ჭდე: დაკარგული გოგონა

საბერძნეთში დაკარგული სალომე გოგინაშვილი იპოვეს – “გოგონას ახლობლები ამ წუთას იქ მიდიან”

ათენში სალომე გოგინაშვილი დაიკარგა - ბოლოს ის ატიკის მეტროსთან ნახეს

საბერძნეთში დაკარგული ქართველი გოგონა, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას, გვერდი georgians.gr ავრცელებს. “ათენში დაკარგული ქართველი გოგონა, სახელად სალომე იპოვეს. არის ცოცხალი და იმყოფება ელეფსინაში, კერძოდ თრიასიოს საავადმყოფოში. ამ წუთას მისი ახლობლები იქ მიდიან. დამატებითი დეტალები ჯერ არ ვიცით” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბათუმში დაკარგული 15 წლის გოგო თბილისში, მეგობართან იპოვეს

ბათუმში დაკარგული 15 წლის გოგო თბილისში, მეგობართან იპოვეს

ბათუმში დაკარგული 15 წლის მოზარდი, რომელსაც ოჯახი ხუთი დღის განმავლობაში ეძებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, მეგობართან იპოვეს. გოგონა 21 აპრილს გაუჩინარდა, დედის თქმით, არასრულწლოვანს კომპიუტერში “საშინელი ვიდეოები” აღმოუჩინეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.