ჭდე: დავით ქევხიშვილი

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გადადგა

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გადადგა

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა. „ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს – კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ. რა თქმა უნდა, აქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები, ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე […]

სისხლიანი დაპირისპირება ძიუდოისტებს შორის – დაჭრილია ერთი სპორტსმენი

ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და ძიუდოისტებს შორის, გუშინ გვიან ღამით მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან სამეთა სამინისტრომ გამოძიებადაიწყო. უწყებამ საქმე ორი მუხლით: 126-ე და 136-ე მუხლებით აღძრა. არსებული ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირება მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინცინდენტის შედეგად, ძიუდოისტი სოსო წელაური დაიჭრა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დაკავებულია 4 პირი. თვითმხილველების განცხადებით, ლომერ ჟორჟოლიანმა, უშუალოდ დაჭრა ერთ-ერთი პირი […]

ვარლამ ლიპარტელიანი: ქევხიშვილისგან გონივრულ გადაწყვეტილებას ველოდებით

ვარლამ ლიპარტელიანი: ქევხიშვილისგან გონივრულ გადაწყვეტილებას ველოდებით

ძიუდოისტებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს, ისინი მონაწილეობის მისაღებად მივიდნენ სასტუმრო “ბილტმორში”, თუმცა ყველა მათგანმა დახურულ სხდომაზე შესვლა ვერ შეძლო. ამის გამო, მათ დატოვეს ყრილობა. ეროვნული ნაკრების კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, ისინი პირადი ინტერესებიდან არ გამოდიან, არამედ ხალხის და ქვეყნის ინტერესები ამოძრავებთ. “ეს ფედერაცია არ არის ერთი ადამიანის, ეს ფედერაცია არის ხალხის, ხალხის ფულით ფინანსდება. ჩვენ მოთხოვნებით […]

მიხეილ ყაველაშვილი – დავით ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს

მიხეილ ყაველაშვილი - დავით ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ ყაველაშვილის აზრით, დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან არ უნდა გადადგეს. ამის შესახებ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს ძიუდოს ფედერაციაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა. „ყველამ უნდა გაითვალისწინოს წესდება და საკუთარი მოვალეობების ვალდებულება. ჩვენ შევხვდებით ორივე მხარეს, მოვუსმენთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს არის ფედერაცია, დამოუკიდებელი ორგანიზაცია და უმჯობესია, თვითონ ძიუდოს ოჯახმა გადაწყვიტოს. როგორც […]

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება

ძიუდოისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს. ყრილობა 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება. ფედერაციის ინფორმაციით, ყრილობის დღის წესრიგში ორი საკითხია – ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესების განხილვა. გუშინ ძიუდოისტები ვაკის პარკში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ მათი პროტესტი 7 მაისიდან ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს. “ორშაბათს ამას მასშტაბური […]

ძიუდოისტების ულტიმატუმი – ნაკრები დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს და შეჯიბრებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

ძიუდოისტების ულტიმატუმი - ნაკრები დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს და შეჯიბრებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები შეჯიბრებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს. ნაკრების კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, სპორტსმენები წყვეტენ ვარჯიშსაც. ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, ფედერაცია სპორტსმენების და ნაკრების დასახმრებლად არაფერს აკეთებს. ამასთანავე ლიპარტელიანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს მოთხოვნა არანაირად არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს.

ძიუდოისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა

ძიუდოისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებულ სავალალო შედეგს უკავშირდება. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ჩემპიონატი უმედლოდ დაამთავრა. დავით ქევხიშვილის თქმით, ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს მომავალში დასახელდება და საქართველოს ნაკრები […]