ჭდე: დათუნა სარალიძე

დათუნა სარალიძის მკვლელობისთვის გიორგი მენაბდე დააკავეს, დეკანოზ შიო მენაბდის შვილი

დათუნა სარალიძის მკვლელობისთვის გიორგი მენაბდე დააკავეს, დეკანოზ შიო მენაბდის შვილი

2017 წელს მომხდარი ჯგუფურად ჩადენილი სასტიკი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა – ამის შესახებ შსს ავრცელებს ინფორმაციას. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება: “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2001 წელს დაბადებული […]

ზაზა სარალიძე – “შენი თანატოლები დღეს ერთმანეთს შეხვდებიან, მამი… შენ კი ცივ მიწაში წევხარ, მამი!”

"დაისაჯოს ყველა პოლიციელი, ვინც ზვიად კუპრავაზე იძალადა" - ზაზა სარალიძე გენინსპექციაში მივიდა

ზაზა სარალიძემ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა: “შენი თანატოლები დღეს ერთმანეთს შეხვდებიან მამი. ერთმანეთს მოუყვებიან ვინ სად გაატარა ზაფხული და იამაყებენ თავიანთი ისტორიებით. შენ კი ცივ მიწაში წევხარ მამი ჩემო სადისტურად მოკლულო ვაჟკაცო. ნუ გეშინია მამი არ ხარ მანდ მარტო,მე ხო მუდამ შენთან ვარ მამი. შენ ლამაზ სულს ვენაცვალე მამი”

ზაზა სარალიძე – “დათუნას ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ მასთან ღირსეულად წავალ”

ზაზა სარალიძე - "დათუნას ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ მასთან ღირსეულად წავალ"

რამდენიმე წუთის წინ ზაზა სარალიძემ ფეისბუქში დაწერა: “არავის ეგონოს,რომ სიცოცხლე რამედ მიღირდეს.ამის გულისთვის თავს შევაკლავ მკვლელების დამცველ ხელისუფლებას და არ მივცემ უფლებას მის სულში ჩააფურთხონ. მას ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ მასთან ღირსეულად წავალ”.