ჭდე: დავით მჟავია

“ხელი ჩაწიე, შენ არ ხარ პოლიციელი. შენ ხარ მოძალადე” – ნიკა მელია დავით მჟავიას წინააღმდეგ

"ხელი ჩაწიე, შენ არ ხარ პოლიციელი. შენ ხარ მოძალადე" - ნიკა მელია დავით მჟავიას წინააღმდეგ

„ფორმა უნდა გაიხადო და კვირას დადგე აქციაზე ხალხთან ერთად, იმიტომ, რომ ეს ხალხი არ გაპატიებს, იმას რაც შენ გააკეთე“, – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საპატრულო პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსს დავით მჟავიას. გლდანში, ახმეტელის მეტროსთან ნიკა მელისა და დავით მჟავიას შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას წინ უძღოდა ინციდენტი, რომლის დროსაც ნიკა მელიასთან მივიდა ერთ-ერთი მოქალაქე და […]

სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას დავით მჟავია უხელმძღვანელებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას დავით მჟავია უხელმძღვანელებს

შსს-ს საპატრულო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. თანამდებობაზე დავით მჟავია დაინიშნა, რომელიც მანამდე თბილისის საპატრულო პოლიციაში მუშაობდა. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა უფროსმა გიორგი ხურციამ თანამდებობა დატოვა და სამუშაოდ რუსთავში გადაიყვანეს.