაოების გაქურდვის ბრალდებით პოლიციამ ფოთში მცხოვრები 32 წლის ქალი დააკავა. ახალგაზრდა ქალი კომენდანტის საათის დროს 3  მცირეწლოვან შვილთან ერთად სასაფლაოებს ქურდავდა. გამოკითხვის შემდეგ ის გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს. ადგილობრივები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან და დანაშაულის ჩადენა მძიმე სოციალური პირობების გამო უწევთ. – იმაზე მეტად მტკივნეული, რომ ჩემი მშობლების სასაფლაო […]

ოზურგეთი-ლანჩხუთის გზაზე 2 თვითმცლელი დაეჯახა ერთმანეთს

ოზურგეთი-ლანჩხუთის გზაზე 2 თვითმცლელი დაეჯახა ერთმანეთს

ოზურგეთი-ლანჩხუთის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მიმავალი ორი თვითმცლელი შეეჯახა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მთავარი