ჭდე: დაწვა

გუკა რჩეულიშვილი – “შოვში ჩემი სანატორიუმი დაიწვა… ამბობენ, დაწვესო…”

გუკა რჩეულიშვილი - "შოვში ჩემი სანატორიუმი დაიწვა... ამბობენ, დაწვესო..."

გუკა რჩეულიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, შოვში დაიწვა სანატორიუმი რომელიც ჩემი საკუთრება იყო, განსაკუთრებულად მიყვარდა და ახლა ვაპირებდი მის რეაბილიტაციას, რაც მანამდე ვერ შევძელი, რამეთუ უბრალოდ არც დრო მქონდა არც რესურსი. რა თქმა უნდა, ბევრად ცუდი რაღაცეები ხდება დღეს სამყაროში და არც ერთი სანატორიუმი არ ღირს ერთ ადამიანის ცრემლადაც კი, მაგრამ მაინც ტეხავს, […]

ლაგოდეხში ჭუმბურიძეების სახლი დაიწვა

ლაგოდეხში ჭუმბურიძეების სახლი დაიწვა

ლაგოდეხში ჭუმბურიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა დუმბაძის ქუჩაზე მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. აალების მიზეზი, სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროსადენები გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის ლაგოდეხის სამსახურის სახანძრო ბრიგადები. ხანძრის ლიკვიდაცია დროზე მოხერხდა. მთავარი

რუსთავში ფეხსაცმელების საწყობი დაიწვა

რუსთავში ფეხსაცმელების საწყობი დაიწვა

რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფეხსაცმელების საწყობში ცეცხლი გაჩნდა. დამწვარია შენობაში არსებული საქონლის დაახლოებით 50%. მფლობელის თქმით, ზარალი სავარაუდოდ, 10.000 ლარამდეა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები და პოლიცია იყო მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ტვ 4

მუხიანში სახლი დაიწვა, რუსთავში 10 ადამიანი დაშავდა – რა ზიანი მოიტანა პიროტექნიკამ

მუხიანში სახლი დაიწვა, რუსთავში 10 ადამიანი დაშავდა - რა ზიანი მოიტანა პიროტექნიკამ

რა ზიანი მოიტანა პიროტექნიკის გამოყენებამ ახალი წლის ღამეს? ინფორმაციასა და ფოტომასალას სხვადასხვა ინციდენტების შესახებ, ფეისბუქ გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს ავრცელებს” როგორც ირკვევა, მუხიანში დაიწვა სახლი. “ინფო რუსთავზე” დაყრდნობით ვიგებთ, რომ 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. კლინიკა “რუსთავის” ექიმების ინფორმაციით რამდენიმე პაციენტმა თითი დაკარგა. გორში პიროტექნიკის შედეგად სახლი დაიწვა. ახალი წლის ღამეს ბახტრიონის […]

ქუთაისთან მანქანა დაიწვა

ქუთაისთან მანქანა დაიწვა

ქუთაისში, გაზგასამართი სადგურის მიმდებარედ ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი დაიწვა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ერთი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებული. იპნ

ოდიშში ფიფიების სახლი დაიწვა

ოდიშში ფიფიების სახლი დაიწვა

ზუგდიდის სოფელ ოდიშში მცხოვრები ფიფიების სახლი სრულად დაიწვა. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ფიფიების სახლში ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როცა იქ 3 მცირეწლოვანი და 2 მოზარდი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. მეზობლების ინფორმაციით, ბავშვებთან მხოლოდ ბებია იმყოფებოდა, რომელმაც ბავშვების გამოყვანა დროულად მოახერხა. სოფელში მერის წარმომადგენელმა რუსგენ ბულიამ განაცხადა, რომ ოჯახმა მხოლოდ ერთი საწოლის გამოტანა მოახერხა, სხვა ნივთები დაიწვა. მისივე ცნობით, ცეცხლი […]

ჩოხატაურში ვაჩეიშვილების სახლი დაიწვა

ჩოხატაურში ვაჩეიშვილების სახლი დაიწვა

ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე ვაჩეიშვილების ორსართულიანი კერძო სახლი დაიწვა. ადგილობრივების თქმით, ცეცხლის გაჩენის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროსადენები სახელდება. ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟი. “ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩოხატაურში კერძო სახლის დაწვის მეორე შემთხვევაა. დღეს ვითარებას განსაკუთრებით ძლიერი ქარი ართულებდა. საკმაოდ მჭიდრო დასახლებაა და იყო საშიშიროება იმისა, რომ ცეცხლი […]

83 წლის ქალი თავის ნაკვეთში დაიწვა

კასპში მდინარეში მსხვილი კომპანიის უფროსის ცხედარი იპოვეს

შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში, 83 წლის მოხუცი დაიწვა, როგორც სოფელში ჰყვებიან, მოხუცი მინდორში ბალახისთვის მოკიდებულ ცეცხლში დაიწვა. ,,83 წლის ქალი დაიწვა, თავის მიწის ნაკვეთში, გამხმარი ბალახისთვის ცეცხლი მოუკიდებია როგორც ჩანს ცეცხლი გაძლიერდა და თავადაც მოეკიდა ტანსაცმელზე, წელს ქვემოთ მთლიანად დაიწვა, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.”, – გვიყვება სოფელ საიმერლოს მკვიდრი. […]

გლდანში ნიკა მელიას ოფისი დაწვეს

გლდანში ნიკა მელიას ოფისი დაწვეს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას, ოფისის დაწვეს. როგორც შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დამნაშავეები “მთლიანად აპირებდნენ შენობის დაწვას, მაგრამ ვერ მოასწრეს ადგილზე პოლიციის დროულად მობილიზების გამო”. “მთავარი არხის” ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ჩამსხვრეულია ოფისის ფანჯარა და დამწვარია ავეჯი. დამნაშავეებიის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. “დილის 6-ის წუთებზე შევიტყვეთ, რომ […]

საბერძნეთში მიგრანტთა ბანაკი დაიწვა

საბერძნეთში მიგრანტთა ბანაკი დაიწვა

საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე, ქვეყნის უდიდესი მიგრანტთა ბანაკი დაიწვა. ცეცხლის ლიკვიდირებას 25-მდე მეხანძრე ცდილობდა, მიგრანტთა ნაწილმა კი ევაკუაციისას დაზიანებები მიიღო. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, მიგრანტების პროტესტი გამხდარიყო, რომლებიც კორონავირუსის გამო დაწესებულ რეგულაციებს ეწინააღმდეგებოდნენ. ცნობისთვის, გასულ კვირას ბანაკში კარანტინი გამოცხადდა, რადგან ერთ-ერთ მიგრანტს კორონავირუსი დაუდასტურდა.ამ დროისთვის, ბანაკში ვირუსით ინფიცირების სულ 35 შემთხვევაა გამოვლენილი. შეგახსენებთ, რომ […]