ჭდე: დიდი ბრიტანეთი

„დავუშვი შეცდომა“ – რატომ გადადგა ბრიტანეთის შს მინისტრი 

„დავუშვი შეცდომა“ - რატომ გადადგა ბრიტანეთის შს მინისტრი 

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სუელა ბრავერმანა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, გადადგომის მიზეზი ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც მან კოლეგას პირადი ელექტრონული ფოსტიდან გაუგზავნა, რაც მინისტრის წესების დარღვევაა. „მე დავუშვი შეცდომა, ვიღებ პასუხისმგებლობას, ვტოვებ თანამდებობას”, – წერს ის პრემიერმინისტრ ლიზ ტრასისთვის გაგზავნილ წერილში.გარდა ამისა, თავის წერილში მან შეშფოთება გამოთქვა მინისტრთა კაბინეტის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

რუსეთის დაქირავებული „ვაგნერის” დაჯგუფების მებრძოლები აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან – ბრიტანეთი

რუსეთის დაქირავებული „ვაგნერის” დაჯგუფების მებრძოლები აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” მებრძოლები გადაისროლა და ისინი უკვე აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან. უწყების ცნობით, მოსალოდნელია, რომ საბრძოლო ოპერაციებში სირიიდან და აფრიკიდან “ვაგნერის” 1 000-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი ჩაერთვება, მათ შორის ორგანიზაციის ხელმძღვანელები. ამის მიზეზი კი რუსული არმიის მიერ განცდილი სერიოზული დანაკარგებია.

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერები პუტინის ნიურნბერგის მოდელის ტრიბუნალზე წარდგომას ითხოვენ

რუსეთმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრები გორდონ ბრაუნი და ჯონ მეიჯორი სხვა აკადემიკოსებთან, პოლიტიკოსებთან და მოქალაქეებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტისა და უკრაინაში შეჭრაში მონაწილე ადამიანებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას უერთდებიან. ჯამში 140 პოლიტიკოსი და აკადემიკოსი, რუსეთის პრეზიდენტისა და სხვა დაკავშირებული ადამიანების გასამართლებლად, ნიურნბერგის პროცესების მაგალითზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვს. „ბრიტანეთიდან, რომელიც დამსახურებულად ამაყობს დემოკრატიითა და კანონის უზენაესობით, მკაფიო მესიჯი […]

დიდ ბრიტანეთს საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს

დიდ ბრიტანეთს საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს

დიდ ბრიტანეთს თავისი საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ უკრაინა. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადებაში. უწყების ცნობით, კიევში მდებარე საელჩოს თანამშრომლები დროებით ლვოვში გადავლენ და მუშაობას იქიდან გააგრძელებენ. „რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება უკრაინაში სერიოზულად დააზარალებს ბრიტანეთის მთავრობის შესაძლებლობას, უზრუნველყოს საკონსულო დახმარება უკრაინაში. ასეთ გარემოებებში ბრიტანეთის მოქალაქეები არ უნდა […]

ბრიტანეთი ნიღბების და კოვიდ საშვების ტარების ვალდებულებას აუქმებს

ბრიტანეთი ნიღბების და კოვიდ საშვების ტარების ვალდებულებას აუქმებს

დიდი ბრიტანეთი კოვოდრეგულაციებს ამსუბუქებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრმა ბორის ჯონსონმა გამოაცხადა. აღნიშნული მოიცავს უმეტეს სივრცეში ნიღბების ტარების მოთხოვნის გაუქმებას, 27 იანვრიდან კოვიდის საშვის წარდგენის ვალდებულების და დისტანციური მუშაობის რეკომენდაციის გაუქმებას. თუმცა გეგმის მიხედვით, ადამიანებს ჯერ კიდევ დასჭირდებათ თვითიზოლაცია ინფიცირების შემთხვევაში, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნეს, რომ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება. სკოლის […]

დიდ ბრიტანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების რაოდენობა იზრდება

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

გაერთიანებულ სამეფოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 7.540 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია 26 თებერვლის შემდეგ. გამოცემის ცნობით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის, ე.წ. „ინდური ვარიანტის“, შედეგად გაერთიანებულ სამეფოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება. ამასთან, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 127.860-ს მიაღწია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის […]

დიდ ბრიტანეთში მომავალი კვირიდან კოვიდ 19-ზე საყოველთაო აცრა დაიწყება – “პფაიზერის 800.000 დოზას ველოდებით”

ევროკავშირი BioNTech-Pfizer-ის კოვიდ 19-ის ვაქცინის 300 მილიონ დოზას შეიძენს

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის 800 000 დოზის მიღებას ელოდება, რომელიც მომავალი კვირიდან იქნება ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის ბიზნეს მდივანმა, ალოკ შარმამ განაცხადა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი იმედოვნებს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მილიონობით ვაქცინის დოზას მიიღებს, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია წარმოების სისწრაფეზე. ალოკ შარმამ დარწმუნებით ისიც აღნიშნა, რომ პირველი პარტია – 800 000 […]

საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში ჩასულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ

გასულ 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსისგან 27 ადამიანი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში საფრანგეთიდან ჩასულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურეს. ამასთან, ბრიტანეთში დაწესებული ახალი რეგულაციის მიხედვით, ქვეყანაში ჩასულ უცხო ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ 1994 წლიდან ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მატარებელი მოძრაობს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა […]

“კრემლთან დაახლოებულმა და საქართველოში დაფუძნებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიიდან ინფორმაციები მოიპარა და 2 მილიონ ფუნტს ითხოვს”

"კრემლთან დაახლოებულმა და საქართველოში დაფუძნებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიიდან ინფორმაციები მოიპარა და 2 მილიონ ფუნტს ითხოვს"

ბრიტანული გამოცემა დეილი მეილი ამტკიცებს, რომ საქართველოში კრემლის უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი მოქმედებს. საგამოძიებო სტატიის თანახმად, ჰაკერებმა დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიიდან, სადაც კოვიდ-19-ზე სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობდა, სამედიცინო კვლევების შესახებ ინფორმაციები მოიპარეს. როგორც დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავსი კიბერ შეტევების რაოდენობა წარსულში არ ახსოვთ. გამოძიების თანახმად, ჰაკერული გაერთიანებები დაფუძნებულია საქართველოში და კავშირში არიან რუსულ […]

ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა – მანქანა ბულგარეთიდან ჩავიდა

ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა - მანქანა ბულგარეთიდან ჩავიდა

ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა. სავარაუდოდ, მანქანა ბულგარეთიდან ესექსის საგრაფოში ოთხშაბათს ჩავიდა. პოლიციის ცნობით, დაკავებულია სატვირთოს მძღოლი, რომელიც 25 წლისაა და ჩრდილოეთ ირლანდიიდანაა. „ჩვენ ვცდილობთ მსხვერპლთა ვინაობა დავადგინოთ, თუმცა ვეჭვობ, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება“, – განაცხადა ესექსის პოლიციის ხელმძღვანელმა. სამართალდამცავების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი, თინეიჯერია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ტვიტერში დაწერა: „შეძრწუნებული ვარ […]