ჭდე: დედა ენა

ლევან ბერძენიშვილი – ”მავნებლობაა სკოლებში იაკობ გოგებაშვილის ”დედა ენის” დაბრუნება”

ლევან ბერძენიშვილი - ”მავნებლობაა სკოლებში იაკობ გოგებაშვილის ”დედა ენის” დაბრუნება”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას სჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ, – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. „ ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ!“ – წერს ბერძენიშვილი. იპნ

”რაც უფრო მეტი ენა მოვისმინე, მით უფრო მეტად შემიყვარდა ჩემი ტკბილი, ღმერთივით სალოცავი ქართული”

”რაც უფრო მეტი ენა მოვისმინე, მით უფრო მეტად შემიყვარდა ჩემი ტკბილი, ღმერთივით სალოცავი ქართული”

რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქზე ნანა მეფარიშვილმა ასეთი პოსტი დადო: – რვა წლიანი ემიგრაციის პერიოდში არაერთხელ დამმართია ასეთი რამ – ქუჩაში, სადაც მრავალ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები დააბიჯებენ, მგონებია, რომ ყველა ქართულად საუბრობს… უამრავჯერ გავიგონე ქართული გადაძახილი იქ, სადაც წარმოუდგენლად შეუძლებელი იყო და თქვენ წარმოიდგინეთ მიმიხედავს, რომ მაინც დავრწმუნებულიყავი… არასოდეს მქონია სიზმარი, სადაც უცხო ენაზე საუბარს ვწვალობდი… […]