ჭდე: გურჯაანი

„დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო… 18 ჭრილობა მიაყენა” – კახეთში, 24 წლის ბიჭი დაჭრეს

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

კახეთში 24 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, გურჯაანში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო და  შემდეგ ქუჩაში , ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. ხელჩართული ჩხუბის დროს, 40 წლამდე მამაკაცმა ცივი იარაღით 24 წლის ახალგაზრდას  18 ჭრილობა  მიაყენა. დაჭრილი გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, პაციენტს რამდენიმე ჭრილობა აქვს არტერიიე, ღვიძლისა  და გულმკერდის არეში. ამ […]

 გურჯაანში პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვიით მოზარდი დაშავდა  

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

გურჯაანში პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვიით მოზარდი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა თამაშის დროს მოხდა. ერთ-ერთ მცირეწლოვანს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და იქ მყოფ ბავშვს თვალის არეში მოხვდა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა.

„ეს რა გამიკეთა. რა მეშველება, მეორე შვილი დავკარგე…” – გურჯაანში  მეხანძრე-მაშველი მოკლეს

„ეს რა გამიკეთა. რა მეშველება, მეორე შვილი დავკარგე..." - გურჯაანში  მეხანძრე-მაშველი მოკლეს

მკვლელობა კახეთში – 89 წლის კაცმა 35 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. ბექა ჯანიაშვილი, რომელიც მეხანძრე-მაშველად მუშაობდა, ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მოხდა. „სროლის ხმაზე გამოვედი, შვილო, ბექა ხომ არ გესროლა-მეთქი, გავიქეცი და უკვე პულსი არ ესინჯებოდა. მიწის გამო მომიკლა შვილი, ეს რა გამიკეთა. რა მეშველება, მეორე შვილი დავკარგე,- ამბობს მოკლულის მამა. ადგილობრივების […]

გურჯაანში სკოლაში მიმავალ 8 წლის ბავშვს მიკროავტობუსი დაეჯახა 

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

გურჯაანში ავარიის შედეგად 8 წლის გოგონა დაშავდა, რომლის მდგომარეობა მძიემა. შემთხვევა გურჯაანის ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა. 8 წლის გოგონას მიკროავტობუსი მაშინ დაეჯახა, როცა ის სკოლაში მიდიოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული მოზარდი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ მშობლებმა გადაიყვანეს. სამედიცინო შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ გოგონას თავის ქალის დახურული ტრავმები აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმების გადაწყვეტილებით, დაშავებული კატასტროფის სამედიცინო ბრიგადას, […]

ძალადობა გურჯაანის საჯარო სკოლაში – პოლიციამ გამოძიება დაიწყო

ძალადობა გურჯაანის საჯარო სკოლაში - პოლიციამ გამოძიება დაიწყო

კახეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარ შემთხვევაზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. საქმე ძალადობის შესაძლო ფაქტზე აღიძრა. მეორეკლასელი მოსწავლე და მშობელი უკვე გამოკითხეს. ბავშვის დედის მტკიცებით, 7 წლის მოსწავლეს ფიზიკურად ჯერ თანაკლასელი გაუსწორდა, რომელმაც ყელის არეში მიაყენა დაზიანება, შემდეგ კი მასზე კლასის დამრიგებელმა იძალადა. „დამიბარეს სიუჟეტი, რომ გავიდა ტელევიზიით, რომ მოკვლევა დაიწყო თუ რა მოხდა. მოხდება ჩემი გამოკითხვა […]

გურჯაანში ნაძვი 2 მანქანას დაეცა

გურჯაანში ნაძვი 2 მანქანას დაეცა

ქალაქ გურჯაანში ქარისგან მოგლეჯილი მრავალწლოვანი ნაძვი ორ ავტომანქანას დაეცა და დააზიანა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადები. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. მრავალწლიანი ხეები მოგლეჯილია თელავის მუნიციპალიტეტშიც, სახურავებია გადახდილი ავტოფარეხებზე. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც ასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შეფერხებულია თელავის ინტერნეტ მომსახურებაც. პრაიმ ტაიმი

გურჯაანში 2 მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ ერთმანეთს – 1 ადამიანი დაიღუპა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შეჯახების შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო მიკროავტობუსის ოთხმა მგზავრმა, აქედან სამი დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის “ჯეო-ჰოსპიტალსის” კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობით მოათავსეს, ერთი ქალი კი გარდაიცვალა. ექიმების განმარტებით, საშუალო ასაკის ორი ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. „ორი პაციენტი უკიდურესად მძიმეა, ჯერ […]

გურჯაანში გიორგი მღებრიშვილმა დისშვილის მკვლელი გელა ჩაღიაშვილი მოკლა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში კაცმა მეზობელი მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლის გიორგი მღებრიშვილმა 36 წლის გელა ჩაღიაშვილს სანადირო თოფიდან ესროლა. მათივე თქმით, მკვლელობა სავარაუდოდ შურისძიებას უკავშირდება. ცნობილია, რომ 2013 წელს ჩაღიაშვილმა მღებრიშვილის დისშვილი მოკლა. დღეს კი მხარეებს შორის კონფლიქტი ქუჩაში მას შემდეგ დაიწყო, რაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ჩაღიაშვილმა მღებრიშვილს აგინა. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. საქმეზე […]

გურჯაანში მამაკაცს თანასოფლელი შემოაკვდა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

უბედური შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. სოფელ კოლაგის ტყეში, მამაკაცმა შემთხვევით გასროლილი ტყვიით 70 წლის თანასოფლელი სასიკვდილოდ დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში სანადიროდ იმყოფებოდნენ და შემთხვევაც სწორედ ამ დროს მოხდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს გურჯაანის პოლიცია იძიებს.