ჭდე: დახრჩობა

გრიგოლეთში 40 წლის მამაკაცი დაიხრჩო

გრიგოლეთში 40 წლის მამაკაცი დაიხრჩო

გრიგოლეთში, ზღვაში 40 წლამდე კაცი დაიხრჩო. ის წყლიდან მაშველებმა ამოიყვანეს. ადგილზე მოვიდა სასწრაფო, კაცს ჩაუტარდა ხელოვნური სუნთქვა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ფორმულა

ბათუმის იახტკლუბთან მოზარდი დაიხრჩო

ბათუმის იახტკლუბთან მოზარდი დაიხრჩო

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს. მოზარდი იახტკლუბის მიმდებარედ ზღვაში ბანაობდა, როდესაც  წყალში გაუჩინარდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შემთხვევა დღეს, 4 ივლისს, მოხდა.

საღამოს 11 საათზე შეცურა და ვეღარ გამოვიდა – ფარავნის ტბაში 17 წლის მამაკაცი დაიხრჩო

საღამოს 11 საათზე შეცურა და ვეღარ გამოვიდა - ფარავნის ტბაში 17 წლის მამაკაცი დაიხრჩო

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბაში 17 წლის ახალგაზრდა, ვ.ტ.  დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ, 2 ივლისს საღამოს 23 საათისთვის მოხდა. ახალგაზრდა ტბაში საცურაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. ცხედარი ტბადან მაშველებმა გამოიყვანეს. ვ.ტ. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას მკვიდრია. რადიო ნორი

გურჯაანში აუზში 4 წლის ბავშვი დაიხრჩო

გურჯაანში აუზში 4 წლის ბავშვი დაიხრჩო

უბედური შემთხვევა კახეთში – გურჯაანში, საცხოვრებელი სახლის აუზში 4 წლის ბავშვი დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მიხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი სახლში ოჯხის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. სახლში აუზი ახალი აშენებული იყო.. ბავშვი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცნობილია, რომ ის კლინიკაში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო. მთავარი

რუსთავში აზოტთან არხში ნოდარ ყოჩიაშვილის ცხედარი იპოვეს

რუსთავის აზოტთან არხში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

რუსთავიდან დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით სარწყავ არხში მაშველებმა 50 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ნოდარ ყოჩიაშვილია, რომელიც 29 მაისს საწარმო “რუსთავის აზოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე არხში თევზაობის დროს ჩავარდა და გაუჩინარდა. საძიებო ღონისძიებებში, რომელიც 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 2 მყვინთავი მონაწილეობდა. საძიებო სამუშაოების გაადვილებისთვის არხში წყლის დონის დაკლებაც მოხდა და […]

მტკვარში კასპში დაკარგული მწყემსის ცხედარი იპოვეს

მტკვარში კასპში დაკარგული მწყემსის ცხედარი იპოვეს

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, საუბარია პირზე, რომელიც პირუტყვის მწყემსვის დროს მდინარეში გასაგრილებლად შევიდა და გაუჩინარდა. მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა სოფელ მიქელწყაროსთან იპოვეს. მდინარე მტკვარში კაცის ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაცია “ინფო რუსთავს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს და განგვიცხადეს, რომ კაცის საძიებო-სამაშველო ოპერაცია 21 მაისიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გაუჩინარებული პირის […]

ალაზანში 56 წლის მამაკაცი დაიხრჩო

გურჯაანი-ლაგოდეხის გზაზე ალაზანი გადმოვიდა

მდინარე ალაზანში 56 წლის კაცი დაიხრჩო. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი საქონელს მწყემსავდა და მდინარეში ცხენით ცდილობდა გასვლას. მდინარის გადალახვის მცდელობისას, ის ძლიერმა დინებამ გაიტაცა და ცხენთან ერთად წაიღო. სამძებრო სამუშაოებში ჩართულმა სამაშველო ჯგუფებმა თავდაპირველად ცხენს, შემდეგ კი მამაკაცის ცხედარსაც მიაგნეს. ადგილზე პოლიცია და ექსპერტები იმყოფებიან.

თბილისში 2 წლის გოგონა ლობიოს მარცვალმა დაახრჩო

თბილისში, ისნის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, უბედური შემთხვევა მოხდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. როგორც საინფორმაციო სააგენტოს ოჯახის ახლობლები უყვებიან, ბავშვს მოუხარშავი ლობიოს მარცვალი გადასცდა. მათივე თქმით, 2 წლამდე გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “წაიყვანეს კლინიკაში და გაუკეთდა ოპერაცია, მაგრამ გული გაუჩერდა. ფილტვში იყო უკვე გადასული ლობიოს მარცვალი”, – უყვება ოჯახის ახლობელი […]

გორში მამაკაცი არხში დამხრჩვალი ნახეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ გარეჯვარში, 65 წლის კაცი სარწყავ არხში დამხრჩვალი დღეს დილით ნახეს. ადგილობრივების თქმით, ასაკიანი კაცი სახლიდან გუშინ გავიდა, ოჯახი კი მას ამ ხნის განმავლობაში ეძებდა. გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მთავარი

“2 წლის ნიკოლოზი აუზში ჩავარდა, დედამ მანქანით კლინიკაში წაიყვანა და ავარიაში მოჰყვა”

"2 წლის ნიკოლოზი აუზში ჩავარდა, დედამ მანქანით კლინიკაში წაიყვანა და ავარიაში მოჰყვა"

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სოფელში 2 წლის ბავშვი დაიღუპა. სოფელში მერის წარმომადგენლის იმედა ცარციძეს ინფორმაციით, ბავშვი საკუთარი სახლის ეზოში არსებულ აუზში ჩავარდა და დაიხრჩო. მისივე თქმით, მშობლები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლას არ დაელოდნენ და საკუთარი ავტომობილით წაიყვანეს პატარა კლინიკაში, თუმცა ავარიაში მოჰყვნენ. ,,ტრაგედია მოხდა გრიგალაშვილების ოჯახში, 2 წლის ბავშვი ეზოში მდებარე აუზში დაიხრჩო. როგორც მაქვს ინფორმაცია, […]