ჭდე: დაჭრა

თბილისში, ერთ-ერთ რესტორანთან პოლიციელი დაჭრეს

თბილისში, ერთ-ერთ რესტორანთან პოლიციელი დაჭრეს

თბილისში, ერთ-ერთ რესტორანთან პოლიციელი და სამოქალაქო პირი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად ადგილზე დაპირისპირება რამდენიმე ახალგაზრდას შორის დაიწყო, რომლებთანაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მივიდა და ვითარების განმუხტვას შეეცადა. სწორედ ამ დროს დაჭრა ის კონფლიქტის ერთ-ერთმა მონაწილემ ცივი იარაღით. დაშავებულები ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე 1 პირი დააკავა.

მკვლელობა რესტორანში – ვინ არის მამაკაცი, რომელმაც თემურ ხარაული სასიკვდილოდ დაჭრა

მკვლელობა რესტორანში - ვინ არის მამაკაცი, რომელმაც თემურ ხარაული სასიკვდილოდ დაჭრა

მკვლელობა თბილისში – თემურ ხარაულს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები 33 წლის მამაკაცმა მიაყენა. მათ შორის ურთიერთშელაპარაკება ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო, შემდეგ კი ბრალდებულის საცხოვრებელ ტერიტორიაზე გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სავარაუდო დამნაშავე, ტ.ძ-ს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. პოლიციამ, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა – ნივთმტკიცებად ამოიღო.

რუსთავში 3 პირის დაჭრისთვის 1 პირი დააკავეს

რუსთავში 3 პირის დაჭრისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ლ.ვ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკებისას, სამი პირი – 1992 წელს დაბადებული გ.ა.,1988 წელს დაბადებული ლ.შ. […]

სამგორში 15 წლის ბიჭი დაჭრეს – კონფლიქტში 20 ბავშვი მონაწილეობდა

სამგორში 15 წლის ბიჭი დაჭრეს - კონფლიქტში 20 ბავშვი მონაწილეობდა

სისხლიანი გარჩევა არასრულწლოვნებს შორის – სამგორში დაჭრილი 15 წლის ბიჭის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. მოზარდს დანით არაერთი მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდის და მუცლის არეში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილეობდნენ 74-ე სკოლის მოსწავლეები – ჩხუბიც სკოლის მიმდებარედ მოხდა. თვითმხილველი, რომელმაც დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა, ამბობს, რომ არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმე იყო, ხოლო ინციდენტში, რომელიც […]

შანიძის ქუჩაზე დაჭრილი 33 წლის ბექა მახარაძეა

შანიძის ქუჩაზე დაჭრილი 33 წლის ბექა მახარაძეა

თბილისში, შანიძის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაჭრილია 33 წლის ბექა მახარაძე, რომელსაც ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი გვიან საღამოს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში შეიყვანეს, მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. გაჩხრიკეს ავტომობილიც, რომელიც დაჭრილ ბექა მახარაძეს ეკუთვნის. ადგილობრივები და თვითმხილველები ამბობენ, რომ […]

ბორჯომში კაცმა ცოლს 16 ჭრილობა მიაყენა

ბორჯომში კაცმა ცოლს 16 ჭრილობა მიაყენა

ბორჯომში 40 წლამდე ქალი ქმარმა დაჭრა, მას 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული, დაჭრილს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ეტაპზე იგი კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. შემთხვევა ბორჯომში  1 მაისს მოხდა. კონკრეტულად რა გახდა დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. „ჩვენთან ქალბატონი მრავლობითი დაზიანებით 13:45 საათზე შემოიყვანეს. 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. დაზიანებული იყო შინაგანი ორგანოები,  ჩაუტარდა ოპერაცია, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. […]

ისანში 4 ადამიანი დაჭრეს, 1 გარდაიცვალა

ისანში 4 ადამიანი დაჭრეს, 1 გარდაიცვალა

ისანში, “დირსის” დასახლებაში 4 ადამიანი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.დაჭრილები ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. თვითმხილველების განცხადებით, ინციდენტს წინ დაპირისპირება უძღოდა. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. „4 ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი გარდაიცვალაო. დაზუსტებით არ ვიცი, დაჭრილია მამა-შვილი და ბიძაო. შემთხვევა დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა, დანა გამოიყენეს“, – აცხადებენ თვითმხილველები. იპნ

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

წუხელ, 8 აპრილს, ბათუმში, 26 მაისის და გორგილაძის ქუჩის კვეთაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი უძღოდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე […]

ლაგუნა ვერეზე მკვლელობის და დაჭრის გამო 5 პირი დააკავეს

ლაგუნა ვერეზე მკვლელობის და დაჭრის გამო 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარი ორი პირის მკვლელობის და რამდენიმე პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს – დაკავებულია 5 პირი, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს მათივე ინფორმაციით, პოლიციამ 1987 წელს დაბადებული კ. მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კი […]

ქობულეთში 30 წლის მამაკაცი დაჭრეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

სისხლიანი გარჩევა ქობულეთში – დაჭრილია 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცებს შორის  ე.წ. ქუჩური გარჩევა მოხდა, დაჭრილმა მამაკაცმა კრიმინალური ავტორიტეტები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შემთხვევა ე.წ. ემტეესის დასახლებასთან მოხდა. ადგილობრივები დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ. დაჭრილი მამაკაცის მამის ინფორმაციით, ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. მამისთვის […]